ქართული ჭაჭაც დავამღერე ამერიკაში საახალწლოდ და
ჩელსის გამარჯვებაც ასე აღვნიშნე!
ეხლა მაგარი ბუხოი, ვარ და იმედია გამიგებთ დღევანდელი მატჩის გამოც მაგარ ხასიათზე ვარ და სიყვარულის ბუშტი თუ გამისკდა არ გაგიკვირდეთ!
თქვენ გენაცვალეთ ყველას (მიუხედავად ვისი ფანი ხართ), ვისაც ჩემსავით შეგიძლიათ ახალი წლის დღესაც
კი, 1 იანვარს ჩაუჯდეთ კომპიუტერს და ილაპარაკოთ ფეხბურთზე!
მაგრად მიყვარხართ ყველანი, არ გიცნობთ არცერთს მაგრამ, გეღუტუნეთ ე მაგ გაგებაში!
სკაუზერ გაუმარჯოს ლივერპულს - დიდი ისტორიის მქონე გუნდს (მემგონი მართლა დავთვერი

),
გუდმენ გაუმარჯოს იუვეს ანუ ბებერ ქლაბატონს,
D!NO და FANAT გაუმარჯოს მანიუს - კაი გუნდი იყო ერთ დროს ყოველ შემთხვევაში,
მაჯლაჯ და ნეო, გაუმარჯოს რეალს (თუნდაც იმიტომ რომ ბექჰემი და ოუენი ყავს)
ნესტა გაუმარჯოს ლაციოს - რომელსაც მართლა შავი დღეები უდგას დღეს
ჩემზე გაბრაზებულო (თუმცა ვერ ვხვდები რატომ) White - გაუმარჯოს კახა კალაძის და კრესპოს მილანს!
ვინმე ნაწყენი რომ არ დამრჩეს
გაუმარჯოს ფერენცვაროშის ფანებს
გაუმარჯოს ბელენენსეშის ფანებს
გაუმარჯოს წნორის მილანის ფანებს
გაუმარჯოს დურგარდენის ფანებს
გაუმარჯოს გიოტებორგის ფანებს
და გაუმარჯოს ყველას ვინც ფეხბურთს თამაშობს, ვისაც ფეხბურთის ესმის,
გაუმარჯოს იმათაც ვისაც ფეხბურთის არაფერი არ ესმით მაგრამ უბრალოდ სურვილი აქვთ
რომ ესმოდეთ
და ბოლოს ყველამ ერთად!
გაუმარჯოს ახალი 2005 წლის პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის და კიდევ რამოდენიმე პაჭაპუჭა თასების
მომგებ, ყველაზე ტექნიკურ, ყველაზე მოქნილ, ყველაზე სტაბილურ გუნდს
ლონდონის ჩელსის!
* * *
ალავერდი გუდმენასთან!