ამაზე ერთი პასუხი მაქვს

არაგონესი

ესპანეთს აქვს ნამდვილად იმისი პოტენციალი რომ მოუგოს ოთხივე..ნუ ამ შემთხვევაში სამივე გუნდს C ჯგუფიდან.მაგრამ აქ ბოლო სიტყვა ეკუთვნის არაგონესს.
იტალია-მათში სწორედ ის ფანტაზიორები იყვნენ, არიან და ალბათ დარჩებიან კიდეც ყველაზე სახიფათოდ მთელს ნაკრებში. მაგენი რომ არა..შეტევა და გოლი როგორც ასეთი..არც დაესიზმრებოდათ იტალიელებს.
და ეს ფანტაზიორები საკმაოდ კარგები ჰყავთ როგორც აღნიშნე.
ნუ დაცვა კიდე..ვერ ვიცოდი თუ კანავარო ამდენს ნიშნავდა..აღარ გავლანძღავ ხოლმე..
მარა მაინც

ხოდა
საფრანგეთი-ესპანეთს მათი მოგების შანსი და პოტენციალი წინა მსოფლიოზეც ჰქონდათ..ეს არაგონესს ჩაანათა თავში გენიალურმა იდეამ სამი თავდამსხმელით თამაშისა..თუარა..ჩესნა..ვთვლი რომ იმ თამაშის მოგება შეგვეძლო...უბრალოდ თავიდანვე არასწორი ტაქტიკა და შემადგენლობა იქნა შერჩეული.
რუმინეთი-აი ეს მირჩევნია მე პირადად. იტალიისა და საფრანგეთისაგან განსხვავებით მათ არ შეუძლიათ რაიმე სიურპრიზი შესთავაზონ ევროპას და სკუთარ თავს გარდა მეოთხედფინალში გასვლისა.
ესპანელებმაც იციან როგორ თამაშს უნდა ელოდონ მათგან,იციან დაახლოვებით როგორ ითამაშებს მეტოქე. გასაგებია რომ რუმინელებს გააჩნიათ ის რაც არ აქვს ესპანეთს..ნორმალური დაცვა (ნუ როცა პუიოლი თამაშობს ცენტრი საერთოოოოდ...რა სჭირს ამ კაცს ვეღარ მესმის), მარა ესპანეთს ჰყავს კარგი თავდასხმის და ნახ.დაცვის ხაზი. შეუძლიათ ბურთი უფრო დიდი ხანი ცენტრში დატოვონ ხოლმე..+ ნორმალური მეკარე.."სასწაულებს" არ სჩადის , რაც უკვე კარგია

+ ჩვენს სასარგებლოდ იხრება კლასი და გამოცდილება.
აქედან გამომდინარე ვთვლი რომ რუმინეთთან ყველაზე მეტი შანსი გვაქვს.
მაგრამ აქ..მთავარია რა იდეა მოუვა ამჯერად ბებერ თავში არაგონესს :-??
პ.ს. ეს ვის ხელში ვართ

პ.პ.ს.
ჰოლანდიის თემაშიც დავწერე,თუ ჩემპიონობა გვინდა საფრანგეთსაც უნდა მოვიგოთ,იტალიასაც და ვინც გადაგვეღოიბება გზაზე ყველას რა

ამიტომ სულ ერთია ვინ იქნება..გამოუშვით

კიდევ კარგი ჰოლანდია აგვცდა ამ ეტაპზე..ტეტუ რა ფორმა აქვთ აკრეფილი