ძმებო (დებოც თუ ასეთები ხართ აქ), ორი დღეა ემოციებში ჩაძირული ვიყავი და სუფთა ქართულად ავღნიშნე (ვსვამდი

). ეს რა იყო?! გადარეული ვარ! მაგრები არიან! მხეცები (განსაკუთრებით ტევესი გავს ვიზუალურად მხეცს)! ნადირები! გიჟები! ელ Fანტასტიკოები!
კაფეში "მსოფლიო სპორტი" ვუყურე თამაშს, თუმცა კი არ ვუყურე, ასე მეგონა ეკრანში ვიყავი შევარდნილი. ემოციისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ვღრიალებდი, ვმღეროდი, ვყვიროდი, ვიცინოდი, ვხარხარებდი, ვსვამდი და უზომოდ, უზომოდ მიხაროდა. მიხაროდა ჩემი გუნდის ასეთი თამაში, რომელსაც დიდი ხანია ველოდი, რომლის პატარ-პატარა გამოვლინებებიც შესარჩევ ჯგუფში ბრაზილიასთან 3:1 მოგებაში ჩანდა, მანამდე კიდევ ხოსეს ახალგაზრდა გუნდების მსოფლიო ჩემპიონობებში.
დღემდე აფორიაქებული ვარ. ვერ ვისვენებ. მეშინია, რომ თავში არ აუვარდეთ ბიჭებს. ჯერ ხომ მთლად ბაღნები არიან (ერთი-ორის გამოკლებით).
მიდით ბიჭებო! Vamos, Vamooooooooooos ARGENTINA! Vamooos!