ჩამოვარდნილ ჭერს მხოლოდ აძრობა და თავიდან ახლის გაკეთება უნდა სხვა შანსი არაა კალხოზი გამოვა.
მეც იგივე მანქანაზე მინდა ჭერი გავაკრა ,ჭერი მე თვითონ მოვხსენი პატარა რესტავრაციაც გავაკეთე ეხლა მიდევს სახლში და ნაჭრის და წებოს ყიდვას ელოდება

. ფასებს რაც შეეხება ეხლა შენთვითონ იანგარიშე მე გეტყვი რა ღირს მასალები
გოლფ 3-ზე შენ დაგჭირდება 2 პაგონი მეტრი თუ ლუქიანია მაშინ 2.5
ნორმალური ნაჭერი (გუპკიანი მეორე მხრიდან) ღირს 1 მეტრა - 25 ლარი სამგორში . ძალიან კარგი ნაჭერი 1მეტრა 30ლარი +დაგჭირდება 10-12 ლარის წებო + დაგჭირდება პატარა ვალიკი + 1 დამხმარე ძალა და რათქმა უნდა ხელები

ხოდა რა გამოგვივიდა ეხლა რაც მასალა ჯდება მინიმუმი ვიანგარიშოთ დაუშვათ ლუქის გარეშეა შენი და 2 მეტრა გინდა
50 ლარი ნაჭერი, 10 ლარი წებო = 60 ლარი
ხელოსანი : დაამატებს ნაჭრის ღირებულების თანხას (აბა თავის ფასში ხომ არ გიანგარიშებს

) + დაამატებს ჭერის მოხსნის თანხას + დაამატებს ხელობის თანხას ხოდა რა გამოგვივიდა

სულ სულ მინიმუმ 150 ლარი ... რაც ადრე ვკითხე ხელოსანს და ვუთხარი 120 ლარად მაქვს თქო ფონტი შენ რამდენათ გააკრავ

ეგრევე ცივად მომიტრიალდა და წავიდა

PS: პატარა რჩევა (თუ ლუქიანია შენი) როცა ჭერს ჩამოხსნი ან ჩამოგიხსნიან დაითრიე 5 ლიტრიანი წყალი და დაასხმევინე ლუქის შუშის გარშემო შენ იჟექი შიგნით და ნახე რა ხდება .. თუ გაწვიმდა ესეიგი ჭერის აკრობა დროებით გადაიდება
This post has been edited by GOZILA on 15 Nov 2012, 01:29