სალამი ბიანკონერებს!Fურია ჩეკა (ერთმა კაცმა იცის მარტო ამაში რა იდეოლოგია დევს) ამიერიდან თქვენთანაა! 12 წლიანი იუვეს ფანობის სტაჟით

გაგაცნობთ ჩემს თანამედროვე ზოგად იუვენტუსურ შეხედულებებს და მოსაზრებებს:
1. დელ პიერო.
2. ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ ჯოვინკოს ისევ ზოლებიან მაისურში! არამზადა ვიყო 3 წლის წინ სერიას ბოლო ტურებში პირველად რო გამოვიდა შეცვლაზე ეგრევე იუვეს მომავლად მოვნათლე... უბრალოდ მოედანზე როა ერთი სიამოვნებაა ჩემთვის!
ტულუზის ტურნირზე ყველა თამაშს ვუყურე და აი რა ვთქვა... მე რო ვიყო სკუადრას მწვრთნელი ევროზეც წავიყვანდი! იმ 21წლამდელებთან შედარებით 10 თავით მაღლა იდგა! თან იტალიას დღეს-დღეობით მაგ პოზიციაზე არავინ არ ყავს საერთოდ და ეგ პოზიცია ყველაზე მთავარია ჩემის აზრით! ასე რომ ჩემი მთელი იმედები და მომავალი 10-15 წელი მაგ კაცზეა!
http://www.youtube.com/watch?v=JLDK4jf4MMc3. რანიერი - სამწუხარო იყო ჩემთვის თავიდანვე ამ კაცის დანიშვნა და სამწუხაროა დღესეც.... ეს იგივე იყო რო ჰექტორ რაულ კუპერი დაენიშნათ....... ამ კაცთან მე ვერ ვხედავ რაიმე წარმატების შანსს.... და ჩემთვის არ ყოფილა და არც იუვესთვის უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლიგის საგზურისთვის ბრძოლა - პროგრამა მაქსიმუმი... ეს უდინეზე ხო არაა???!!! ის არგუმენტიც არ გამოდგება რომ სერია ბ-დან გადმოსული გუნდი იყო.... სწორი მიდგომით და სატრანსფერო პოლიტიკით თავისუფლად შეიძლებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლა.... ისეთ თამაშებში დაკვარგედ ბევრი ქულა რაც ძველი იუვეებისთის სასაცილო იქნებოდა, რამდენჯერ დამტკიცდა უკვე რომ სერიას იგებს ის ვინც კალიარებთან-სიენებთან-რეჯინებთან და რეჯანებთან ქულებს არ კარგავს!
ასევე მინდა რანიერის რაღაც-რაღაცეებიც არ დავუკარგო, მთლად უმადურად რომ არ გამომივიდეს: ინტერის, მილანის და რომას დამარცხება - ესეთი რამ ჩემი იუვენტუსური კარიერის მანძილზე თითქმის არ მახსოვს და ამისთვის ბრავო რანიერის, განსაკუთრებით მეამა ინტერის დასჯა მისსავე კარმიდამოში

მორატის გაუბედურებული სახის ყურება ერთი-ორად მიხანგრძლივებს სიცოცხლეს

მოკლედ რანიერი არასტაბილურია და ყველა თამაშში ვერ ახერხებს გუნდის მოტივირებას და კონცენტრირებას, წელს ეგეთი ბევრი იყო... იმედია მომავალ წელს მაინც გაუშვებენ!
თუ შევცდები და რამეს მოიგებს ეს კაცი მეც გამიხარედება.
4. ხელმძღვანელობა - ნუ რა ვთქვა, ესეთი დებილი მმართველობა ალბათ იუვეს არასდროს არ ყოლია მთელს ისტორიაში! გლეხკაცების ადგილი არაა იუვეში! ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ რაღაცეებში კარგად ვერ ვერკვევი და ამიტომ ჯობია ტრანსფერებზე ვილაპარაკებ.
ტიაგო - ამას რო ყიდულობ რაზე ფიქრობს კაცი?! თან ამხელა თანხას აძლევ.... მაგას არ ჯობდა 2 ნორმალური იტალიელი ეყიდათ? მანამდე ერთი-ორი თამაში ვნახე მაგისი ჩელსიში და მაგრათ არ მომწონდა და რას ვიფიქრებდი ამ სუსლიკას იუვეში თუ ვიხილავდი, არანაირად არ იყო იუვეს სტილის და ყველაფერი კარგადაც გამოჩნდა.... არ ვიცი მაგის ყიდვა ვისი ახირება იყო რანიერის თუ შტაბის.....
ალმირონი - შეცდომებს იმიტომ უშვებს კლუბი, რომ მეორედ აღარ დაუშვას...... მაგ ტრანსფერზე ეგრევე ის მახსენდებოდა - ფაბიან ო'ნილი... ხო გახსოვთ ეგ კაცი?! : )))) მაგან ზუსტად ალმირონისნაირი სეზონი ჩაატარა მაშინ კალიარიში და იყიდეს, როგორც გამოგვადგა კი იცით....
კრიშიტო - ძაან მოინდომეს, არიქა ეს მომავალი ფერარააო და მაგას უნდა ჩავაბაროთ დაცვის ცენტრიო.... შუა სეზონში მიხვდნენ რაც მიჰქარეს და იქ გაუშვეს სადაც მისი ღირსეული ადგილია...
გრიგერა - არ გამოდგა ცუდი ტრანსფერი, მაგრამ იმასაც ვერ ვითყვით რომ ვარსკვლავები მოწყვიტაო, არა.
სალიჰამიჯიჩი - გამოადგა იუვეს, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამ კაცზე შეიძლება ააწყო საჩემპიონო გუნდი, კარგი კადრია კოპასთვის.
სისოკო - ეს მართლაც მშვენიერი ტრანსფერი გამოდგა, უკანასკნელ 3 წელში საუკეთესო იუვესთვის! მაგრამ მაინც დაველოდოთ მომავალ სეზონს.
5. ეხლა ცოტა დღევანდელ სასტავს გადავხედოთ:
მეკარე - აქ პრობლემა არ გვაქვს. მაგრამ მეორე მეკარე მოსაძებნია. რაღაც ანტონიოლის ამბობდენენ ბოლოს, რავიცი რა ვთქვა ასეთი გადაღძუებულიც არ გვინდა, ცოტა გაქექონ და მოძებნონ ნორმალური, ოღონდ ბელარდების და კიმენტების ნაირი ტიპები დაივიწყონ!

მშვენიერი იქნებოდა მირანტეს დაბრუნება ჩემის აზრით!
დაცვა:კიელინი - მამაა, მასზე უნდა აიგოს მთელი დაცვა! ბევრს აღარ დავწერ.
ლეგროტალიე - გამოგვადგება სათასო მატჩებისთვის.
ანდრადე - ეს თავის დროზე მხეცი იყო, არაერთი გამწარება მახსოვს დეპორტივოსგან... ვნახოთ ამხელა ტრავმის შემდეგ როგორ ფორმაში იქნება... შემადგენლობის როტაციისთვის საჭირო კაცია!
გრიგერა - უკვე დავწერე ამაზე...
ძებინა - მე მაგრა მიყვარს ძებინა! არაა გასაშვები! მისი ყუმბარა და ძელის ხმა რომასთან დელეალპიზე დღესაც კი ჩამესმის

მოლინარო - მართალია ყველას გონია რომ რაგაც ვერაა იმ დონის, მაგრამ ძამბროტაც არ იყო ამაზე ბევრად მეტი... კაი კაცია და მოუმატებს.... მაგრამ ჩვენ ისეთი გეგმები გვაქვს რომ აუცილებელია აქ გაცილებით ძლიერი კადრის მოძიება!!!!!
სტენდარდო - არაა ცუდი კაცი.... თუ დაიტოვებენ არ ვიქნები წინააღმდეგი, მაგრამ თუ გაუშვეს დიდათ არ მეწყინება.
მელბერგი - დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას რაც ანდრადეზე... როტაციისთვის მშვენიერია! მაგრამ როგორ გაუგებს ლეგა კალჩიოს კაცმა არ იცის.
ნახევარდაცვა:კამორანეზი - ნედვედი - სისოკო - კომენტარი არაა საჭირო.
ძანეტი - არ გაუშვან! დიდი შეცდომა იქნება! ეს საჭირო კაცია, ყოველთვის გამოადგება გუნდს!
სალიჰამიჯიჩი - კოპა იტალია + კატანია, სიენა, კალიარი, ლეჩე.....
ტიაგო - ეს უნდა შეტენონ ვინმეს დროზე!!!! აღარ დავინახო ზოლიანებში!
მარკიონი - მოაშორონ, ამ კაცით კაი გაცვლითი ტრანსფერის გაკეთება შეიძლება ცოტა ფულის დამატებით!
ნოჩერინო - ძაან მეწყინა და გავბრაზდი ეს ამაურის ტრანსფერში რო გამოიყენეს... მომავალი სეზონისთვის ძაან საჭირო იყო... საკმაოდ ცოტა ნახევარმცველები გვყვავს ისედაც და ამდენ თამაშს ერთი სასატავი ვერ გაუძლებს..... ჩემის აზრით ამ კაცის გაშვება დიდი შეცდომა იყო!
ჯოვინკო - ესაა რაცაა! მთავარია რეგულარული თუ არა ხშირი სათამაშო პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ რასაც იჯადოქრებს... განსაკუთრებით ლიგაში... აი ვნახოთ!
დე ჩელიე - ოოო... მე ძაან მომწონს ეს კაცი... ვნახე რამდენიმე თამაში და ძალაინ მოუმატია! ასე რომ ველი!
მარკიზიო - ვნახე ახალგაზრდულში.... არ მგონია ღირდეს დატოვება, ჯობია გაუშვან იგივე ლაციოში, სტენდარდოში გაუცვალონ... აქ ცოდო იქნება პრაქტიკულად ვერ ითამაშებს.
თავდასხმა:დელ პიერო - 21
ტრეზეგე - ბარსა თუ მართლა 30-25 მილიონს იხდის აუცილებლად უნდა გაუშვან!!!!! ამ ფულით ხოშიანი ტრანსფერები გაიჩარხებოდა!
მართალია მემეტება, მაგრამ ეს სერიოზული თანხაა და რეალურზე ბევრია ჩემის აზრით..... ამ ყველაფერს კარგი გააზრება უნდა მაინც, შემცვლელის გარანტიები უნდა გქონდეს! მარტო ამაურიზე ვერ დაამყარებ იმედებს მითუმეტეს ლიგაში სადაც ამაურის გამოცდილება 0-ის ტოლია.
იაკინტა - აუცილებლად უნდა დარჩეს!!!!!! არ გავიგო სხვა რამე!!!
პალადინო - კაი კაცია! მე დავტოვებდი... საკმაოდ ტალანტურია და მომავალიც აქვს, მაგრამ ისიც მართალია, რომ საკმაოდ იშვიათად მოუწევს თამაში, რაც მისთვის და საერთოდ კალჩიოსთვის ცუდი სამსახურია, რა იცი ვინ დადგება 2-3 წელში.... ამიტომ არენდით გაშვება ყველაზე კარგი ვარიანტია!
ამაური - კაია კაი... მართალია ბოლოს უკვე აღარ მეჯერა ეს ტრანსფერი

კარგად მოერგება გუნდს ჩემი გათვლებით!
6. ეხლა რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს მომავალ ტრანსფერებზე თუ ჭორ-ტრანსფერებზე:
ხაბი ალონსო - ნუ იზავენ ამას ჩემი თხოვნაა.... მიუხედავად იმისა, რომ ალონსოს მშვენიერი მონაცემები აქვს.... ესპანელი იტალიაში - ეს ძალიან ძალიან ბევრჯერ დამტკიცებულა და ვთხოვ მეტ შეცდომას ნუღარ დაუშვებენ! გავიხსენოთ თუნდაც მენდიეტა, რომელიც ალონსოზე 10ჯერ მაგარი იყო იმ დროს..... ხუან ესნაიდერიც გვახსოვს, მართალია არგენტინელი იყო მაგრამ ერთი ჩამოსხმაა რა, თან ესპანეთიდან მოიყვანეს.... იგივე ალმირონიც რად ღირს... ასე რომ ტყუილად ამხელა თანხას ნუ გაფლანგავენ!
აკვილანი - მე მივესალმები ამ ტრანსფერს! ოღონდ გადახდა ნაღდი ფულით და არა იაკინტას დამატებით! კაია რაც შეიძლება მეტი ძლიერი იტალიელი უნდა მოიძებნოს!
ჩიგარინი - არა არა... არაფრად არ გამოგვადგება. აქ ექსპერიმენტების დრო და ვიღაცეების გაზრდის დრო არაა. ეს თუ იყიდეს მაშინ საკითხავი ის იქნება აბა ნოჩერინო რატომღა გაუშვეს, რომელიც ჩიგარინიზე მინიმუმ 5ჯერ მაგარია! და ეს ყველაფერი ტულუზის ტურნირზე დამტკიცდა.. 4-5 თამაშში მე ჩიგარინისი ვერაფერი დავინახე.... მაშინ როცა ნოჩერინომ მაგრა ითამაშა.
კუალიარელა - კარგით რა, რა საჭიროა ეს როცა იაკინტაა? ვინჩენცოს გაცილებით ბევრი პლიუსი აქვს! არა კუალიაც მაგარი კაცია მარა დღეს-დღეობით სრულიად ზედმეტია იუვესთვის.
გროსო - ეს ტრანსფერი აუცილებლად უნდა შედგეს თუ რამის მიღწევა უნდათ საერთდ... ჯერ ისიც საკმარისია ძამბროტა რო დათმეს მილანთან. დღეს მე მეტ ალტერნატივას მარცხენა ფლანგმენზე ვერ ვხედავ და ვთხოვ ამ შანსს ნუ გაუშვებენ... გადაიხადონ რამდენიც იქნება არ მაინტერესებს....
აქვე გთავაზობთ ჩემს სასტავებს, სავსებით რეალურს და ჩემი ოცნების:
რეალობასთან ახლოს:
ჩემი ოცნება:

მადლობთ ყურადღებისთვის ; )
* * *