ეს მეკარეები მევასებოდა ყოველთვის.
ვალტერ ძენგა. საოცარი რეაქცია ქონდა, კარიერის დასასრულს მივუსწარი როცა ნაკრებში უკვე აღარ იწვევდენ.
პერუცი.
ესეც ძალიან მაგარი ტიპი იყო. ფენომენალური ბურთები აქვს მოგერიებული.
ჩილავერტი.
არა პოპსა პონტის გამო ბევრი გოლი აქვს გატანილი და მაგარია. თავის საქმესაც ხუთიანზე აკეთებდა.
ტაფალერი.
მაგის მოგერიებულ პენლებს რა დამავიწყებს
შმეიხელი.
ეხლა ამას რა ჩემი დახასიათება უნდა.
ვიტორ ბაია.
საოცარია როგორ ვერ აიწყო კარიერა ბარსაში.
კეპკე.
ცუდია რომ გერმანელი მეკარის ხსენებისას ბევრს უფრო კანი ახსენდება და არა ეს კაცი.
არც რეაქციაში ჩამორჩებოდა და არც სტაბილურობაში.
კარიერის ბოლოს ჭამა მარტო იუგოსლავიასთან.
იმიტომაც სანამ პენსიაზე გავიდოდა ის იდგა ბუნდეს ნაკრების კარში და არა კანი.
ტოლდო.
კიდევ ერთი ძალიან მაგარი იტალიელი მეკარე.
კარიერის ბოლოს რატო მოექცნენ ესე ცუდად ვერ ვხვდები.
შეი გივენი.
იმის მეასედი დაფასება და პოპულარობა აქვს რაც არის.
დიდა.
ძალიან ორიგინალური მეკარეა. ჯერ მაგის სეივი არ მქონდა ნანახი რო უკვე შემიყვარდა.
უმაღლეს დონეზე მოგერიებული ზედიზედ 5 პენლით სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში.
1950 წლის მერე პირველი ფერადკანიანი მეკარეა რომელმაც სელესაოში მუნდიალზე ითამაშა.
კარლოს როა
სანამ ბერად აღიკვეცებოდა ძალიან მაგარი იყო.
ერთ-ერთი მორიგი სასწაული სეივის დროს ალბათ გონება გაუნათდა და მიხვდა რო ღმერთი არსებობს
კორდობა და მონდრაგონი.
კოლუბიელი ცუდი მეკარე მე არ მინახია მაგრამ ეს ორი განსაკუთრებული იყო.
ამათაც პიარი აკლდათ მაგრათ.
გავჩერდე ეხლა თორე მეკარეებზე უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება