#47379603 · 26 Mar 2016, 07:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მილიარდს ნამდვილად აცდება,ჩინეთშიც ახლაა პრემიერა. პირადად ჩემი 19 ლარიც გაერია იმ მილიარდში. ხვალისთვის დავირაზმე. (ლამის შუაღამისას მივვარდი ისთპოინტში სამსახურის შემდეგ)
და იმის თქმა რომ მხოლოდ ჰეითერებისა და მარველისტების მიერაა რეიტინგი ეგზომ მერყევი,აშკარა უცოდინარის ან დაბოღმილი დისისტის ბოღმისაგან განთავისუფლებაა. იმიტომ რომ იუნივერსის ერთ-ერთ მთავარ კინომოვლენაზე პირველ რიგში ამ იუნივერსის თაყვანისმცემლები მიდიან... და რეცენზიებიც არაა მთლად შთამბეჭდავი. ის რომ ექშენი გადასარევი იქნება,დღევანდელობიდან არ უნდა გვიკვირდეს. ისტორია არ გაუსწორდა ზოგს ზოგს ვიღაცა ეზედმეტა ზოგს ეცოტავა ზოგს სუსტი ეჩვენა. ამას უყურებლად როგორ განიხილავ?
მე პირადად ფილმისგან აადრენალინის დიდ დოზას,კარგ ექშენს,ეპიკურ მუსიკას და მოსასხამების ფრიალს ველი. ვისაც ფსიქოლოგიური თავსამტვრევები ხიბლავს-ფინჩერს ჩაუჯდეს. კომიქსისაგან გართობა მეტი მოდის,ვიდრე რაღაც მძიმე შეთქმულების თეორია,ან დორბლიანი მელოდრამა,ან გმირის ყოველ ფრაზაზე ტვინისჭყლეტა... მართალია მთლად ლაითიდა ფეიკიცარ ვარგა,მაგრამ. მივიღოთ ისეთი როგორიც არის. პირადად მე მწამს რომ დიდად არ გამიცრუვდება იმედი,რადგან რაც მსურს ის ნამდვილად უხვად იქნება ამ ფილმში მაგრამ ერთს ვიტყვი,და არა მარველისტობის გამო-სამოქალაქო ომი აჯობებს. თუმცა ამასაც მალე გავიგებთ-ზუსტად ერთ თვეში!
|