მოკლე ისტორია"ტოტენჰემ ჰოთსპური" ან უბრალოდ "სპურზი" (SPURS; ინგლისურად ნიშნავს დეზებს; გუნდს აქვს აგრეთვე მეორე მეტსახელი Lilywhites სათამაშო ფორმის გამო) არის ლონდონური გუნდი, რომელიც ამჟამად პრემიერლიგაში თამაშობს.
კლუბის დევიზი ლათინურია: Audere est Facere და ნიშნავს "იყო გაბედული ნიშნავს აკეთებდე" (To Dare is To Do).
"ტოტენჰემი" დაარსდა 1882 წელს და თავდაპირველად მას ერქვა Hotspur F.C. გუნდი დააარსეს "ოლ ჰელოუზ ჩარჩის" (All Hallows Church) გრამატიკის სკოლის მოსწავლეებმა. თვითონ სახელი Hotspur უკავშირდება ისტორიულ პიროვნებას, სერ ჰენრი პერსის (Sir Henry Percy - Sir Harry Hotspur). არსებობს ამავე სახელის მქონდე მეორე ლონდონური გუნდი London Hotspur, რომელსაც "ტოტენჰემთან" არაფერი აკავშირებს.
1888 წლიდან გუნდმა მოახერხა და საშიანო მატჩების ჩატარება "ნორთუმბერლენდ პარკში" (Northumberland Park) დაიწყო, ეს კი მაყურებლის მოზიდვას ნიშნავდა. იმხანად გუნდი პროფესიონალურ გუნდად არ ითვლებოდა, "ტოტენჰემელებმა" გადაწყვიტეს შეერთებოდნენ სამხრეთის ლიგას (Sounthern League), რომელიც "არსენალის" მოთავეობით იყო შექმნილი. 1895 წელს გუნდის საშინაო მატჩებმა 15 000 გულშემატკივრის დაინტერესება გამოიწვია. ჩარლზ რობერტსი (Charles Roberts) გახდა გუნდის პირველი თავმჯდომარე და 1943 წლამდე იყო აღნიშნულ პოსტზე.
1899 წელს გუნდმა საბოლოოდ იპოვა საშინაო მატჩების ჩასატარებელი ადგილი, ეს იყო ყოფილი მარკეტის ტერიტორია ლონდონის ერთ-ერთ უბან "ტოტენჰემში", უფრო ზუსტად კი "ჰაი როუდის" ქუჩაზე (High Road). ამ ადგილს კი იმ დროს "უაით ჰართ ლეინს" ეძახდნენ.
მაშინ ერთიანი საფეხბურთო ასოციაცია ინგლისში არ არსებობდა და მმართველი ორგანოები ჩრდილოეთად, სამხრეთად და ა.შ. იყვნენ დაყოფილნი. ჩრდილოეთში მომხდარი კონფლიქტის გამო ლივერპულის "ევერტონის" მოთამაშეები, ჯონ კამერონი (John Cameron) და ჯონ ბელი (John Bell) შეუერთდნენ "ტოტენჰემს" და გუნდმა მათი დახმარებით 1900 წელს სამხრეთის ლიგა მოიგო, შემდეგ წელს კი FA თასიც მიაყოლა და პირველი გუნდი გახდა ინგლისის ისტორიაში, რომელმაც ნონ-ლიგიდან მოიგო აღნიშნული თასი. "ტოტენჰემის" კაპიტანმა ჯეკ ჯოუნსმა (Jack Jones) აღმართა თასი, რომელიც დამშვენებული იყო ფერადი ლენტებით. ამ ფერადი ლენტებით თასი გაალამაზა "ტოტენჰემის" დირექტორ მორტონ კადმანის (Morton Cadman) მეუღლემ. სხვათაშორის თასზე ფერადი ლენტების მიმაგრება ტრადიციად იქცა და FA თასის (იგივე ასოციაციის თასი) გამარჯვებულებს ახლაც ლენტებით გალამაზებული თასები გადაეცემათ.
"ტოტენჰემმა" XX საუკუნეში პირველი დუბლი შეასრულა მსოფლიოს მასშტაბით - 1960/61 წლების სეზონში მათ მოიგეს პრემიერლიგა და FA თასი.
"ტოტენჰემი" არის პირველი ბრიტანული გუნდი, რომელმაც მოიგო ევროთასი - 1963 წელს მათ თასების მფლობელთ თასი მოიგეს
ტიტულები
FA თასი (8) - 1901, 1921, 1961, 1962, 1967, 1981, 1982, 1991
ლიგის თასი (League Cup) (4) - 1970/71, 1972/73, 1998/99, 2007/08
ქომიუნითი შილდი (Community Shield) (7) - 1920-21, 1951-52, 1961-62, 1962-63, 1967-68, 1981-82, 1991-92
ინგლისის ჩემპიონობა (2) - 1950-51, 1960-61
თასების მფლობელთა თასი (1) - 1963
UEFA-ს თასი (2) - 1972, 1984
დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი
გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი:
http://www.tottenhamhotspur.com/გუნდის გვერდი პრემიერლიგის ოფიციალურ საიტზე:
http://www.premierleague.com/page/tottenham-hotspur/