მოკლედ გაურკვევლობაში ვარ.
კმაყოფილიც ვარ შედეგით, მაგრამ გუშინდელი თამაშით ნამ,დვილად მეტს ვიმსახურებდით.
მოკლედ ვისაუბრებ ზოგიერთ დეტალზე:
მეკარეები:ეს იყო ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი. ვალდესმა კანისარესზე გაცილებით უკეთესად ითამაშა. თითო გოლი მთლიანად მეკარეების კისერზეა, თუმცა ვალდესის შემთხვევაში დავიდმაც ფენომენალურად ითამაშა. გარდა ამისა, ვალდესმა პირველ ტაიმში მკვდარი ბურთი აუღო პაბლიტოს ჩაწოდების შემდეგ რუფეტეს. ისიც არ დაივიწყოთ, რომმეორე ტაიმში ვისენტეს კლაუზნიკური მიწიდან ასხლეტილი ბურთიც აიღო. კანისარესსაც ჰქონდა ერთი-ორი გაბრწყინება ჟიულის ეპიზოდებში, თუმცა პირველ ტაიმში ისეთ ლაფსუსებს უშვებდა, ტქვენი არ იყოს და მეც ვიფიქრე ემანდ რამე არ აიკიდოსო და ...
დაცვა:ფაბიო აურელიო უფრო შეტევაზე იყო დაგეშილი და ჩავის (თუ ხავის) არაერთხელ გაუშრო სისხლი, თუმცა დაცვაში დასახმარებლად ჩამოსვლას აგვიანებდა ხანდახან მიუხედავად მისი მაღალი სისწრაფისა.
აიალაც საიმედოდ თამაშობდა. მეორე სართულზე არავის ახარებდა. თუმცა პირველი გოლისასმთელს დაცვასთან ერთად პოზიციურად შეცდა. ეგ იყო ვალენსიას დაცვის ერთადერთი შეცდომა.
მარჩენა კარგი იყო. ისედაც სუსტ ფორმაში მყოფ რონალდინიოს გასაქანი არ მისცა.
მორეტი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა ჩემი აზრით ვილასთან ერთად. არცერთი ეპიზოდი არ დათმო მეორე სართულზე და ჟიულისაც საიმედოდ აჩერებდა, გაშვებულ გოლში მისი ბრალი მინიმალურია.
კანეირამ მისთვის უჩვეულოდ ისე ჩაკეტა თავისი ფრთა, რომ იქედან ვალენსიას კარებს მინიმალური ხიფათიც კი არ შექმნია და სწორედ მის გამო ბარსამ მთელი იმედი ჟიულიზე და მარჯვენა ფრთაზე გადაიტანა.
ნახევარდაცვა:ალბელდამ როგორც ყოველთვის კარგად იკაპიტნა. სადაც საჭირო იყო მსაჯთანაც კამათობდა. სადაც საჭირო იყო წვრილ-წვრილ ფოლებსაც იკიდებდა. კარგ პასებსაც ჭრიდა წინ.
ვისენტე ნელნელა იბრუნებს თავის ძველ ფორმას, როცა ნებისმიერი მეტოქის მოტყუება შეეძლო ნებისმიერ სიტუაციაში. სისწრაფეში აშკარად მოუმატა უკვე, თუმცა გუშინ ის ვისენტე მაინც ვერ იყო ჩვენ რომ ვართ მიჩვეული. ერთხელ ძალიან კარგად დაარტყა კარში, თუმცა ვალდესმა კაი ბურთი აუღო.
რუფეტე წელს სასიამოვნოდ გვაკვირვებს. ბებერი ხარის რქები ხნავენ

ვალდესის სასწაულებრივი რეაქცია რომ არა წელს კიდევ ერთ ბურთს ჩაიწერდა აქტივში. ერთადერთი ის არის, რომ ბურთს ხშირად კარგავდა. სისწრაფეში ძველებურად ჯეელი ვეღარ არის, მაგრამ მაინც ცდილობს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მოწინააღმდეგის მოტყუებას, თუმცა ეს ხშირად არ გამოსდის.
პაბლიტო საკუთარ თავს არ ჰგავდა. მართალია ბურთი უაზროდ არ დაუკარგავს, ამ მატჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასი (პასები) გააკეთა, მაგრამ მან უნდა იცოდეს რომ აიმარია და ყველა თამაშში უბრალოდ კარგ თამაშზე მეტი მოეთხოვება. არა უშავს მომავალშიგაითვლისწინებს
თავდასხმა:ვილამ გუშინ კლასიკა აჩვენა. აჩვენა, რომ ფორვარდმა სიმულანტობის და უაზრო ხელების შლის მაგივრად ბოლომდე უნდა იბრძოლოს და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. პოზიციის შერჩევისას ეს ბიჭი იდეალურია, უბრალოდ ცოტა სიმაღლე არ უწყობს ხელს, თორემ მეგავარსკვლავობაზეც გააკეთებდა განაცხადს. პენალტი იყო 100% საგოლე მომენტი და წესების დარღვევა რომ არა მაინც ძალიან დიდი იყო ალბათობა, რომ გაიტანდა. რაც შეეხება ზოგიერთის სიტყვებს, რომ პენალტის გატანა ნაკლებად პატივსაცემია, ამაზე უბრალოდ შემიძლია კარგად გადავიხარხარო და გუდმენას სმაილიკიც ჩავუსვა

მეორე გოლსაც მთლად ვალდესს ნუ აჰკიდეთ. ეგ გოლი ვილასია და არა ვალდესის. კაცმა ბოლომდე იბრტძოლა, არ დაუთმო, შეარჩია კაი პოზიცია და ისე დაამცირა ბარსა, რომ ტრაკით გაუტანა ბურთი

იმედია სიტყვა ტრაკი ვორნით არ ისჯება
შეცვლაზე შემოსულები:უგო ვიანა ტყუილა გვიკრიტიკებია თურმე არენდის დროს. გამოვიდა კაცი და ბოლომდე ვაჟკაცურად დაიხარჯა. კაი საყრდენია და კუთხურებისას და ორთაბრძოლებისას საიმედოა. ის არის რომ პასი უჭირს ცოტა.
მისტას და დი ვაიოს რაც შეეხებათ იმედი გამიცრუეს. არაფერი ღირეული არ შეუქმნიათ.
მწვრთნელი:კიკე თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო და უფრო გვაკვირვებს. გუშინდელ დაცვას 100ბალიანი შკალით 90-ით შევაფასებდი და ასე თუ გააგრძელა მალე ასიანიც იყოს შეიძლება

ძალიან კაი შეცვლა იყო აურელიო -> ვიანა, ნამდვილად შეცვალა თამაშის სურათი. გუნდი დაცვიდან შეტევაშიც ორგანიზებულად გადადიოდა და პირიქითაც.
თამაში:ნამდვილად არ იყო ლა ლიგას დონის. ამ გუნდებს უკეთესი თამაში მოეთხოვებათ, განსაკუთრებით ვალენსიას.
ისე თამაშს დაგავორნის სუნიც უდიოდა, თუმცა ამაზე აქცენტს არ გავაკეთებ
მსაჯი:მეხუტო გონსალესმა ნორმალური მატჩი ჩაატარა, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც ორივე გუნდის მიმართ ცდებოდა, თუმცა ამ შეცდომებს მატჩის მსვლელობაზე გავლენა არ მოუხდენიათ
მზეს კომენტატორი:

ესეც დავიდის გოლები:
http://www.valenciacf.es/vr/Goles/20050921...L-VILLA-1-1.wmvhttp://www.valenciacf.es/vr/Goles/20050921...L-VILLA-2-1.wmvთავს უფლებას მივცემ და ფეხბურთელებს ათბალიანი შკალით შევაფასებ:
სანტი 6
ფაბიო 7
აიალა 7
მარჩენა 7
მორეტი 8
კანეირა 7.5
ალბელდა 7
ვისენტე 7.5
რუფეტე 6.5
აიმარი 6.5
ვილა 9
ვიანა 7
მისტა შ.გ.
დი ვაიო შ.გ.
This post has been edited by Valensieli on 22 Sep 2005, 14:38