პარკერმა ახალი კონტრაქტი გააფორმა 
"ვესტ ჰემის" ლიდერმა და ვიცე–კაპიტანმა სკოტ პარკერმა კლუბთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, პარკერი "აპტონ პარკზე" 2014 წლამდე დარჩება. ამასთანავე კონტრაქტის თანახმად, შეთანხმება შესაძლოა ავტომატურად გაგრძელდეს 12 თვით. როგორც ცნობილია, ამ ზაფხულს პარკერის შეძენით დაინტერესებული იყო "ტოტენჰემი", რომელიც არაერთხელ შეეცადა მის ყიდვას, თუმცა "ჩაქუჩებმა" გუნდის ლიდერის გაყიდვაზე უარი თქვეს.
29 წლის ნახევარმცველმა, განსხვავებით მისი გუნდისგან, გასული სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, რის გამოც ინგლისის ნაკრებისაგან მოწვევაც მიიღო. ის მსოფლიო ჩემპიონატიც 30 კაციან გაფართოებულ სიაშიც იყო, თუმცა ფაბიო კაპელომ პარკერი სამხრეთ აფრიკაში არ წაიყვანა. "ჩელსის" ექს–ფეხბურთელის განცხადებით, ის მოხარულია, რომ "ვესტ ჰემში" კიდევ რამდენიმე წლით დარჩება.
"მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც უნდა ვთამაშობდე. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. ყველამ იცის, რომ მე აქ თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ძალიან მინდოდა აქ დარჩენა და მოხარული ვარ, რომ ეს შევძელი", – განაცხადა პარკერმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.
წყარო: ტრადიციულად, www,fanebi.com
___________________________________
ესეც ვარჯიშის ექსკლუზიური ფოტოები ჩედველ ჰიტიდან









