ჩემი მხრიდან რა შემიძლია ვთქვა ეხლა
ფობერის განახევარმცველება გრანტის მხრიდან ვერ იყო კარგი გადაწყვეტილება. ეგ კაცი არის კარგი მცველი. დაცვაში კარგია, ერთვება შეტევებში კარგად, აწვდის კარგად და მაგის ჩაწოდებით უფრო მეტი საფრთხე იქმნება,ვიდრე ეს რიდი აკეთებდა. მეორე ტაიმში გადავეწყვეთ 4-4-2-ზე და მანდ ფობერმა საერთოდ ვერ იმუშავა უფრო ცენტრში შედიოდა და ცენტრში კიდე ფობერმა რა უნდა გააკეთოს. რიდი არის საშინელი მცველი ამ მატჩიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა. საშინლად ითამაშა ტომკინსმაც, რომელსაც ესეთი სულელური შეცდომები არაერთხელ აქვს დაშვებული. ყველაზე კარგი დუეტი დაცვის ხაზში ჩემი აზრით არის და კოსტა-აპსონი. ტომკინსი უნდა გადავიდეს რეზერვებში და ცოტა გამოცდილება შეიძინოს. ამ მატჩის შემდგომ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გადაგვიარეს. ამდენი მომენტი რატომ უნდა შეექმნა ვილას ჩვენთან არ მესმის, როცა ოდითგანვე ჩვენი ბულკი იყო. ალბათ ო'ნილი ათამაშებდა ესეთ სლე ფეხბურთს? რა ვიცი. მომენტები საერთოდ არ გვქონდა. 2 მომენტი გვქონდა სულ მთელ მატჩში, თუმცა ორივე სავსებით რეალური. ერთი ბოა მორტემ რო დაარტყა (არადა მარტო იდგა კოული და პასი რო მიეცა კარლტონასთვის, 100%-ით გოლი იყო) და მეორე ფობერის დარტყმა, რომელიც რატომ აღმოჩნდა საჯარიმოში ვერ გავიგე. მარცხენათი რომ დაერტყა, სავსებით რეალური მომენტი იყო ეგეც.
მოკლედ არ ვიცი რა. ესე გაგრძელება არ შეიძლება. სასწრაფოდ ზომებია მისაღები
პრემიერ ლიგა, 1 ტური
ასტონ ვილა 3:0 ვესტ ჰემ იუნაიტედი
ვილა პარკი, 34 604 მაყურებელი
14 აგვისტო 2010
მსაჯი: მაიკ დინი
ვესტ ჰემი: გრინი, რიდი, ტომკინსი (დიამანტი 72), აპსონი, ილუნგა, ფობერი, პარკერი, კოვაჩი (პიკიონი 46), ნობლი, ბოა მორტე (ბარერა 46), კოული
სათადარიგო: სტეჩი, გებიდონი, სპექტორი, სირსი
ასტონ ვილა: ფრიდელი, ლუკ იანგი, კლარკი, დანი, უორნოკი, დაუნინგი, ოლბრაიტონი (ბანანი 89), პეტროვი, მილნერი (რეო-კოკერი 85), ეშლი იანგი (ვაიმანი 86), კარეუ
სათადარიგო: გუზანი, ჰესკი, ბეიე, ლიჩა
მატჩის საუკეთესო მომენტები: