მოკლედ მეგობრებო ვერ შემოვედი ეს დღეებია და პარასკევიდან მიმოვიხილავ ჩემს შემოვლას ფესტზე

პარასკევს 19:00 სთ-ზე დავიწყე სამსახურისდაგამო და წავედი ,,ახალგაზრდა გოდარზე".
მოკლედ, ვინც კარგად იცნობთ გოდარის არამარტო შემოქმედებას, არამედ ზოგადად ცხოვრებას, იმ ეპოქას და ახალგაზრდობის წლებზე წაკითხული გაქვთ რაღაცეები მოგეწონებოდათ, თუ არადა ისე ძალიან ჩვეულებრივი ბიოგრაფიული ფილმი გეგონებოდათ. ობიექტურად ძალიან კარგი ბიოგრაფიული ნამუშევარია და ნამდვილად იმსახურებს 7/10-იდან. განსაკუთრებით პაზოლინის და მარკო ფერერის ეპიზოდებმა გაასწორა

21:00-ზე ისეთი ფილმზე წავედი რაც ინტერნეტში არასოდეს არ დაიდებოდა ვიცოდი და თან დოკუმენტურზე არ ვყოფილვარ ამ ფესტის მასშტაბით და ნამდვილად მინდოდა ერთი. ,,If I Think of Germany at night" იყო ფილმი, რომელსაც ძაან Die Hard ელექტრონშიკი თუ გაუძლებდა ბოლომდე :დ მე როგორც მძიმე მუსიკის (მეტალის) მსმენელს ძალიან მაინტერესებდა მსგავსი დოკ.ფილმი, ამავე დროს რიკარდო ვილალაბოსი ვიცანი ბოლოსდაბოლოს, გამიგია ეგ დჯ :დ. მთლიანობაში ფილმის 1/3-ზე მეტი იყო ტექნო და მინიმალი და ნუ მე და ბასიანის სასტავი შემოვრჩით ბოლოს მგონი

თუმცა მთლიანობაში ძალიან ცუდი არ იყო. ერთადერთი პრობლემა რაც ჰქონდა ფილმს მთავარი იყო ის რომ მან ვერ გასცა პასუხი მთავარ შეკითხვას: ,,და მაინც რა არის ელექტრონული მუსიკა გერმანიისთვის?" ამიტომ 5.5/10-იდან.
რაც შეეხება შაბათს:
აკი ნანახი მქონდა და ჩემგან 8/10-იდან ისედაც ეკუთვნოდა აქამდე

ასე რომ 14:00-ზე მოვედი საკონკურსო ზაფხული 1993-ზე და მაგრადაც ვიგულშემატკივრე რომ მორჩა მერე, აი ძალიან კარგი ფილმი გამოდგა, თავიდან ბოლომდე დახვეწილი თავის სტილში და ამბავში 7.5/10-იდან.
16:00-ზე მეგობარს წავყევი საშიშ დედაზე მეორედ, დიდი ხვეწნის და მუდარის შემდეგ (ბათუმში უკვე მქონდა ნანახი) და ტრადიციულად ჩემი შეფასება 6-ს არ ცდება მაგ ფილმზე. ისიც რეჟისორის, ანა ურუშაძის ხათრით

19:00-ზე არ წავედი ნამეზე, ბარემ კვირას ვნახავ თქო და რუსთაველში ვნახე ,,ჟოაკიმი" - ძალიან ნორმალური ბოიგრაფიულ-ისტორიული ნამუშევარი, თუმცა არაფრით გამორჩეული. თუმცა ფილმი ამართლებს მის შეგონებას, სადაც თავიდან ისე იწყება ყველაფერი რომ ჟოაკიმი არის ეროვნული გმირი - არადა როგორი გმირია ამას ბოლოს ვხვდებით. საბოლოო ჯამში 6.5/10-იდან.
21:00-ზე კი ნამდვილად შოკისმომგვრელი შეფასების მქონე ნამუშევარი ვნახე აზერბაიჯანიდან - ,,ბროწეულის ბაღი" - ფილმზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ ძალიან ლამაზი ფილმი, ძალიან გულზე მოსახვედრი (ჩვენ კავკასიელებს განსაკუთრებით) და ძალიან კარგი სიუჟეტი ასე რომ 7.5/10-იდან, ნამდვილად იმსახურებდა

დღეს, კვირას 12-იდან დავიწყე და აი ეხლა მოვედი

12:00-ზე რათქმაუნდა გენიალური ჰანეკეს ბოლო ნამუშევარი ,,Happy End" და მართლაც რომ ჰანეკესეული ჰეფი ენდი :დ ერთადერთი რეჟისორია დღეს მოქმედებს შორის რომელიც არ იცვლება, არ ნებდება, არ სუსტდება, იგივეს იღებს, იღებს სიგიჟეს და სრულ გამოთაყვენებას. ნუ ეს ფილმი უნდა ნახოთ 7.5/10-იდან, (მეტი იმიტომ არა რომ უკეთებიც ვიცით ჰენეკედან) უდავოდ! (თუმცა ვისაც ჰანეკე არ უყვარს შეიძლება დაიტანჯოს კიდეც)
14:00-ზე ნამეზე შევედი და წლის აღმოჩენა და #2-ე ფილმია წელს ჩემთვის ,,ჩემი ბედნიერი ოჯახის" შემდეგ ქართულებში. ძალიან რთულია ამ ფილმში ყველაფერი ზედმიწევნით გაიგო, მაშინ როდესაც კარგად არ იცი თუნდაც დასავლეთ საქართველოს მთის ტრადიციები და არამარტო. ფილმი მთლიანობაში არის იმდენად მრავლისმომცველი და კარგი რომ კომენტარები ზედმეტია. ძალიან ჩვეულებრივად 8/10-იდან.
16:00-ზე იტალიურ ჩამბრაზე ვიყავი (იუპიტერი მთვარე ბათუმში ვნახე ფესტივალზე და 6.5-ზე მეტი არ უკეთვნის არც ერთ ვარიანტში), და ჩამბრა საკმაოდ კარგი ნამუშევარი აღმოჩნდა, თუმცა ცალკე იტალიელებს რომ მაინც უჭირთ წელს რაიმეს თქმა ესეც ნათელია, რაიმე განსაკუთრებულის 7/10-დან.
19:00-ზე ,Call me by your name" -ით წლის გეიზმი გაგრძელდა, საკმაოდ ლამაზი ფილმით. არ ვარ არანაირად ჰომოფობი, უბრალოდ ესეთი ფილმების შეფასების დროს მაინც სუბიექტური ვარ. თუმცა ფილმი იმდენად ძლიერია რომ შეუძლებელია 7-ზე დაბალი სულ რომ ,,წინაპართა ძვლები" ტიპი იყო დაწერო.
21:00-ზე კი დელ ტოროს ნამუშევარი ვიხილე, რომელზეც იმას ვიტყვი რომ როგორც ფილმი შეკრულია (წყალი არ გაუვა :დ), ლამაზია, თვალს უხარია, საათზე არ დამიხედავს ისე დასრულდა, თუმცა ფილმი არ იწვევს არაფერ მძიმეს (ემოციურს) რასაც უნდა იწვევდეს რეალურად (კატა შემეცოდა მაგრად :დ). + ამას ამხელა შტატებში რით ვერ მოძებნეს რუსულის კარგად მცოდნე საზიზღარი აქცენტი რომ არ ჰქონოდა ყველას ეგეც არ ვიცი (რუსულ ეპიზოდებში). საბოლოო ჯამში 6.5/10-იდან. დაე Academy Awards-მა განსაჯოს, ვინაიდან ეს მანდ იქნება წელს.
მოკლედ მთლიანობაში საკმაოდ კარგი და დასამახსოვრებელი და ამავე დროს არსებობის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ფესტი გამოვიდა

იყო ძალიან ბევრი ლამაზი კადრები, ძალიან ბევრი აღმოჩენები, იყო ჯერ არნახული სექსები (ჰეტეროებს, ჰომოებს, ბიჭსა და ატამს შორის და ბოლოს ქალსა და ამოუცნობ არსებას შორის :დ), მოკლედ იმედია 2018 კიდევ უფრო მაგარი იქნება, წანასაიუბილეო ფესტივალი, რომელიც ესე ძალიან გვახარებს

მადლობა ყველა ორგანიზატორს, კიდევ ერთხელ! მიუხედავად იმისა რომ იყო ორგანიზაციული ხარვეზები, თან არაერთი, მაინც თქვენ ხართ ადამიანები
This post has been edited by madridman on 11 Dec 2017, 01:48
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again