ხავის!!!

კატალონიური “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი – ხავი ერნანდესი ევროპის 2008 წლის ჩვემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ესპანეთის ანკრების მიერ ჩატარებული ექვსი შეხვედრიდან ხავიმ ხუთში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო. ამ ხუთ თამაშში ხავიმ ერთი გოლის გატანა მოახერხა. უეფას ტექნიკური ანალიზის ჯგუფმა დაადგინა, რომ ხავი შესანიშნავად დირიჟორობდა გუნდს, თუმცა მათ გულშემატკივართა სურვილის გარეშე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხავი ევროპის ჩემპიონატზე მართლაც საუკეთესო იყო.
ვენაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალი ხავისთვის რიგით 63–ე სანაკრებო შეხვედრა გამოდგა. მას დებიუტი 200 წლის 15 ნოემბერს ჰქონდა კარლეს პუიოლთან ერთად ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხავი ნაკრებში კი იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა, 2006 წლის მუნდიალზე კი ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო.
წყარო: www.euro2008.com
მიმაგრებული სურათი