
His ass ages like wine..

რვიანიც მაგრად მომწონდა / მომწონს, ვთვლიდი რომ საუკეთესოა, სადღაც 5-6-ჯერ ვუყურე და გავჭედე ისე დამევასა, მაგრამ ამას რომ ვადარებ - ეს უფრო მომწონს..
------------------------
ჰიპებს რაც შეეხება, მანდ მე მიკერძოება ვერ დავინახე.. ანუ კარგად არის გადმოცემული ჰიპებისადმი აგრესია ჩვეულებრივი ხალხის მხრიდანაც..
თუნდაც რიკ დალტონი რომ დაინახავს მანქანიდან და "Fucking Hippies"-ო იტყვის ან ქუჩაშI რომ გამოუვარდება, გააჯვით თქვე ბინძურო ღორებო
აქედან და სხვაგან მოწიეთ თქვენი აყროლებული პლანიო..
ტარანტინო გვანახებს რაღაც გაგებIთ ბურჟუაზიის დამოკიდებულებას ჰიპებისადმი და პირიქით.. ანუ აგრესიის მიზეზებს..
ორი სამყარო ეჯახება.. აქედან კონსუმერიზმისგან დაცლილი თავისუფალი ჰიპები და იქეთ რიკ დალტონის მსგავსი მომხვეჭელა ტიპები,
რომლებსაც არ ესმით ერთმანეთის და აგრესია აქვთ.. ორივე მხარე ერთმანეთს ბინძურ ღორებს და ფაშისტებს უწოდებს..
იგივე ლებოვსკიში როცა ეუბნება ის ###კაცა -> "Condolences, bums lost siiiiiir.. Do what your parents did, get a job siiiiir"

ნუ მერე ახლა იქ კლიფს უნდა ემოქმედა და სისხლიც დაიღვარა, მაგრამ მე მანდ შურისძიება ან ბოღმა ვერ დავინახე..

თან თუ კლიფი კონსერვატორი ამერიკელების სიმბოლოა და ატარებს "U.S As The World's Policeman"-ს სულს, შეგვიძლია კლიფის დაუნდობლობა
ჰიპებისადმი, გავაიგივოთ იმ პროცესებთან - რითაც რეალურად დასაჯა ამერიკამ მსგავსი ტიპის მოძრაობები და საბოლოოდ აქცია ისეთ ფენომენად,
რასაც დღევანდელი ჰიპსტერები შეგვიძლია დავარქვათ -> რომლებიც იმაზე დიდი კონსუმერები არიან, ვიდრე რიკ დალტონები იყვნენ ოდესმე..
მაგრამ ეს ახლა ამ ფილმის თემა არაა, უფრო ჩომსკი და ჰოვარდ ზინი და ა.შ..

პს ეს ფილმი პირველ რიგში ტარანტინოს ჰოლივუდზეა და შემდეგ სხვა დანარჩენზე.. კი ჰიპებს და ვიეტნამს და რაღაცეებს გვერდს ვერ აუვლიდა, როცა
60-ების გარემოში შევყავდით და მცდელობა ჰქონდა 60 წლის შემდეგ ჩვენც ბოლომდე შეგვეგრძნო მაშინდელი ყოველდღიურობა, მაგრამ ეს თემები მაინც განზეა
გაწეული და პოზიტივზეა მთელი ორიენტირი გაკეთებული.. ამიტომ მგონია რომ ჰიპებისადმი მისი დამოკიდებულება ან თუნდაც ბოღმა ცოტა გადაჭარბებულია..
პს2 მანდ აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ერთი მომენტიც -> კლიფი, როგორც გამქრალი ამერიკელი...
ეს ჰიპები ტრანსფორმირდნენ ჰიპსტერებად და ასე ვთქვათ "კონსუმერიზმის" გავლენის ქვეშ მოექცნენ..
რიკ დალტონები - რიკ დალტონებადვე დარჩნენ.. მაგრამ კლიფი, რომელიც არც ჰიპია და არც რიკ დალტონი, ეი არც კონსუმერია
და არც ვთქვათ ჰიპობაში ხედავს გამოსავალს, იმდენად თავისუფალია შინაგად და ბუნებრივად - დღეს გამქრალია საერთო სურათიდან, სურეალური პერსონაჟია 2020-ს ჭრილში..
ამიტომ ჰოლივუდთან ერთად, მე პირველ რიგში ვხედავ ტარანტინოს ნოსტალგიას - კლიფ booth-ს ფენომენთან მიმართებაში.. ამერიკა კლიფების / კოვბოების გარეშე
This post has been edited by DATOIA on 12 Dec 2019, 12:50