აუ ეგ ცოტა რთული ამბავია რა...ზუსტად ვერ დაადგენ...ეგ არც ისე მნიშვნელოვანი შეცდომაა. ინგლისური ვინც იცის კარგად ეცოდინება რა არის ნეიტრალური ბგერა ანუ ა და ე-ს შუაში (მაგ: man,can და ა.შ.) ის ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა მაგ ბგერას ბუნებრივად გამოთქვამს და სხვები,ჩემი დაკვირვებით ბრიტანეთში უფრო ა-ს ამბობენ, ამერიკაში ე-ს. იქიდან გამომდინარე,რომ მთელი მსოფლიო ძირითადად ამერიკულ ინგლისურს უბერავს (უფრო მარტივი და მოსახერხებელია და იმიტო), ჩათვალე რო სადაც ეჭვი შეგეპარება ა ვთქვა თუ ე-ო, 90% უნდა თქვა ე. ისე არი რაღაცეები რაც ენაში ძალიან გვაქვს გამჯდარი და იმის შეცვლა აღარ შეიძლება,სასაცილოდ ჟღერს. აი:
ვამბობთ- ვაშინგტონი, უნდა იყოს უოშინგთონი,
ვამბობთ-ლონდონი, უნდა იყოს ლანდანი.
ბარი ვაითი-ბერი უაითი.
არის ეგეთი გავრცელებულისახელი TODD ჩვენ ვამბობთ ტოდ-ს, მარა ეგენი გამოთქვამედ თად-ს.
ისე,ეს ამერიკელები მაგრად მაბნევენ ხოლმე, სადაც ო არი რუსებივით ა-ს კითხულობენ
OFF-ს გამოთქვამენ აF-ად, BODY-ს ბარი-დ,
ხო კიდე მაგრად დამაბნია ერთმა,რომელი შტატიდან ხარ თქო და სამჯერ გამამეორებინა ვერ ვხვდებოდი, თურმე კონექტიკუტიდან არი და მეუბნება ქონერიქათ-ო....
ეეეეუუუფ?! ეხლა შევხედე ეს რა სემინარი წამიკითხია ინგლისურზე?!

:lol;
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey