
ჰო ნახევარდაცვაში დიდი პრობლემები გაჩნდება

არსენალის ტოგოელი ფეხბურთელმა გადაწყვიტა დაეტოვებინა არსენალი. ყოველი შემთხვევისათვის ყველა ფაქტი ამ აზრამდე მიდის.
იტალიური СМИ წერს რომ ადებაიორის აგენტი სტეფან კურბისი შეხვდა არსენალის ხემძღვანელებს ადებაიორის კლუბიდან წასვლის თაობაზე.
Gazzetta dello Sport წერს რომ ემანუელ ადებაიორს არ აკმაყოფილებს თავისი ხელფასი. ფეხბურთელმა მოითხოვა 2 მილიონი ფუნტის დამატება წელიწადში რაზეც უარი მიიღო და გაბრაზებული გეგმავს სან სიროზე გადაბარგებას.
ადებაიორის კონტრაქტი არსენალთან მთავრდება 2010 წელს, ხოლო ამის გამოსყიდვა დაჯდება 15 მილიონი ფუნტი. მილანს არ გაუჭირდება ასეთი ფულის გადახდა მითუმეტეს რომ ისინი ეძებენ კარგ ფორვარდს. ამ ტრანსფერის განხორციელება სავსებით შესაძლებელია მითუმეტეს რომ არსენ ვენგერის გუნდი აკვირდება ბლექბერნის ფორვარდს სანტა კრუზს.
ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი გეგმავს გუნდში გადმოიყვანოს ორი მსოფლიო დონის ვარსკვლავი-ბრაზილიელი კაკა და ესპანელი დევიდ ვილა.
ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა სკოლარს სატრანსფერო საქმეებში გამოუყო 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი(200 მილიონი დოლარი)
ბრიტანული СМИ ინფორმაციით 50-55 მილიონი დაუჯდებათ მილანის შემტევი ნახევარმცველის რიკარდო კაკას გადმოსაყვანად.
26 წლის ბრაზილიელი 5 წელიწადია გამოდის წითელ და შავ ფერებიან მაისურით იტალიურ კლუბ მილანში. ამ დროის მანძილზე მან ჩაატარა 162 თამაში და გაიტანა 54 გოლი, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 59 თამაში და გაიტანა 19 გოლი.
ასევე 25 მილიონის გადახდას აპირებენ ვალენსიის და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელში დევიდ ვილაში. მან ახლახან ევრო 2008-ში რუსეთის ნაკრებთან შეასრულა ჰეთრიკი.
26 წლის ვილა 3 წელიწადია თამაშობს ვალენსიაში, ის სარაგოსადან გადავიდა. ვალენსიის მაისურით მან ჩაატარა 101 თამაში და გაიტანა 58 გოლი, ხოლო ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 32 თამაში და 17 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ რომ კაკაზე ასევე ოცნებობს ესპანეთის რეალი. ხოლო ვილაზე ლივერპული და ტოტენჰემი.
არამგონია კაკა სადმე წავიდეს , ნუ არ უნდა წავიდსე რაა...
"Corriere dello Sport" ინტერვიუში მილანის ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა რომ მილანი თითქმის მზადაა ახალი სეზონის დასაწყებად, გასარკვევია მხოლოდ ვინ იქნება მილანის თავდამსხმელი. იტალიის, ესპანეთის და ინგლისის პრესა ყოველ დღე აქვეყნებს ახალ-ახალ ინფორმაციებს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით, და დღესაც "The Sun" წერს რომ კამერუნელი ეტოო გადავა ჩელსში. ისინი წერენ რომ ჩელსი ფორვარდში 27 მილიონს იხდის, საინტერესოა რომ გალიანი დიდი ხანი ელოდებოდა ბარსას რათა ფეხბურთელის ფასი 35 მილიონიდან 30 მილიონამდე დაეწია და ჩელსი კი მას 27 მილიონად ყიდულობს.
ხოლო კამერუნელი აცხადებს დღევანდელ ინტერვიუში რომ ის არ გამორიცხავს მის ინტერში გადასვლას. გადასახედია ვარიანტებზე, ეტოო გადადის ჩელსში, დროგბა ინტერში, მაშინ მილანი რჩება ხელცარიელი. ხოლო ახლახან გახდა ცნობილი რომ მილანმა დაიწყო ლიონის ფეხბურთელის კარიმ ბენზემას თავის გუნდში გადმობირიებაზე მოლაპარაკებები. ლიონის ფასი ფეხბურთელზე 35 მილიონიდან 50 მილიონამდე მერყეობს.
ვააა

ბენზემა კაი ლუკმაა

გემრიელი

ბარსელონა განაგრძობს ცდას გადაიბირიოს თავის გუნდში მილანის და იტალიის ნახევარმცველი ანდრეა პირლო. როგორც იცით როსო ნერი დაინტერესებულია ბარსას კამერუნელი ფეხბურთელით სამუელ ეტოოთი და შესაძლებელია მილანმა ეს ფეხბურთელი გაცვლის საშუალებით მიიღოს. თვითონ პირლო რომელიც იმყოფება ევრო 2008-ზე და ეხმარება თავის გუნდ იტალიას გამოეხმაურა ამ ფაქტს.
"ძალიან საინტერესო იქნებოდა სხვა გუნდში გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები. მილანის გუნდში მე მოვიგე რისი მოგებაც შეიძლება, ხოლო ბარსელონას ინტერესი ჩემდამი ძალიან მახარებს." განაცხადა ფეხბურთელმა tribalfootball ინტერვიუში.
სიაფანდია უეჭველი რაა... ჭორია მგონი
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი საუბარი იყო იმის შესახებ რომ მილანს უნდა ლიონის ახალგაზრდა ფეხბურთელი კარიმ ბენზემას ყიდვა. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ლიონის ხემძღვანელებმა და განაცხადეს რომ მათი ფეხბურთელი კარიმ ბენზემა არ იყიდება და მილანს შეუძლია დაემშვიდობოს მასზე ოცნებას. შეგახსენებთ რომ მილანს ძალიან ჭირდება თავდამსხმელი. მათი ვარიანტები იყო ეტოო, დროგბა, ადებაიორი, ხოლო ახლახანს როცა ეტოო თითქმის ჩელსის ფეხბურთელი გახდა და დროგბაზე ძალიან დიდ კონკურებციას უწევს ინტერი, გადაწყვიტეს ბენზემაზე ფიქრი მაგრამ ლიონისაგან მწარე უარი მიიღეს. მილანს ერთი ვარიანტი დარჩათ არსენალის ფეხბურთელის ადებაიორის ყიდვისა ან ახლების ძიება.
ეეე ჩემი რაა... აგვახიეს ტოო ... დროგბა არაო ეტოო არააო ეს ადებაიორი რა ჩემ ფეხებად გვინდა ტოო