აქ ხელოსნის ძებნაში, რომელიც ამ ბალაგანში რათქმაუნდა ვერ მოვნახე, ასეთი იდეა მომივიდა - ძალიან მარტივი და ძალიან მოსახერხებელია:
შევქმნათ ბაზა - ექსელის ფაილი (უკვე შევქმენი), ჩავწეროთ ხელოსნები თავისი მონაცემებით, ყველამ დავამატოთ ჩვენი ინფო და ძებნა ძალიან ადვილი გახდება.
ფაილში მოცემული იქნება შემდეგი მონაცემები:
პროფილი - რა სფეროშია, მაგ: ელექტრიკი, დვერშიკი, ყვერშიკი...
მარკა - თუ რამე სპეციფიურ მწარმოებლებზე მუშაობს, ასეთი ბევრია და ძირითადად ასეთი ხელოსნები არიან
სახელი...
ტელეფონი...
მისამართი - მაგ: ასტრა-დიღომი, უშბა, ელიავა...
ინტელექტი - ჭკვიანია, ლოთია მარა კარგია...
ფასი - მეძვირეა, მეიაფეა, ისე რა...
დრო - წელავს, შუსტრია...
რეკომენდატორი - სურვილისამებრ მიაწერთ თქვენ ნიკს, სახელს, გვარს... ანუ ვინც შეავსებს იმ ხელოსანზე ზემოთჩამოთვლილ ინფოს.
ბაზას ჩამოტვირთავთ, მოძებნით/დაამატებთ თქვენ ინფოს, ატვირთავთ და დალინკავთ, მაგალითად docs.google.com ზე
დავდებ პირველ ვარიანტს, თუ რამე შენიშვნები გექნებათ განვიხილოთ
იმედია ამყვებით...
https://docs.google.com/open?id=0BxZGNwVW5QZRdGcwUGpHRlFhTjgview mode ში ტექსტები არ ჩანს, უნდა გადმოიწერო...
This post has been edited by Wrong on 8 Jul 2012, 11:58