ორი კაპიკის შოვნას არ აცდიან რა კაცს...
“ანდერლეხტსა” და “ბატეს” გარიგებული მატჩის თამაშისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებათ
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრა, რომელშიც ბელორუსულმა “ბატემ” ბელგიურ “ანდერლეხტს” 2:1 მოუგო, უეფა-ს წარმომადგენლებმა საეჭვოდ სცნეს და თუკი ეს ვარაუდი მართალი გამოდგა, კლუბებს სერიოზული სანქციები არ ასცდებათ.
ბულგარული გაზეთის “ნოვინარის” ცნობით, უეფა-ს ფეირფლეის კომიტეტმა ბრიუსელში ჩატარებული მატჩის კვლევა უკვე დაიწყო და განმეორებით შეხვედრასაც გამადიდებელი შუშით დააკვირდება.
6 აგვისტოს მინსკში სპეციალური კომისია გაემგზავრება და თამაშის შესახებ სპეციალურ დასკვნასაც გამოაქვეყნებს.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ევროპულ ტოტალიზატორებში უკვე საკმაო თანხა იდება იმაზე, რომ “ანდერლეხტი” განმეორებით მატჩს 2:0-ს მოიგებს და შემდეგ ეტაპზე გავა.
სათქმელია ისიც, რომ ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობას უკვე დაჯავშნული აქვს სასტუმრო სოფიაში, სადაც “ანდერლეხტი” მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ბულგარულ “ლევსკის” უნდა გაეჯიბროს.
იმ ფონზე, როდესაც “ანდერლეხტმა” “ბატესთან” საშინაო შეხვედრა 1:2 დათმო, ეს ფაქტიც საეჭვოდ გამოიყურება.
თუკი ბელგიურ და ბელორუსულ კლუბებს გარიგება დაუმკიცდათ, “ლევსკი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უბრძოლველად მოხვდება.
მიმაგრებული სურათი