გთავაზობთ ჩემს მოსაზრებებს ბაიერნის ფეხბურთელებთან დაკავშირებით

ოლივერ კანი - საქმე დიდად არაფერი ჰქონია, მაგრამ მაინც კარგად უნდა შევაფასოთ მისი მოგერიებული ერთი ”მკვდარი” ბურთი, რომელიც ემერსონმა დაარტყა
ვილი სანიოლი - თავისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა კარიერის მანძილზე, დაცვაშიც კარგი იყო და შეტევასაც მშვენივრად ეხმარებოდა
ლუსიო - გრძელი ფეხები აქვს

ისმაელი - არც მას აქვს ნაკლები სიგრძის (ფეხები)

მთლიანობაში ორივე ცენტრალურმა მცველმა კარგად გაართვა თავი დავალებას
ბიშენტე ლიზარაზუ - შეფასების გარეშე, არც არაფერი გაუკეთებია და არც გაუფუჭებია, უბრალოდ ეტყობა ვერ მოასწრო

ბასტიან შვაინშტაიგერი - აშკარად გამოდგა დაცვაში, რაც მის უნივერსალობაზე მეტყველებს
მარტინ დემიკელისი - საიმედოდ გამოიყურებოდა და საჭირო დროს გოლიც გაიტანა, მოკლედ ივარგა
სებასტიან დაისლერი - საკუთარ თავში არაა დარწმუნებული, გოლის გატანის შემდეგაც ბევრჯერ შეცდა
ზე რობერტო - თამაშის ბოლოს ემერსონზე დაჯარიმდა ბევრჯერ, ისე ნორმალურად იასპარეზა, მარა დიდი ვერაფერი
მიხაელ ბალაკი - ძალიან უფერულად ითამაშა, თუმც ”შავ” სამუშაოს ნორმალურად გაართვა თავი
როი მაკააი - მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო, ცდა არ დაუკლია, მარა დემეტრაძის არ იყოს, სულ ოფსაიდში იყო
როკე სანტა კრუსი - ძალიან ბევრი იშრომა და იბრძოლა, ერთ გოლს იმსახურებდა ნაღდად
მეჰმეთ შოლი - ვერაფრის გაკეთება მოახერხა დროის სიმწირის გამო, თუმც მისი სახე შეგეცოდებოდა იბრაჰიმოვიჩის გოლის შემდეგ, მარჯვენა ძელთან რომ ატუზულიყო

მთლიანობაში საღოლ ბიჭებო, ეგრე გააგრძელეთ, წინ ტურინი და დაბოღმილი ზოლებიანი მაკარონები გველოდებიან !!!

))) 88