ოღონდ დონადონი არა რაა
მილანის ნახევარმცველმა კაკამ განაცხადა რომ რონალდინიოს როგორც ადრე ისე უნდა მილანში გადასვლა.
"მე მოხარული ვარ რომ რონალდინიო მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაზე. მას აქვს ახლა ძალიან მძიმე მომენტი, ბარსას მისი გაყიდვა უნდა. ახლა მისი მილანში გადასვლა ნაკლებად შესაძლებელია. კლუბები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს მაგრამ ჯერ-ჯერობით უშედეგოთ. რონალდინიოს ისევ ძველებურად სურს მილანში გადასვლა. შემიძლია დაგიდასტუროთ რომ კლუბი განიხილავს მისი გადავსლის ვარიანტებს."
"რაც შეეხება ჩემს ოლიმპიადაზე მონაწილეობას ამას მილანი გადაწყვეტს. მე ვთხოვე კლუბს რომ გავეშვი ოლიმპიადაზე, მაგრამ ჩემით ეს არ წყდება. მე ყველაფერი გავაკეთე რაც შეიძლებოდა. მე მუხლი აღარ მაწუხებს. ახლა გავდივარ ფიზიოტერაპიის კურსს. ორი კვირის შემდეგ ისევ შევძლებ ვარჯიშს." განაცხადა კაკამ Channel4-თან ინტერვიუში.
მილანის თავდამსხმელი რონალდო რომელმაც თებერვალში ლივორნოსთან თამაშში მიიღი ტრამვა, თითქმის გამოჯამრთელდა და რამოდენიმე კვირაში შეძლებს ვარჯიშს.
"ახლა ჩემი მუხლით თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. ვფიქრობ ორ სამ კვირაში შევძლებ ვარჯიშს. ყოველთვის დავდივარ ფიზიოტერაპეტთან. ახლა მივემგზავრები პარიზში სადაც რეაბილიტაციის კურსს გავივლი. იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის." განაცხადა ფეხბურთელმა Channel 4–თან ინტერვიუში.
არსენალი მზად არის დათმოს ფეხბურთელი 25 მილიონ ფუნტად, მაგრამ ლონდონელებს სურთ ფეხბურთელი გაყიდონ ბარსელონაში, მაგრამ თვით ფეხბურთელს მხოლოდ მილანში სურს.
იტალიური რამდენიმე გამოცემა, ესპანური და ინგლისური პრესა იუწყევა, რომ ვენგერი მზადაა გამოემშვიდობოს ფეხბურთელს.
აფრიკელს სურდა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა, მაგრამ ემირატები ამდენს ვერ გადაუხდიდნენ ტოგოელს.
არსენალი მზადაა ფეხბურთელს გამორთხოვოს, მაგრამ სად წავა ემანუელი? – ბრასელონამ, რამდენიმე დღის წინ გაუშვა მარკ ინგლუ მოსალაპარაკებლად. ბარსა იძლევა მხოლოდ 22 მილიონ ფუნტს.
მოდის სიახლე, რომ ბარსათან მოლაპარაკებები სრულდება, მაგრამ ფებურთელი უარზეა და სურს მილანში თამაში.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ემანუელ ადებაიორი იყიდა არსენალმა მონაკოდან 7 მილიონად.
გურკუფის გზას გაუდგა მილანის კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვილი პერ აუბამეიანგი.
ის ჯერ კიდევ 21 წლისაა მაგრამ ის მაინც ითვლება დიდი კლუბის ფეხბურთელად სათადარიგო სკამზე. ის წინა სეზონში გამოჩნდა მილანის შემადგენლობაში 46 წუთით იტალიის თასის გათამაშებაზე.
მომდევნო სეზონს ფეხბურთელი გაატარებს საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდში დიჟონში.
გილოცავთ

მოვიცილეთ

მილანის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა მცირე კომენტარი რუსეთის ნაკრებზე სადაც მან შეაქო რუსეთის ნაკრების ფეხბურთელი ანდრეი არშავინი. რუსებმა ამ ინტერვიუს შემდეგ გამოაქვეყნეს ინფორმაცია რომ მილანი დაინტერესებულია არშავინით.
როგორც იტყობინება რუსული sports.ru soccer.ru football.ua მილანი დაინტერესებულია რუსეთის ზენიტის ლიდერით ანდრეი არშავინით.
"არშავინი შესანიშნავი ფეხბურთელია. თქვენ შეიძლება ის არ დაინახოთ 50 წუთი მაგრამ როცა ბურთს მიიღებს მაშინვე გზავნის ბურთს მოწინაამღდეგეს კარში. ფეხბურთელები ასეთი შესაძლებლობებით ძალიან ცოტაა. ზიხარ მწვრთნელის სკამზე და ფიქრობ რომ უკვე დროა გამოცვალო არშავინი, მაგრამ არ გააკეთებ რადგან იცი რომ მას შეუძლია ნებისმიერ დროს ერთი შეხებით გაიტანოს გოლი."
მილანის ფორვარდი ფილიპო ინძაგი უკვე 34 წლისაა და დროა უპოვონ კარგი შემცვლელი.
"არშავინს უნდა ითამაშოს დიდ კლუბში. და ეს მე არ მახარებს რადგან ვიცი რომ როცა კარგი ვარიანტი გამოჩნდება ის აუცილებლად დაგვტოვებს." განაცხადა ადვოკატმა.
ბოლო დროს მილანი დაინტერესებულია არსენალის ფორვარდით ადებაიორით მაგრამ მისი გადმოსვლის შანსები დღითი დღე კლებულობს და რატომ არ შეიძლება რომ იყიდონ არშავინი? რათქმაუნდა გალიანიმ განაცხადა რომ თუ ადებაიორს ვერ ვიყიდითო არ დავიწყებთ ახალი ფორვარდის ძიებასო... იტყობინება რუსული საიტები.
მაგრად გამიხარდება