ესეიგი, სამსახურისა და სხვა რიგი პრობლემების გამო ქალაქში ჩარჩენილმა, გადავწყვიტე რამე საქმით დავკავებულიყავი და გადავწყვიტე დისკების შეღებვა

ამ სამუშაოებს რათქმაუნდა სიამოვნებით გაჩვენებთ და პატარა ტუტორიალივით იდოს, იქნებ ვინმე ჩემნაირმა მოცლილმაც იკისროს მსგავსი რამ

ტაკ დავიწყებ იმით რა დამჭირდა ამ სამუშაოს გასაკეთებლად
1ლიტრი საღებავის მოსაშორებელი ხსნარი, შკურკა(120,320,600), რკინის ჯაგრისი, კბილის ჯაგრისი, ხელთათმანები, 100 გრამი შპაკლი, ჩვეულებრივი საოჯახო ჭურჭლის სარეცხი გუბკა/ჟელე, 400 გრამი გრუნტი, 400 გრამი საღებავი, 300 გრამი ლაკი
დისკების პირვანდელი სახე:

დისკების დაშკურკვა გადავწყვიტე ბოლომდე, ანუ საღებავის მოცლა ალუმინამდე... რადგან ძველ საღებავზე არ მინდოდა ახალლის დადება. იმის მერე რაც გავიგე რომ თბილისში ალუმინამდე მხოლოდ 1 ადგილას შკურკავდნენ დისკს და თითოში 40 ლარს ითხოვდნენ... გადავწყვიტე ამ საქმის ჩემს ბიძაშვილთან ერთად გაკეთება...
დავიწყეთ დისკების შკურკვა 120იანი შკურკით, მაგრამ რამოდენიმე საათის მუშაობის შემდეგ არც თუ ისე სახარბიელო შედეგის მიღწევის შემდეგ გავრისკე და წავუსვი საღებავის მოსაშორებელი ხსნარი....
რათქმა უნდა მეშინოდა მჟავას ალუმინიც არ დაეწვა მაგრამ ბოლოს როგორც იქნა შიგნითა მხარეს(დისკის გულზე) წავუსვი და რომ მიხვდი საფრთხე არ იყო, შევდექი წინა მხარესაც....
ესეც ფოტო "აჩოტი"



8-10 წუთის შემდეგ რკინის ჯაგრისით ეს დამწვარი საღებავი გადავფხიკეთ და მივიღეთ დაახლოებით ესეთი შედეგი


ამის შემდეგ დავიწყე ორივე დისკის ფორმების მოყვანა და დამუშავება

120იანი შკურკით...

შემდეგ 320იანით....

და 600იანით....
იგივე მეთოდით დამუშავდა მეორე დისკიც...


აქ დაგვაღამდა და დანარჩენს ხვალ გავაგრძელებთ და რეპორტსაც ხვალ დავდებ

იმედია თავს არ შეგაწყენთ

))
If you ride like there's no tomorrow, there won't be.
____________________________________________
The Pain You Feel Today, Will Be The Strength You Feel Tomorrow!