#48623843 · 20 Aug 2016, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ , გვყავს Mercedes-Benz S 280 W 126 , ორი წელია , რაც ეს მანქანა ჩემს ხელშია, ლამის 40 000 კმ გავიარე, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შემიმჩნევია სამუხრუჭე სისტემაში. ამასწინათ გურიიდან მოვდიოდი კახეთში, და ყვარელს რომ მოვუახლოვდი, დამუხრუჭების მცდელობისას, სამუხრუჭე პედალი ქვასავით გამაგრებული დამხვდა, მხოლოდ ძლიერად ფეხის ჩარტყმისას გაეშვა და დაამუხრუჭა მანქანა. ამის მერეც უპრობლემოდ მუშაობს რამდენჯერაც ვცადე. რისი ბრალი შეიძლება იყოს? აგრეთვე მაინტერესებს ამ მოდელზე აბეესის აღდგენა თუ არის შესაძლებელი და რა დაჯდებოდა? მე მგონი არ უნდა მუშაობდეს
|