BellamyBeerLoverეხ,მეგობრებო...
დათარსვა ერთია და რეალობა მეორე.
ავატარს არაფერს ვერჩი ნამდვილად,მაგრამ ვინმეს ჯინაზე კი არ მინდა რომ გაუსწროს.
არამედ იმიტომ რომ ქომაგი ვარ,ასევე რეკორდები გასაუმჯობესებლად მყარდება.
ეგრე ქარწაღებულებს ვერასოდეს ვერ გაუსწრებს ვერავინ
კონკურენცია იზრდება დღითი დღე.
ფილმები,ათი ჯერ მხოლოდ წელიწადში გამოდიოდა,მერე თვეში,ახლა უკვე ყოველ კვირა მინიმუმ ხუთი ახალი ფილმი გამოდის,კონკურენციაც იზრდება.
როდესაც წლების წინ ჟანრში,კინოთეატრებისა და კინოების რაოდენობაში იზღუდებოდი,ახლა ფართო არჩევანია.
კინოში მისულს შეგიძლია კომედიაზე შეიჭრა,თრილერზე,ჰორორზე,ფენტეზიზე...ათასგვარი ჟანრია და მაყურებელთა გემოვნებაც სხვადასხვაგვარი.
როდესაც კინოში ორი ფილმი გადის მხოლოდ,ვთქვათ 10 მილიონი დოლარიდან უქმეებზე ამ ორ ფილმს შორის ნაწილდება,როდესაც ათი-ათს შორის.
ამიტომ რაც მეტად განვითარდება კინოინდუსტრია,ფილმები უზარმაზარი ფანბაზის შედეგად აკრეფენ მოსავალს,ინოვაციების შედეგად.
სხვა მხრივ კონკურენცია უსაზღვრო იქნება და ფილმის ჭარბი მოსავალი უფრო დაფასდება,და უფრო რთული გახდება სავარაუდოდ.
ეს ათწლეული და მორიგი ათწლეულიც ჟანრს პიკი აქვს,თანამედროვე ახალგაზრდობა ანაც თუნდაც ჩემი თაობა რომ ჯოხით ხელში იღოღიალებს,იმ დროის თინეიჯერებს შესაძლოა სრულიად სხვა ჟანრი აინტერესებდეს და კომიქსები და ფანტასტიკა მეორეხარისხოვან პლანზე იყოს გადაწეული.
ან ახალი,ინოვაციური ჟანრი ჩამოყალიბდეს,ანაც მივიწყებული აღორძინდეს.
ვინ იცის...
სრული 20 წელია მარველის დიიდზე დიდი ქომაგი ვარ.
თავიდან ეს შემოსავლები და მსგავსები წიხლზე მეკიდა.
მაგრამ სამომავლო გეგმებისთვის სწორედ ეგ გახდა დღესდღეობით ფუნდამენტი.
ამიტომ მსურს,მეტი მოსავლის მიღება.
როდესაც დიდ მოგებაზე გადიხარ,უფრო დიდი პერსპექტივების ამბიცია ჩნდება.
და ეს ამბიციური პროექტები შესაბამის ფინანსებს საჭიროებენ.
მაგალითად-მარადები,ერთობ ამბიციური პროექტია.
შესაბამისად კარგად ჩაუჯდებიან,ენდგეიმმა მარტო ამ ფილმის კი არა მთელი მეოთხე ფაზისთვის საჭირო მოსავალი მოიტანა უკვე.
* * *
უყურე შენ პირველ შურისმაძიებლებს...ინფლაციის პონტში ჯერ კიდევ პირველობენ.
ოთხი ფილმით მოხვეტილი 7 მილიარდი!
* * *
წინასწარი მონაცემებით აშშ-ში მესამე უქმეებზე ენდგეიმის ბილეთების გაყიდვათა რაოდენობამ უსასრულო ომის მესამე უქმეებისას აჯობა(62 მილიონი).
ანუ სადღაც 70 მილიონამდე აიღებს ალბათ.
მომდევნო უიქ-ენდზე კი ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი გრძელი(ხუთდღიანი) უიქენდი იქნება და მანდაც უნდა იჩაუქოს,ჯონ უიქი 17+ რეიტინგისაა და ახალგაზრდობა ისევ ამზე და პიკაჩიზე მიტანტალდება.
ნუ,ალადინიდან უკვე დაიხევს ნელ-ნელა უკან.
მაგრამ აშშ-ში 850 მილიონის პერსპექტივა(მინიმუმ) აქვს.
კამერონმაც მოგვილოცა-ტიტანიკი ჩამიძირეთ,ბოძებოვო.