რიკელმე კარგია ეკვადორთან, კოლუმბიასთან, ჩილესთან და ეგეთ სასტავებთან. ან კიდევ იტალიასთანაც კარგი იქნება

.
როგორც კი ტემპიანი გუნდი აიწევა რიკელმეს ფასი ნოლია და არგენტინა 10 კაცით რჩება ფაქტიურად.
პ.ს. აიმარის გაუთავებელი ლაზარეთის სტუმრობები რომ არა ვინ იცის მართლაც მაგარი ლიდერი გამოსულიყო.
პ.პ.ს. მომენტ არც ვერონი არ იყო ისტრიბიტელი, მაგრამ მქკ ქონდა რიკელმეზე გაცილებით დიდი, ატბორზე თამაშის ხსენება საერთოდ არც ღირს. აი მინი ვერონი გვინა და ეგაა. მე პატარების მეიმედება აი შარშან თუ შარშანწინ რომ მოიგეს კანადაში იქ იყო ერთი ორი კაი ტიპი, ვნახოთ რა გამოვა.
* * *
მაშ ასე, თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე როგორც იქნა ESPN 360-ზე. რამოდენიმე მომენტი რაც თვალში მეცა ეგრევე:
პოზიციურად თითოეული ფეხბურთელი საოცრად თამაშობდა, 5-6-ჯერ დავაკვირდი სპეციალურად როგორ სიმეტრიულად და ერთ ხაზზე მოძრაობდნენ ჩვენი მცველები, ნამდვილად კარგი იყო, ტაქტიკა არ მომეწონა მაგრამ ფაქტია გაამართლა. ცნობისათვის მთელი თამაში გოლამდეც და გოლის მერეც მე-2-ე ნომერს თამაშობდასავით არგენტინა. უპირატესობა საფრანგეთს და რეაქტიული შეტევები. კარგი იყო სისწრაფე, ბურთის ერთი შეხებით პასები, ეს ალბათ დავალებული ჰქონდათ მარადონასგან. 2-ჯერ ზედიზედ ძალიან იშვიათად ეხებოდნენ ბურთს არგენტინელები, თუ დრიბლინგის ბაზარი არ იყო ისიც ძირითადად მესი და აგერო.
მოკლედ ჩანაფიქრი იყო კარგი. მაგრამ შესრულება ტემპის გამო საკმაოდ წუნიანი. ამდენი არაზუსტი გადაცემა ბარე 10 მატჩში არ მინახავს არგენტინელების მიერ. ალბათ მაინც იმის ბრალია რომ ჯერ კარგად არ შეთამაშებულან და სეზონიც ახალი განახლებულია. მე როგორც ვფიქრობ მონახაზი და ჩანაფიქრი კარგია, გაუმჯობესება უნდა.
ასევე ყველაზე დიდი სისუსტე-მინუსი რაც გამოჩნდა აგერო მესის დუეტისგან და ამგვარი სასტარტო შერჩევით ნუ რა თქმა უნდა თავით თამაში. სამწუხაროდ ჩვენი არცერთი სტანდარტული სახიფათო არ იყო, ფლანგური ჩაწოდებებიც ფეხზე უნდა წასულიყო და "ფრანგი" მუტანტები იოლად ჭრიდნენ. მაინც ფფიქრობ რომ ასეთი სტილის თამაშებში იგივე კრუზის გამოყენება შეიძლება ან კიდევ უფრო უკეთესი გენუელი გოლეადორის-მილიტოსი.
ეხლა ფეხბურთელებით ვინ როგორ ითამაშა:
ნუ ჰაინცე სუსტია ეგ ვიცით, მაგის "აკრობატულ" მოძრაობებზე გული მიმდის... მოაცილეთ ნაკრებს რა, ამას ფეხმოტეხილი სამუელი და პენსიაზე გასული აიალა მირჩევნია.
პაპაც არ მომეწონა, არ მომეწონა რა ისეთი არ არის როგორიც მინდა. თან არ ვიცი ნერვიულობდა თუ რა მაგარი შებოჭილი თამაშობდა წინაც და უკანაც.
დემიკელისი ნორმა იყო, უხეში შეცდომა ერთხელ დაუშვა მხოლოდ ისიც ძანეტიმ დაზღვია.
ძანეტი ნუ სუპერ ქედს ვიხრი ამ კაცის წინაშე და კიდევ და კიდევ გული მტკივა, ვინ იცის პეკერმანს რომ არ დაეტოვებინა...
მასკერანო-გაგო: ყველა ორთაბრძოლა მოიგეს ლამის მოედნის ცენტრში. არ გაახარეს ფრანგები. მასკერანო ცოტა მაინც ინერტულივით ჩანდა მაგრამ სამაგიეროდ გაგო იყო 90% ეკრანებზე, თუმცა ასევე გაგოს პასები(წინ რა თქმა უნდა) უფრო უზუსტო იყო ვიდრე მასკერანოსი. მოკლედ საყრდენები კვყავს უმაგრესი, + ამათ კამბიასოს დაუმატებ და ნო პრობლემ
გუტიერესი 23 ნომერი გოლი ვინც გაიტანა, ერთერთი ყველაზე აქტიური იყო, ცოტა მოტლანქოს შთაბეჭდილებას ტოვებდა სირბილის მანერით და ხელების ქნევით, მაგრამ ტექნიკა, შესრულება, ჟინში არაფერი დაეწუნებოდა, ერთერთი საუკეთესო იყო გუშინ არა იმიტომ რომ გოლი გაიტანა, არამედ ძალიან აქტიურური იყო და თავდამსხმელებსაც ეხმარებოდა და დაცვასაც., ყოჩაღ!
იგივეს ვერ ვიტყვი როდრიგესზე, მაქსი ერთერთი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია, თუმცა კარგა ხანია მაგის თამაში არ მინახავს და ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, მოედანზე ფაქტიურად ტყუილად იყო თუ არ ჩავთვლით ერთ დარტყმას რომელიც ფრანგთა მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. ადრე იყო შესაცვლელი, მაგრამ მის მაგივრად ვინც გამოვიდა ის უარესი იყო, ფეხები უკანკალებდა და 10 თუ 15 წუთში ბარე 5ჯერ უაზროდ დაკარგა ბურთი.
აგერო მესი ორივემ მაგარი სამუშაო გასწია, მინიმუმ 2 კაცი აჯდნენ ფეხზე ერთსაც და მეორესაც. აი ამ დროს უნდა ეყომარათ ფლანგებს, გუტიერესმა თავისი საქმე გააკეთა, მაქსიმ მოიკოჭლა.
ტევესი 10 წუთი ითამაშა სულ მგონი და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თამაშზე. საერთოდ ისეთი ტიპია, გოლი რომ არც გაიტანოს, რაღაც შემართება მოაქვს გუნდში. გამწარებული დარბის. მესის გოლი ტევესმა გააკეთა ნახევრად.
მოკლედ მარადონას გამართული 4-იანი ამ თამაშისთვის, ფეხბურთელებს 4.5
მილიტო უნდა გამოვიყენოთ როგორც ვთქვი. ცენტრ ფორვარდი გვინდა. კიდევ გადალაგება/გადაწყობაზეც უნდა ვიმუშავოთ. 4-4-2 კარგია მაგრამ სხვა სქემებიც დასამუშავებელია. იგივე ვერონის გამოყენება შეიძლება ცენტრში გამთამაშებლად. კაცი სამხ. ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამ სეზონში მგონი... მაგრამ 2010-მდე გაქაჩავს? ან იგივე ძანეტი 35 წლისაა ტო...