ORIONIგეთანხმები..
----------------------------------------
გუშინ იუვე-მილანის ფინალს ვუყურებდი..
და ბევრი ვიტირე.. მაგრამ ამჯერად წაგება არ ყოფილა ამის მიზეზი..
გამახსენდა ძველი ალესანდრო.. ძველი გაუტეხელი, მებროძოლი ალე..
ცუდად ჟღერს "შეცოდება", მაგრამ რაღაც მთელი გულით
მეცოდება, მენანება ალესანდროს გაშვება ფეხბურთიდან..
ასეთი შტაბეჭდილება მრჩება, შეიძლება სასაცილოც იყოს
ეს ყოველივე, შეიძლება ბავშვურად ჟღედეს, მარა ასე მგონია :
ყველა ხედავს მათ შორის თვითონაც რომ რაც არ უნდა
მოინდომოს ვეღარ თამაშობს ისე ძველებურად..

ძველი ალედან 10%-იც არ დარჩა.. ცდილობს ყველანაირად
ისევ ის ძველი ალე დააბრუნოს, მაგრამ არ გამოსდის..
სამართალი რომ იყოს ალბათ ასეთი ფეხბურთელები მუდამ უნდა თამაშობდნენ
ფეხბურთს, იმ ფეხბურთს რომელსაც გულშემატკივარი ასე ელის..
ასე იმედის თვალით შევყურებთ ალეს ყოველ გამოსვლას სტადიონზე
თვითონაც იცის რომ გულშემატკივარი მას არასდროს მიატოვებს
და ცდილობს, ყველაფერს აკეთებს რომ დაბრუნდეს..
მაგრამ ალბათ ასაკის ბრალია.. მისთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან ძნელი გადასატანია
ის რომ ალე მალე ფეხბურთიდან წავა, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს
ის იუვესთვის მაინც დიდი ძაალასა და იმედს წარმოადგენს,
მისი შემართება გულშემატკივარზე გადმოდიოდა..
ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა თავისი საყვარელი კლუბისთვის
რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს
მაგრამ აღარ შეუძლია, ფიზიკური მონაცემები ამის საშუალებას არ აძლევს..
ეს ფიქრი იმის შემდეგ შემომაწვა როდესაც ალესანდრომ ბოლონიასთან ბურთს ფეხი ააცილა,
როდესაც მის სახე აჩვენეს ამ ინციდენტის შემდეგ
ვერ აგიღწერთ რა ვიგრძენი, ხოლო თვალებიდან უეცრად ცრემლი წამომივიდა..
მის თვლებში რაღაც სხვა იდო.. ალბათ მისთვისაც ძნელია ამ ყველაფრის გაცნობიერება..
მოკლედ ძალიან სენტიმენტალურად გამომივიდა.. მე მომიტევეთ