ვუყურე და რადგანაც დიდი პოსტს ვწერ, არა მგონია სპოლერში ჩასმა იყოს საჭირო, იმიტომ, რომ ამხელა პოსტს ვინ წაიკითხავს

წიგნის დასპოლერება იქნება ისე
ადრე აღვნიშნე, რომ წაკითხული მაქვს მხოლოდ ორი წიგნი კერძოდ დიუნი და დიუნის მესია.
ჰოდა, რადგანაც ეს ფილმი ჯერ სხვა ნაწილებზე არ გადასულა, ობიექტურად შეფასების საშუალება მაქვს.
სანამ ვუყურებდი მეორე ნაწილს, სწორედ ეგ წიგნები გადავიკითხე და თუ ადრე დიდად არ მომეწონა, ხელახლა წაკითხვის შემდეგ ცოტა უფრო პოზიტიური ემოციები დამრჩა.
რა შეიძლება ითქვას წიგნებზე. ჯერ დიუნით დავიწყებ: ჰერბეტმა მაგარი სამყარო შექმნა, სადაც ჩააქსოვა მთელი კაცობრიობის ისტორია, განსაკუთრებით ბიზანტიის და ძველი რომის ისტორიიდან აიღო ბევრი რამე; ასევე აღნიშვნის ღირსია ეკოლოგიის თემა და რელიგიის და სწორედ ამ უკანასკნელს ეთმობა დიდი დრო წიგნში. კარგად აჩვენა, რელიგიას როგორ იყენებენ ესა თუ ის მმართველი ელიტა და ასევე რელიგიური და პოლიტიკური ფიგურების კერპებად ქცევა როგორ ხდება. რა თქმა უნდა, წიგნი არ არის საბავშვო, როგორც ზოგიერთი ფორუმელი ამტკიცებდა- პირიქით ძალიან ღრმა ფილოსოფიურ-რელიგიური თემებია განხილული, ასევე თვითგადარჩენის საკითხიც არ რჩება ყურადღების მიღმა, ხოლო პოლის პერსონაჟი განასახიერებს, როგორც ყველა რელიგურ ლიდერს, ასევე პოლიტიკურს და ბედთან მებრძოლ ადამიანს, რომელიც ბერძნული ტრაგედიებიდან არის გაცოცხლებული.
მოკლედ, ამ მხრივ ყველაფერი კარგად აქვს ჰერბერტს, მაგრამ მხატვრული ტექნიკით და პერსონაჟების სახეების კარგად შექმნაში ძალიან მოიკოჭლებდა ჩვენი ჰერბერტი. ცოტა უკეთესი მწერალი რომ ყოფილიყო, უდიდეს შედევრს მივიღებდით, მაგრამ, სამწუხაროდ არ იყო.
წიგნს რომ კითხულობ ისეთ განცდას ტოვებს, რომ ყველა გმირი პლასტელინით არის გაკეთებული და არანაირ ემპათიას, ემოციურ კავშირს და ა.შ. არ იწვევს მკითხველში. მე პირადად ისეთი განცდა დამრჩა, რომ თითქოს ყველა გმირი ისეთი დეპრესიული და უმოტივაციო იყო, ხმამაღლა ყვიროდნენ ნეტავ როდის დასრულდება ჩემი პერსონაჟის ისტორია რომ გავაჯვათ წიგნიდან და დავისვენოთო.
ზოგიერთი მომენტები წიგნში და გმირების ქმედებები ისეთი არადამაჯერებელია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
დიუნის მესია, რომელსაც ცუდი შეფასება აქვს ფანებში ძალიან მოსაწყენი წიგნია.
ცუდი შეფასება პოლის გამო აქვს, რადგან ჰერბერტმა სპეციალურად სცადა პოლის გაბანძება და მაგით ჩვენება თუ როგორ ###ები არიან ესა თუ ის ლიდერი და მათთვის თავის გაწირვა და გაყოლა, ასევე რამხელა ###ობაა.
ნუ, საკუთარ დასთან რომ სურთ შეაჯვარონ ეგ ცალკე პრიკოლია :დ
ნუ, ასევე პირველ ნაწილში პოლის და რომ ბრიდავს ვლადიმერ ჰარკონერს, ისე არის გაკეთებული მიმიქარავს ბოლივუდი.
დიუნის მესიაში მხოლოდ ფინალია ემოციური და ერთადერთი მომენტი, როდესაც პოლი გეცოდება და თანაუგრძნობ.
ნუ, ფინალში რომ პოლი ოიდიპოს მოგვაგონებს, ეგ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.
ახლა რაც შეეხება ფილს- რა თქმა უნდა მინუსები აქვს ფილმს კერძოდ, მე დამაკლდა უდაბნოს ლამაზი კადრები და საბრძოლო სცენებიც არ იყო განსაკუთრებული; ასევე ჰაკორნების ზედმეტად მანიაკებად, გიჟებათ და ბანალურად ცუდ ბიჭებათ წარმორჩენა, არადა წიგნში არ არის ეგრე, ჩვეულებრივ დიდგვაროვნების ოჯახია თავიანთი ამბიციებით... არც ფეიდ რაუთა მანიაკი- ფსიქოპატი, პირიქით საკმაოდ ნორმალური ტიპია იმის გათვალისწინებით თუ რომელ გვარს წარმოადგენს.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ბრავო ვილნევს! მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ადაპტაცია წიგნის.
თავიდან კი მეგონა ტიპიური ჰოლივუდური ექშენ ფილმი, მაგრამ არ აღმოჩნდა ეგეთი.
პოლი განსაკუთრებით მაგრათ ჰყავს დამუშავებული და ფილმის პოლი ძალიან მაღლა დგას წიგნის პოლზე.
მესია, რომელიც ცდილობს პატიოსნად ითამაშოს და რაც შეიძლება ნაკლები სისხლი დაღვაროს. ებრძვის საკუთარ ბედს და უნდა უარი თქვას ღმერთობაზე და ყოველგვარი რელიგიური ფანატიზმის გარეშე მიაღწიოს საწადელს, მაგრამ არაფერი გამოდის.
ბრწყინვალედ არის პოლის ბრძოლა საკუთარ თავთან და ტრანსფორმაცია ნაჩვენები, ოღონდ ბოლოს ესეთ ლიდერად ქცევა ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ მგონი ყველაფერს მე-3 ნაწილში აეხდება ფარდა.
ლედი ჯესიკამ კი დაკარგა თავისი სექსუალურობა და რაღაცნაირ ბებრუხანად იქცა, მაგრამ მაგის გამო ფილმის დაწუნება, სისულელეა.
აი, რაც შეეხება მის როლს- წიგნში არ არის ნაჩვენები პოლის მთლიანი გზა, ანუ ფრიმენებთან როგორ ხდებოდა მესია და ლიდერი, ამიტომ ესეთი ისტორია რაც ვილნევმა შემოგვთავაზა სულაც არ იყო ცუდი და წიგნის დაჯმა.
ჩანის და მისი დაქალის და ზოგიერთი ფრიმენის სკეპტიციზმი და ფრიმენების აზრთა გაყოფა მესიას როლთან დაკავშირებით სულაც არ იყო ### იდია და ნორმალურად იყო გაშლილი. ჩანი წიგნშიც უტყნავს ტვინს პოლს და ბოლომდე მოურჯულებელ უდაბნოს ვარდად რჩება.
ფინალის შეცვლა და პოლის მიერ ბარონის მკვლელობა გაცილებით კარგი და სწორი იყო, ვიდრე წიგნში არის გაკეთებული, როდესაც პოლის და ბრიდავს ბაბუას, ისე თითქოს ბოლივუდური ფილმი იყო. კიდე რაღაც დეტალები არის შეცვლილი, მაგრამ ისეთი, არაფერი აი ძაან ###ობა ქნაო რომ იტყვიან ხოლმე სხვადასხვა წინების ადაპტაციაზე.
ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ტიმოთი შალამეს თამაში. მაგარი პოლის სახე გვაჩუქა, რომელიც გულგრილს არ გტოვებს.
ზენდაია ცოტა გამაღიზიანებელია, მაგრამ ძალიან ამლაშებსო ვერ იტყვი.
სხვებიც კარგად თამაშობენ, ოღონდ პრინცესა იულანდა ზედმეტად მახინჯია მგონი
მოკლედ, მეტი რა უნდა გინდოდეს ამ ფილმიდან ?
ფილმი არ არის ტიპიური ჰოლივუდური ბლოკბასტერი, პირიქით ღრმა ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ-რელიგური თემებით არის გაჯერებული; მსახიობები კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით კარგია, როგორც აღვნიშნე ტიმოთი პოლის როლში, საუნდრეკები მაგარია, ატმოსფერო არის, უდაბნოს და არაბების ვაიბი მოდის, ლამაზი კადრები არის და მეტს რას ითხოვს ზოგიერთი ვისაც არ მოეწონა, არ ვიცი, სიმართლე რომ ვთქვა, თან პოლიტკორექტულობაც იდალურად არის, ანუ არაა ეს გეები და შავი ხალხის ბოგინი ფილმში.
მეტი ამ წიგნიდან არ გამოვა უკეთესი.
ახლა ნავიგატორების გილდია რომ არ არის ფილმში და სარდაუკარებს დიდი დრო არ აქვს დათმობილი და ბარონი პოლმა მოკლა და არა მისმა დამ და ეგ დაც არ არის დაბადებული წიგნისგან განსხვავები, ასეთი რაღაცების გამო ფილმს ხაზი გადაუსვა არის უსამართლობა.
მაგარი კინოა, მართლა არ ველოდი.
ჩემი აზრით ვილნევი კარგი რეჟისორია.
ნუ რაღაც სუპერ განსაკუთრებული არაა, მაგრამ მისი ნიჭის არ დანახვა და ###ების კამანდაში დაყენება, რბილად რომ ვთქვათ, ###ობაა და მეტი არაფერი.
ერთი ის ხანძარი რომ არ ჰქონდეს გადაღებული, კარგი იქნებოდა.
ახლა მესამე ნაწილის მეშიანი არ გააფუჭონ, რადგან მანდ ძალიან დიდი მასალა აქვთ ფემინისტური კვერცხობა დადონ.
დიუნის მესია ისეთი წიგნია მაგასაც თუ გაართვა თავი ვილნევმა და კაცი ეგ ყოფილა ძმაო.
კარგია, რომ კინოხელოვნება ჰოლივუდში ბოლომდე არ მომკვდარა და კომერციული ფილმებიც შეიძლება იყოს კარგი.
მართლა გამიხარდა ეგ ამბავი და ძალიან ვისიამოვნე ფილმით.