B-E-R-Uმენ ოფ სტილზე კი წერია ზემოთ
რეჟისორული ბვს სამსაათიანი ღლეობააა.
მარტას გარდა რო პრობლემა არ ქონდეს რაღა უჭირს
32 გვერდზე კი დავუწერე რატო იუზერს
toka-765 და გადმოკოპირებაც მეზარება.
აი საშინელი ფილმია.ცუდად აწყობილი კონფლიქტებით,ქაუტური მონტაჟით და პლოტჰოლებით სავსე.
ვილიანის ოვერაქტინგზე და უაზრო მოტივაციაზე არაფერს ვამბობ.რა უნდა ლექს ლუტერს??
ან სუპერმენმა მენ ოფ სტილში ნახევარი ქალაქი გააჩანაგა და ბეტმენთან კონფლიტი აქ იმის თაობაზე ქალებით მოვაჭრე ნაძირლებს რატო დაღს ასვამ როცა მე ასი ათასობით უდანაშაულო ადამოანი მოვკალიო

ანუ ბეტმენს ეუბნება არ გააკეთო არაფერი შენ, დამნაშავეებმა იგულაონ მანამ სანამ მე ლოისთან აბაზანაში ვგორაობო..
ბეტმენი საუკეთესო დეტექტივი არც კი ცდილობს დაელაპარაკოს სუპერმენს და ეგრევე შეტევაზე მიდის დებილივით.არადა ორივე მხარე,დაჯექი ისაუბრე,ხელს არავინ გიშლის, მარა არაა რისთვის???
ნუ კაი გასაგებია თუ მაინც მოკვლა უნდა ბეტმენს და რკინის პრონციპები აქვს, მაგრამ ასე თუ იყო მარტამ შეუცვალა ბჯ მთელი მსოფლმხედველობა კაი რააააა.ანუ რახან მარტა ქვია დედამისს აღარ წარმოადგენს ესეიგი გლობალურ საფრთხეს.
კონფლიქტი ეწყობა ისეთ დეგენერატულ რამეზე რო სუპერმენმა ააფეთქა თურმე სასამართლოს პროცესისას შენობა. და ამის სჯერათ და კონფლიქტი იბადება(ფასეპალმ)
დაჟე საუკეთესო დეტექტივიც(ბეტმენი)იმდენად ლენჩია რო ვერ ფიქრობს რატო მივიდა სასამართლოოზე სუპსი თუ მაინც აფეთქებდა.ან რა ჯანდაბად უნდა სუპერმენს ასაფეთქებელი მოწყობილობა??? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება 10 წლის ბავშვმა დაწერა სცენარი.
და წარმოიდგინე ამ სირიზმზე იგება ფილმის მთავარი კონფლიქტი.
მაგრამ კიდე ბევრი პრობლემა აქვს ფილმს ამ ზემოთ აღნიშნულის გარდა.
რაშია საჭირო ლოისის სიუჟეტური ხაზიიიი???გლობალურად რაზე მოქმედებს????თუ ტყუილად არ ამძიმებს ფილმს???
აღარ ვამბობ იმაზე რა ცუდადაა დაჭრილი ფილმი
სუპერმენის დედასთან მისწრება ბეტმენს შეუძლია, მაგრამ თვითონ სუპსს არანაირად,მაშინ როცა წამში ხვდება სად არის ლოისი და წამის მეასედში შენობიდან ჩამობარდნილს იჭერს,ვერ ხვდება სადაა დედამისი და არც ცდილობს წამში გადაარჩინოს.
და ამდენ სისულელეს აკეთებენ იმიტომ რო მიგვიყვანონ კარგად გაკეთებულ ბრძოლამდე,რომელიც 15 წუთიც არ გრძელდება
და ფილმში რომელსაც ქვია ბ ვ ს.ამ ორი გმირის ბრძოლაა 10 წუთი.10 წუთი კარრლლლ
* * *
toka-765არა ენდგეიმში მომწონს ბევრუ რამე მაგრამ მაგ მზეობებს არც მე ვამართლებ.რაც დაგავიწყდა კიდე.თანოსი გააბანძეს როგორც პერსონაჟი.
ეგრე ყველამ იცის რო მთავარი გმირი არ მოკვდება მაგრამ მერე რა,ფილმებს არ უნდა ვუყუროთ??
არა.დაძაბულობა უნდა იყოს.კინოს კანონია ეს.თუ დაძაბულობა არაა ექშონში რატო უნდა უყურო ამ ექშონს.რკინის კაცის ენერგიის გამოცლა იცი რო შეიძლება მოხდეს.არის ამის მცირედი შესაძლებლობა და ამ მახასიათებლების გამო გულშემატკივრობ.
აი სუპერმენს კიდე ფეხებს ვერ მოჭამენ რაც არ უნდა ურტყან.ეგრევე ქრება დაძაბულობა.
ვერ დავიჯერებ რო ვერ მიხვდი რას გეუბნები
* * *
toka-765რაღაც პატარა შეცდომა ფილმში არაა პრობლემა.მაგრამ პერსონაჟის მოტივაციის სისუსტე პრობლემაა.ვილიანის მოტივაციის სისუტე პრობლემაა.დრამატურგიის არ ქონა და ცარიელი პერსონაჟი პრობლემაა და ესეთ რამეებს ვგულისხმობ.თორე ვინ იდგა კადრში მარჯვნივ,ან რატო არაა ყველაფერი ლოგიკურად მაგის პრეტენზია არ მაქვს.აი ზედაპირზე რაც დევს და თვალში გხვდება ეგაა ცუდი.თორე მსგავსი პრობლემა შინდლერის სიასაც შეიძლება ქონდეს.მაგრამ შენ სულ სხვა რამეზე აკეთებ აქცენტს, ჩემ პოსტში კიდე სხვა რაღაცეები წერია