პარმას მიღწევები
UEFA Cup Winners' Cup
1992/93
UEFA Super Cup
1993
UEFA Cup
1994/95, 1998/99აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი UEFA Cup Winners' Cup1992/93
Final
Antwerp - Parma 1-3 მანამდე ნახევარფინალში
Semi-finals
Atlético 2-2 Parma (ag) 1-2 1-0
UEFA Super Cup 1993
Final
Parma 2-1 Milan მნიშვნელოვანია, რომ პარმა პირველ ტაიმს აგებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუტრიალა მილანს თამაში...
არ დაგავიწყდეთ, რა პერიოდთან გვაქვს საქმე, ეს ის მილანია, რომელმაც ზუსტად 1 წლის მერე ბარსელონა გაანადგურა.UEFA Cup 1994/95
Final
Parma 1-0 Juventus
Juventus 1-1 Parmaეს იყო ორ რაუნდიანი სასწაულად საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება, როდესაც პარმამ მიწასთან გაასწორა ბებერი ქალბატონი. არ ვიცი ვინმეს გახსოვთ თუ არა (იბერვიზია აჩვენებდა მაშინ ამ თამაშებს) რა სასწაულებს აკეთებდნენ ფაუსტინიო ასპრილია, დინო ბაჯო, მეკარე ლუკა ბუჩი (რომელიც სხვათაშორის ამჟამადაც ძირითადი მეკარეა)
იუვენტუსამდე პარმამ ლევერკუზენი გაანადგურა
Semi-finals
Leverkuzen 1-5 Parma 1-2, 0-3
UEFA Cup 1998\99
Final
Parma 3-0 Marseille ეს იყო პარმას ჯერჯერობით უკანასკნელი დიდი გამარჯვება...
მანამდე პარმამ ატლეტიკოს მოუგო
Semi-finals
Parma 5-2 Atletiko 2-1, 3-1
კიდევ უფრო მანამდე "მეოთხედფინალში" კი ბორდო გააცამტვერა...
Parma 7-2 Bordo 1-2, 6-0
პირველი წაგებული თამაშის მერე პარმამ 6-0 გაანადგურა ბორდო
1993\94 წლების სეზონში პარმამ კიდევ ერთი ფინალი ითამაშა, თუმცა მაშინ სამწუხაროდ დამარცხდა
UEFA Cup Winners' Cup
Final
Arsenal 1-0 Parma პარმას შემადგენლობა... ვის უთამაშია ამ გუნდში...ნუთუ ამ დონის ფეხბურთელები და სხვა და სხვა დროს მოღვაწე მწვრთნელები ევროპული დონის სუპერ კლუბების გარდა (მილანი, რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი, ინტერი...) რომელიმე სხვა გუნდს ყოლია როდისმე?...
ამ ადამიანების სახელები ამ თემაში დიდი ასოებით შესვლის იმსახურებენ!ჯანფრანკო ძოლა
Fაუსტინიო ასპრილია
დინო ბაჯო
ლუკა ბუჩი
ტომას ბროლინი
ხრისტო სტოიჩკოვი
ბენარივო
სენსინი
Fერნანდო კოუტო
ლილიან წიურამი
Fაბიო კანავარო
ჯან ლუიჯი ბუFონი
სებასტიან ვერონი
არიელ ორტეგა
ენრიკო კიეზა
ერნარ კრესპო
მატიას ალმეიდა
ადრიან მუტუ
ადრიანო
ალბერტო ჯილარდინო
დომენიკო მორFეო
მატეო Fერარი
დანიელე ბონერა
სებასტიან Fრეი
მწვრთნელებიარიგო საკი
ნევიო სკალა
კარლო ანჩელოტი
დანიელ პასარელა
ჩეზარე პრანდელი
და სულ რამდენიმე დღეა გუნდის მწვრთნელი გახდა ექტორ რაულ კუპერი!მე შეგახსენებთ, რომ პარმას წარმატებები დაკავშირებულია იტალიაში განთქმული
ტანცების ოჯახის მოღვაწეობასთან... უკანასკნელად ამ ოჯახიდან სტეფანო ტანცი მართავდა კლუბს, თუმცა იტალიური გიგანტის კონცერნ
parmalat-ის გაკოტრების შემდეგ ტანცები იძულებული გახდნენ წასულიყვნენ პარმადან.
პირადად მე პარმას გულშემატკივარი 1994 წლის გაზაფხულიდან ვარ... (მაშინ თასების თასის მეოთხედფინალური არაამქვეყნიურად ლამაზი საფეხბურთო სანახაობა ვნახე პარმას და აიაქსის მონაწილეობით, მართალია პარმა შემდეგ ფინალში დამარცხდა არსენალთან, თუმცა 1 წლის თავზე მან ჯერ იუვენტუსი გაანადგურა და უეფას თასი აიღო შემდეგ კი მილანიც მიაყოლა და სუფერ თასსაც დაეუფლა!)
ასე, რომ პარმას მიმართ უკვე 14 წლიანი სიყვარული მაკავშირებს (მაშინ როცა პირველად იბერვიზიაზე ვიხილე ეს გუნდი სულ რაღაც 13 წლის ბავშვი ვიყავი)არ დამავიწყდება სუპერ ოთხეულის ბუფონის, წიურამის, კანავაროს და კრესპოს ფიცი! როცა ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა კლუბის წინაშე ფიცი დადეს - არ წავიდოდნენ არცერთ სხვა გრანდში მანამ სანამ პარმა იტალის ჩემპიონი არ გახდებოდა, სამწუხაროდ ამ პერიოდში
parmalat-ი გაკოტრდა და თავად ტანცების თანხმობით ფეხბურთელებს აღარ შეუშალეს ხელი სხვა გუნდებში გადასვლაზე (მაშინ პარმას გულშემატკივრებმაც მორალური უფლება მისცეს ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლის)
აი ამ ყველაფრის მერე ჩემს უახლოეს მეგობრებსაც უკვირთ ხოლმე რატომ ვარ ესე მაგრად ამ გუნდზე შეყვარებული და რატომ ვერ ვცვლი მას ვერცერთ სხვა გუნდზე...
ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რომელ ადგილზე იქნება პარმა (და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ქუჩაზეც დადგება გაზახული)
ოდნავ მოგვიანებით დავდებ საკმაოდ საინტერესო სურათებსაც და გავიხსენებ კიდევ უფრო დეტალურად რა საოცრებებს აკეთებდა პარმა... This post has been edited by nika_144 on 20 Mar 2008, 18:21