tiko1991მაგ მანქანას აქვს ჩვეულებრივი 4 სიჩქარიანი ავტომატი.
წიგნში უწერია ესეთი რაღაცა:
Genuine Nissan ATF or equivalent
Contact a Nissan dealership for more information regarding suitable fluids, including recommended brand(s) of DexronTM III/MerconTM
Automatic Transmission Fluid
ეს Genuine Nissan ATF-ში ზუსტად ვერ ვხვდები რას გულისხმობენ, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ეს არის Matic D, რომელიც იყიდება იამატოში და AmeriMotors-ში.
თუმცა მაინც გადავამოწმებდი სადმე.
მთლიანი სითხე არის 7.7 ლიტრი.
მე გირჩევ მთლიანი გამოცვლის მაგივრად შემდეგნაირად გამოცვალო.
მანქანა გაათბე და ქალაქში ესე 10 წუთი იარე, რომ კარობკის ზეთიც გათბეს.
მერე ჩამოღვარე კარობკიდან ზეთი, ოღონდ ისეთ კონტეინერში, რომ გაზომო რამდენი ჩამოვა.
რამდენიც ჩამოვა ზუსტად იმდენი ჩაამატე.
ნორმაზე არის თუ არა ეგ რომ შეამოწმო, აუცილებლად ზეთი უნდა იყოს კარგად გამთბარი:
დაქოქილზე P-დან გადაგაქვს ყველა პოზიციაში, თითოეულში აჩერებ 2 წამი და ისევ P-ში აბრუნებ.
დაქოქილზე ისევ შუპი ამოგაქვს, წმინდავ, ჩადებ და ისევ ამოიღებ. 2 მხარე აქვს Cold და Hot, ორივე მხარეზე ნორმაზე უნდა იყოს.
გამოცვლის მერე იარე ესე 5 წუთი ქალაქში და კიდე შეამოწმე. თუ ფერი არის მუქი ან დამწვარი სუნი აქვს ზეთს, სასურველია ჩამოღვრა+დამატება პროცედურა გაიმეორო.
მიმაგრებული სურათი