ირაკლას აინტერესებდა ჩემი ''რევიუ''.
ნუ ამას რევიუს კი არა, წესიერ შეფასებასაც ვერ დავარქმევთ მარა მაინც.
ვინ თქვა ცუდი ფილმიაო ?
გამოით ლუბოი, ერთი-ერთზე უნდა გეჭიდავოთ
მართლა აქვს ფილმს პრობლემები, რო დაჯდე 9581 ნაკლს აღმოაჩენ. (ის ერთიანი აუცილებელია ბოლოში

)
მონტაჟი - სვარკა, მომენტებში ძალიან უაზრო და ალოგიკური ჰოლივუდური უწიპუწები,
პერსონაჟის ზედმეტად მოულოდნელი ტრანსფორმაცია, ერთი ხელის მოსმით გაკეთებული და მიგდებული მომენტები,
სტანდარტული ''იიიიიიი, მსოფლიოს ახლა დედას მოვუდღნავ'' ვილაინი და ზომბი ქვეშემრდომები, ''შეიძლება ავარიაში ყველას დედა ეტიროს, მარა მოქმედი პერსონაჟი აუცილე
ბლიად უნდა გადარჩეს, ისე არ გამოვა'' ლოგიკა,
კაი ხო, აღარ გავაგრძელებ, იმიტო რო არ მჭირს ჩაციკვლები. დაჟე რაც დავწერე, იმაზეც არ ვარ ჩაციკლული, ეგეთ მომენტებზეც შემიძლია კაიფი, მარა ზოგს იმუნიტეტი აქვს
ყველაფერი შეიძლება უწოდო ამ ფილმს გარდა ცუდისა და ნაღდად არ იმსახურებს იმ დაჯმას, რასაც ვკითხულობ.
დარწმუნებული ვარ ეს ფილმი მარველის რომ ყოფილიყო, ბევრად უფრო განაბული იქნებოდა საზოგადოება, აი ბევრად.
ვინც ბავშვურ მომენტებზე, უწიპუწებზე და არც თუ ისე მაღალი ხარისხის იუმორზე წუწუნებთ, გაიხსენეთ რომ ეს ფილმი ბავშვებისთვისაც კეთდება და იმათ უსწორდებათ ეგეთი რაღაცები.
აი მაგალითად დარქ ნაითს ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ფილმად ვთვლი ვაბშე, მარა ბავშვობაში რომ მენახა, შეიძლება სულ არ გამსწორებოდა.
ხო, მქონდა ზოგიერთ მომენტზე რეაქცია, რომ არა ბლიად, ამის უკეთესად გაკეთება შეგეძლოთ, არა ბლიად ეს აღარ უნდა გაიმეოროთ მეორედ,
მარა იმდენი სახალისო და კაი მომენტი გაიჩითა, (ბარის სცენა, დედშოთი და ბეტმენი, დიაბლოსთან პირველი შეხვედრა, მერე წყობიდან გამოყვანა, ამანდას ეკრანზე გამოჩენა :დ ,
ჰარლის გადახტომა ავზში და ვერტმფრენზე და ა.შ.) რომ გადაფარა ეგ რეაქცია.
გასართობი, საპოპკორნე ფილმისთვის მშვენივრად ჩამოყალიბებული პერსონაჟები იყვნენ : დედშოთი, ჰარლი, დიაბლო, ამანდა.
ხო, ყველა პერსონაჟი ვერ იქნება შემდგარი და არც არის საჭირო
და ხო, თუ კარა დელავინი თუ დელევინი ლაპარაკობს ალქაჯის ხმით და სხვა არ ახმოვანებს მაგას, საღოლ მაგას, სერიოზული ვოის აქტორი ყოფილა.
ჯოკერიც მომეწონა, მარა მართლა ფრთების გაშლა უნდა მაგ ჩემისას. აი პატარა ყუთში ჩაკეტილ პერსონაჟს ჰგავდა, პოტენციალი რომ აქვს და არ უშვებენ ყუთიდან. პრინციპში მგონი 1 საათზე მეტი დრო ამოუჭრეს და რა უნდა დამდგარიყო მაგისგან.
ჰიტ ლეჯერს რათქმაუნდა ვერ სჯობს, მარა იმისთვისაც ასე რომ აეჩეხ-დაეჩეხათ მომენტები, შეიძლება უინტერესო გმირი გამოსულიყო. საბოლოო ჯამში ჯარედის ჯოკერი თეატრალური ჯოკერია და მომწონს. სუისაიდ სქვად ორი დაიდოს
1 : 11 This post has been edited by zeppelnick on 16 Aug 2016, 11:34