marika777marikaრა პრობლემა აქვს შენ ხოჭოს?
ჩემ სექსიკოსაც ქონდა პრობლემა, კერძოდ,
უკანა ხედვის ცელულოიდის ჩაკერება მჭირდებოდა რადგან
დაზიანებული უკანა ხედვის მინით ვიყიდე..
ვიპოვე მკერავი სომხები მაგრამ 250 ლარზე ნაკლებს არავინ არ
იძახდა. შედიოდა მოხსნა, შეკერვა, მასალა და დაყენება.
ავდექი და მოვხსენი ჩემით, მე და ჩემმა მეგობარმა მოვხსენით.
ჩემი ტენტი ხელით გადადის და გადმოდის. ეს მკერავები (უმეტესობა ანუ)
უნდა ადგე და ედიკას დროში დააბრუნო ყველა, მუხლებს რო უხვრიტავდენ
ხალხს..
აი 20-30 ლარის პუჭურა სამუშაოები ყოველთვის აქვთ და შენ რომ
ადამიანს ესეიგი გიჭირს და გჭირდება, ეგრევე გარტყმაზე გეუნებიან ფასს!
გადაიხდი, გადაიხდი არა და საქმე მაინც აქვს.. კაროჩე რააა!
ძლივს ვიპოვე ერთი დამპალი მკერავი, გამაწამა რასაც ქვია!
აფერისტი მაგარი.. 50 ლარად ჩაგიკერებო მითხრა და დავუტოვე..
1 კვირა მატარა 2 საათის საქმეზე.. ხოდა რავი, ეგ ტიპი მკერავია და
კაი მკერავია პრინციპში, მაგრამ მზად იყავით რომ ძაან გაგაწვალებთ..