ეეეჰ
არაა ეს საქმე ბატონებო.თავი რომ გაიგიჟეთ რაულის ფანები ვართო,არიქაო,პირველ გვერდზე რაულის ბიოგრაფია მაინც დაგედოთ
სტიდნა ტავარიში.რას გავს პირველი გვერდი მაინც ა? არა ოფი არაა,მარა რაღაც ინFოს ნაკრებზე არ უნდა შეიცავდეს?
ამ თემაში მოაგროვეთ და მომავალი თემის პირველი გვერდი მაინც გავდეს ნაკრების თემას.შევეგებოთ ევროპის ჩემპიონობას ლამაზად
ასე მაგალითად
ყველაზე დაბალი ადგილი- 24(1998 წლის მარტი)
საუკეთესო ადგილი ფიფას რეიტინგში -2(1994 წლის დეკემბერი)
ამჟამინდელი ადგილი-4 თუ არ ვცდები,გადაამოწმეთ მერე

ზედმეტსახელები-La selección, La Furia, La Roja
ყველაზე დიდი ამგარიშით დამარცხება იყო იტალიასთან და ინგლისთან,ორივესთან ანგარიშით 7-1. და ორივე იყო ღრმა წარსულში.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოუგეს ბულგარეთს 13-0
რაულის "წასვლის" შემდეგ კაპიტანია იკერ კასილასი კოლეგებო.
პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს 1920 წლის 28 აგვისტოს დანიის წინააღმდეგ. მატჩი ესპანელების გამარჯვებით, პატრისიოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დასრულდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების პირველი შემადგენლობა შემდეგი იყო : სამორა, სამიტიერი, სასუმაგა, ოტერო, არატე, ბელაუსტე, პიჩიჩი, ასედო, ეგისაბალი, პატრისიო და პაგასა.
ესპანეთის ნაკრების პირველი დიდი წარმატება1920 წელს გამართულ ბელგიის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება,ისინი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. 1992 წელს ბარსელონაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ დაამარცხეს რა კამპ ნოუზე გამართულ მატჩში პოლონეთი ანგარიშით 3-2 .2000 წელს სიდნეიში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ესპანელები მხოლოდ ვერცხლს დასჯერდნენ. მათ მხოლოდ კამერუნელებთან დათმეს შეხვედრა პენალტების სერიაში.
ბრაზილიაში 1950 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელებმა აჩვენეს თავიანთი საუკეთესო შედეგი, ისინი მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. 1964 წელს კი გახდა ევროპის საუკეთესო გუნდი, მოიგეს რა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ესპანეთში გაიმართა და რომელშიც მათ დაამარცხეს საბჭოთა კავშირის ნაკრები ანგარიშით 2-1. 1984 წელს გამართულ ევროპის ჩემიონატზე კი მხოლოდ ფინალისტობას დასჯერდნენ წააგეს რა მატჩი მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებთან 2-0.
ესპანეთის ნაკრებმა თავისი 500 თამაში ჩაატარა 2004 წელს, მადრიდში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ სადაც ესპანეთის ნაკრებმა მოიგო მინიმალური ანგარიშით.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატებზე:
1930-არ მიუღია მონაწილეობა
1934- მეხუთე ადგილი
1938-არ მიუღია მონაწილეობა
1950- მეოთხე ადგილი
1954-არ მიუღია მონაწილეობა
1958-არ მიუღია მონაწილეობა
1962- 13 ადგილი
1966- 10 ადგილი
1970-არ მიუღია მონაწილეობა
1974- არ მიუღია მონაწილეობა
1978- 10 ადგილი
1982-12 ადგილი
1986- 7 ადგილი
1990- 12 ადგილი
1994- 8 ადგილი
1998- 17 ადგილი
2002- 5 ადგილი
2006- 9 ადგილი
ევროპის ჩემიონატი
1960- არ მიუღია მონაწილეობა
1964- ჩემპიონი
1968- არ მიუღია მონაწილეობა
1972-არ მიუღია მონაწილეობა
1976-არ მიუღია მონაწილეობა
1980- 7 ადგილი
1984- 2 ადგილი
1988- 6 ადგილი
1992-არ მიუღია მონაწილეობა
1996- 6 ადგილი
2000- 5 ადგილი
2004- 10 ადგილი
2008-აცადეთ დაიწყოს
ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს ესპანეთის ნაკრების მაისურით:
1. ანდონი სუბისარეტა-126
2. რაულ გონსალესი-102
3. ფერნანდო იერო-89
4. ხოსე ანტონიო კამაჩო-81
5. რაფაელ გორდილიო-75
6. იკერ კასილასი-69
7. ემილიო ბუტრაგენიო-69
8. ლუის არკონადა-68
9. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი-66
10. ლუის ენრიკე მარტინესი-62
ნაკრების ბომბარდირები
1. რაულ გონსალესი -44
2.ფერნანდო იერო 29
3. ფერნანდო მორიენტესი - 27
4.ემილიო ბუტრაგენიო - 26
5. ალფრედო დი სტეფანო -23
6. ხულიო სალინასი - 23
7. ხოსე ლუის გონსალეს მარტინი - 21
8. ტელმო სარაონაინდია(სარა) – 20
9. ისიდორო ლანგარა 17
10. ლუის რეგუერო - 16
...........
13. ფერნანდო ტორესი-14
...........
15. დავიდ ვილია -13
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელები
1. ფრანსისკო ბრუ
2. ხულიან რუიტე
3. ხოსე ანხელ ბერაონდო
4. მანუელ კასტრო გონსალესი
5. ხოსე მარია მატეოსი
6. სალვადორ დიას ირაოლა
7. ლუის არგუელიო ბრაგე
8. პედრო პარაგესი
9. ხოსე გარსია სერნუდა
10. ლუის კოლინა ალვარესი
11. ხოსე როსიჩ რუბიერა
12. ხულიან ოლავე ვიდეა
13. ფერნანდო გუტიერესი
14. რიკარდო კაბოტ მონტალტი
15. ესექიელ მონტერო რომანი
16. ამადეო გარსია სალასარი
17. ედუარდო ტეუს ლოპესი
18. ხასინტო კინკოსესი
19. ლუის კასას პასარინი
20. პაბლო ერნანდეს ცორონადო
21. გილიერმო ეისაგიერე
22. ფელიქს კესადა
23. ლუის ისერა
24. პაულინო ალკანტერა
25. რიკარდო სამორა
26. პედრო ესკარტინი
27. ლუის ირიბარენ კავანილიესი
28. რამონ მელკონ ბარტოლომე
29. ხასე ლუის დელ ვალიე
30. ემილიო ხიმენეს მილიასი
31. ხუან ტუსონ ხურხო
32. მანუელ მეანა
33. ხოსე ლუის კოსტა
34. ხოსე ლუის ლასპლასასი
35. რამონ გაბილონდო
36. ხოსე ვილიალონგა
37. დომინიკო ბალმანია
38. ედუარდო ტობა
39. ლუის მოლოვნი
40. სალვადორ არტიგას
41. მიგელ მუნიოსი
42. ლადისლაო კუბალა
43. ხოსე სანტამარია
44. ლუის სუარესი
45. ვისენტე მეირა
46. ხავიერ კლემენტე
47. ხოსე ანტონიო კამაჩო
48. ინიაკი საესი
49. ლუის არაგონესი-წადი,გადადექი
როგორც ჩანს ამათგას ზოგი ასე 2-3 მატჩით მთავარმწვრთნელობდა,იმიტომ რომ ვიკიპედიაზე ბნახე ადრე და ზნაჩიწელნა მოკლე სია იყო

შეიძლება ითქვას, რომ „ესპანელები“ რითიც ვამაყობთ და ალბათ მუდამ ვიამაყებთ ეს ჩვენი ლა ლიგაა, თუ სანაკრებო დონეზე ესპანეთი ბევრით ვერ დაიკვეხნის, საკლუბო ჩემპიონატზე სულ სხვაგვარადაა საქმე. მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და ულამაზესი ჩემპიონატი, სადაც გამოდიან ევროპის უტიტულოვანესი გუნდები: ვალენსია, მადრიდის რეალი, ბარსელონა, ბილბაოს ატლეტიკი, მადრიდის ატლეტიკო, ვილიარეალი, სევილია, დეპორტივო ლა კორუნია, ესპანიოლი, მალიორკა..........და გამოდიან არამხოლოდ ესპანეთში. ევროთასებს ვაგროვებთ
VIVA ESPAÑA This post has been edited by spiderkiller on 28 Nov 2007, 23:16
მიმაგრებული სურათი