სპექტორის 90 წუთი ბრაზილიასთანგუშინ საღამოს, ნიუ ჯერსიში, მიდოულონდსის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი ორ ამერიკულ გუნდს აშშ-სა და ბრაზილიას შორის. შეხვედრას ახლადგახსნილ სტადიონზე 77 000 მაყურებელი დაესწრო. ჩაქუჩთა ამერიკელმა მცველმა ნაკრებში რიგით 26-ე მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა.
სპექტორი გუშინდელ მატჩში ამერიკელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ყოფილა. მარჯვენა ფლანგი მთლიანად მისი იყო, სწრაფად ერთვებოდა შეტევებში. მისი სუპერ ქროსის წყალობით ამერიკელებს გოლის გატანის შანსიც ჰქონიათ, თუმცა ჰერკულეს გომესის დარტყმული ბრაზილიელთა ვიქტორს მოუგერიებია. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯონათანი ამერიკის ნაკრებთან ერთად მუნდიალზეც იყო წასული, თუმცა იქ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მისი ადგილი მარჯვენა ფლანგზე სამხრეთ აფრიკაში ჰანოვერის კაპიტანს სტივ ჩერუნდოლოს ეკავა და კარგადაც აკეთებად თავის საქმეს.
_________________________________________
ჰამერა გერმანიას უკაპიტნებსდღევანდელ ამხანაგურ მატჩში, რომელსაც გერმანიის ნაკრები დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, სარდელთა კაპიტანი ტომას ჰიცლშპერგერი იქნება.28 წლის ნახევარმცველი ამ ზაფხულს შესანიშნავ ფორმაში. ამხანაგურ მატჩებში მან ბევრჯერ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი, ვესტ ჰემის მაისურით მან უკვე ერთი გოლის გატანაც მოახერხა საბერძნეთის ჩემპიონი პანათინაიკოსის წინააღმდეგ. გერმანიის ნაკრების მაისურით ტომასს 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 6 გოლიც აქვს გატანილი. ის ასევე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა.
"ტომასი გამოცდილი ფეხბურთელია და ამავდროულად მას ლიდერის თვისებებიც აქვს", - ამბობს გერმანელთა თავკაცი იოაჰიმ ლიოვი ჰიცლშპერგერზე საუბრისას. ტომასის კაპიტნობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ნაკრებში არც მიხაელ ბალაკი და არც ფილიპ ლამი არ გამოუძახებიათ.
რაც შეეხება ვესტ ჰემის სხვა ფეხბურთელებს საკუთარ ნაკრებებში: კარლტონ კოულის ინგლისი საკუთარ უემბლიზე დღეს უნგრეთის ნაკრებს დაუხვდება, თუმცა სავარაუდოდ კოული ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, პაბლო ბარერას მექსიკა საკუთარ მოედანზე მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ჰერიტა ილუნგა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან ერთად ქაიროში იმყოფება, სადაც მისი ნაკრები ამხანაგურ მატჩს ეგვიპტის წინააღმდეგ გამართავს. ვალონ ბეჰრამის შვეიცარიის ნაკრები კი ავსტრიის ნაკრებს შეხვდება. ისრაელის ნაკრების მცველი ტალ ბენ ჰაიმი ნაკრების სხვა ფეხბურთელებთან ერთად სამდღიან სავარჯიშო პროცედურებს გადის.
________________________________

მოგეხსენებათ, გუშინ აპტონ პარკზე გიამართა მატჩი იტალიასა და კოტ დ'ივუარს შორის, რომელსაც ვესტ ჰემის ცოცხალი ლეგენდა პაოლო დი კანიოც დაესწრო. მატჩის შემდგომ მან WHUTV-ს ინტერვიუს მისცა, სადაც იტალიის ნაკრების მიერ ჩატარებულ მატჩზე და მომავალ სეზონში ვესტ ჰემის შანსებზე ისაუბრა.
ჩაქუჩთა ლეგენდა აპტონ პარკზე საკუთარი ქვეყნის ნაკრების მატჩის სანახავად მივიდა. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრებში ჩეზარე პრანდელის ერა დაიწყო, თუმცა მისი სადებიუტო მატჩი სასურველი რეზულტატით ვერ დასრულდა. მატჩი, რომელიც ლონდონში გაიმართა, იტალიელებმა 0:1 დათმეს. აფრიკელთა მხრიდან გოლი სიტის კაპიტანმა კოლო ტურემ გაიტანა.
"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ აქ დავბრუნდი", - ამბობს დი კანიო -"ასევე ძალიან მიხარია, რომ პრანდელის მიერ გაწვრთნილის იტალიის პირველი მატჩი აპტონ პარკზე შედგა. აქ ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო"
"იტალიელთა მხრიდან ეს არ იყო კარგი თამაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელისათვის ეს პირველი მატჩი იყო ნაკრების შემადგენლობაში. პრანდელი კარგი მწვრთნელია, მაგრამ მას კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება და მან ეს კარგად იცის. ჩვენ გვაქვს დრო, რათა ავაშენოთ დიდი ნაკრები მომავალში"
როგორც ყოველთვის, დი კანიო არც ახლა მორიდებია ჩაქუჩებზე საუბარს და განაცხადა, რომ ახალ სეზონს იმედის თვალით უყურებს.
"მე ჯერ კიდევ ვესტ ჰემის ფანი ვარ. მე ვიმედოვნებ რომ ეს სეზონი წინაზე უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ წინა სეზონი ჩვენ არც ისე კარგად ჩავატარეთ. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ახალი მენეჯერის და ახალი ფეხბურთელების. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს ვესტ ჰემი ძალიან კარგად ჩაატარებს", - ასრულებს დი კანიო.
________________________________________
კიდევ რამდენიმე ახალი ამბავი, რომელიც დღეს დილით პრესაში გავრცელდა.
Daily Mirror-ის ინფორმაციით ვესტ ჰემის ახლოს არის მარსელის 29 წლის მარცხენა ნახევარმცველის ბენუა შეირუს შეძენასთან, რომელიც "ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელის ბრუნო შეირუს ღვიძლი ძმაა.
მცირე ინფორმაცია ამ ფეხბურთელზე: ბენოა შეირუ 1981 წლის 3 მაისს საფრანგეთის ქალაქ სურესნესში დაიბადა. ის პარიზის "რასინგის" აღზრდილია. 18 წლის ასაკში, 1999 წელს მან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა "ლილთან", სადაც 2004 წლამდე ითამაშა, 100 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2004 წელს ის "ოსერში" გადავიდა, სამი წელი იქ დაჰყო და 98 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. 2007 წლიდან დღემდე კი შეირუ "მარსელის" ღირსებას იცავს, სადაც დღემდე 101 მატჩი აქვს ჩატარებული და 10 გოლი გატანილი. ის 1999 წლიდან 2004 წლამდე საფრანგეთის 19, 20 და 21 წლამდე ნაკრებების წევრიც იყო.
_______
The Sun-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემის ვიცე კაპიტანი სკოტ პარკერი მზად არის ბოლო მოუღოს მისი მომავლის გარშემო გავრცელებულ ჭორებს და კლუბთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
____________
ვესტ ჰემი დათანხმდა აიაქსის სერბი თავდამსხმელის მირალემ სულეიმანის არენდით აყვანას და ახლა მხოლოდ იმას ელოდება, რომ ფეხბურთელმა ინგლისში მუშაობის უფლება მიიღოს. სულეიმანი ჩაქუჩთა შემადგენლობაში არენდით მთლიანი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, ხოლო მომავალ წელს კი ჩაქუჩებს საშუალება ექნებათ, ის გამოისყიდონ. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.