აუ ეს ძველი ინფოა მაგრამ ეხლა წავიკითხე და მაგრა ვიცინე
ედმილსონს საშობაო საჩუქრად შავი თხა მიჰგვარეს
ესპანეთის პრიმერადივიზიონის გუშინდელ მატჩამდე “მურსიასთან”, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა თანაგუნდელ ედმილსონს ცოცხალი შავი თხა მიართვეს.
კატალონიური გამოცემა, Sport-ი იუწყება, რომ “კამპ ნოუზე” გამართული მატჩის წინ, რომელშიც “ბარსამ” “მურსიას” დამაჯერებლად სძლია (4:0), მასპინძელი გუნდის მოთამაშეებმა ბრაზილიელ ნახევარმცველს სიურპრიზი მოუწყვეს. გასულ პარასკევს, როდესაც მთელი გუნდი შეიკრიბა, რათა ერთმანეთში საშობაო საჩუქრები გაეცვალათ, ფეხბურთელებმა `ბარსას~ ჰავბეკს საზეიმოდ მიჰგვარეს შავი თხა.
ერთი თვის წინ, ედმილსონმა განაცხადა, რომ კოლექტივის შიგნით არსებობს “შავი თხა, რომელიც კლუბს ზიანს აყენებს”. თუ ვინ ჰყავდა მხედველობაში ბრაზილიელს, დღემდე უცნობია, თუმცა, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები ირწმუნებიან, ედმილსონმა თავის გამონათქვამში ცოტა გადააჭარბა.