კონტე ” მზად ვარ იუვენტუსისათვის “ ---------- www.forzajuve.ge ----------
იტალიური პრესა ერთი მეორეს მიყოლებით ჯიუტად აცხადებს რომ რანიერი უკვე ისტორია არის რომელიც არცთუ ისე ” ოქროს ასოებით ” შევა ბიანკონერის ისტორიაში . სახელდებიან სავარაუდო მემკვიდრეები , ისეთები როგორებიც არიან ჯამპიერო გასპერინი , ჩეზარე პრანდელი , ლუჩიანო სპალეტი და ასევე იუვეს ყოფილი კაპიტანი ანტონიო კონტე .
” იუვენტუსი ? მინდა გითხრათ რომ არეცოში მუშაობის და ასევე ბარიში გენიალური სეზონის შემდეგ მე ბევრი რამე ვისწავლე . დიახ მე შეიძლება რომ განვიხილებოდი ერთ ერთ კანდიდატად ამ თანამდებობაზე , თუნცა იმიტომ რომ სამი წელი სამწვრთნელო საქმეებს მივზევ ან თუნდაც იმიტომ რომ არაერთი წელი ვიყავი ამ გუნდის კაპიტანი . ”
თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტი ამ მომენტისათვის მხოლოდ და მხოლოდ ბარიზე არის კონცენტრირებული .
” ჩვენ რეალობად ვაქციეთ ოცნება . რჩება ერთადერთი თვე სერია ა-ში ასვლისა , ეს მატჩები კი უბრალოდ ფორმალურ ხასიათს ატარებენ .
კონტემ 300 მატჩი ჩაატარა იუვეს შემადგენლობაში 12 წლის განმავლობაში . 2007 წლის დეკემერში კი ის ბარის ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია .
* * *
მილანი - იუვენტუსი

სერია A 35 ტური
10 მაისი - თბილსის დროით 22 : 30
სან სირო ( 85 700 ) მილანი
არის კი შანსი კიდევ სკუდეტოზე ?
ძნელად დასაჯერებელია , მაგრამ მილანს ჯერ კიდევ აქვს თეორიული შანსი რომ დაეწიოს და გადაასწროს ინტერს . მიუხედავად ყველაფრისა , მილანურ გუნდს ესაჭიროება მეორე ადგილის განმტკიცება . კვირას როსონერი იუვენტუს უმასპინძლებენ .
მილანელებმა ბრწყინაველ ფორმა აკრიფეს ბოლო პერიოდში , მათ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში შთამბეჭდავ გამარჯვებებს მიაღწიეს . ორი აზრი არაა რომ ამაში დიდი როლი კაკას გენიალურმა თამაშმაც განაპირობა , თუმცა მთავარი გმირი მაინც ალბათ ფილიპო ინძაგია , რომელიც განაგრძობს საოცრებების კეთებას . მან ფორმა ორი თვის უკან აკრიფა და იმის შემდეგ კიდევ და კიდევ უმატებს . ფეხბურთელმა ბოლო რვა შეხვედრაში 11 ჯერ შესძლო გოლის გატანა . სუპერ პიპოს დამსახურებაა რომ მილანმა შესძლო მეორე ადგილზე ასვლა . ამის გარდა მცირე იმედიც გაუჩინა სკუდეტოზე კლუბს .
ძნელია მოძებნო ადამიანი რომელიც იტყვის რომ მილანი შესძლებს შვიდ ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრას ინტერთან , მაგრამ ფეხბურთში არარეალური მართლაც არაფერია . როსონერი ფსიქოლოგიურად თავს უფრო მსუბუქად გრძნობს ვიდრე ნერიაძური . თუმცა სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს რომ მილანელებს საკმაოდ ძნელი კალენდარი აქვთ , მაგრამ როგორც ჩანს სან სიროს ერთ ერთი ბინადრები ბოლომდე იბრძოლებენ .
მას შემდეგ რაც მილანი საკუთარ კედლებში იუვეს მიიღებს , შემდეგ გაემგზავრება უდინეში სადაც ადგილობრივ უდინეზეს დაუპირისპირდება , შემდგომ შინ რომას წინააღმდეგ , ხოლო ბოლო ტურში გაემგზავრება ფლორენციაში . უდინეზეს აქვს შანსები რომ ევრო თასებზე მოხვდეს , რომა ალბათ ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში , თუმცა ორი აზრი არაა რომ ბოლომდე იბრძოლებენ . ყველაზე რთული მატჩი მაინც სავარაუდოდ იქნება ფიორენტინასთან . კლუბს ამჟამად მეოთხე საფეხური უკავია ჩემპიონატში და იმის შანსიც კი გააჩნია რომ იუვენტუს გადაუსწროს და დაიკავოს მესამე ადგილი ჩემპიონატში .
ჩავარდნა
სადღაც ხუთი კვირით ადრე ისე ჩანდა ყველაფერი რომ იუვენტუსი მშვიდად დაიკავებდა მეორე ადგილს და იბრძოლებდა ბოლომდე ინტერთან ჩემპიონობისათვის . ტურინელებმა კი ბოლო ხუთ შეხვედრაში ითამაშეს უსაშინლესად აიღეს რა მხოლოდ ოთხი ქულა . ეხლა კი ტურინელები იმყოფებიან მესამე საფეხურზე და არსებობს იმის საშიშროება რომ ამჟამინდელ პოზიციასაც ვერ შეინარჩუნებენ .
21 მარტს იუვემ დიდი ანგარიშით დაამარცხა სტუმრად რომა 4-1 . შემდეგ კალჩოში იყო შესვენება რომელიც გამოწვეული იყო მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევი მატჩებით . ორ კვირიანი შესვენების შემდეგ ფეხბურთელებმა ჯეროვნად დაისვენეს , ტრავმირებულები დაუბრუნდნენ კლუბს და მათ ეგონათ რომ ჩემპიონატის ბოლო მონაკვეთს მაღალ დონეზე დაასრულებდნენ .
მიუხედავად ამისა მათ პირველსავე შეხვედრაში კიევოსთან ვერ შეძლეს გამარჯვების მოპოვება შინ , მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა . ამ ანგარიშმა რათქმაუნდა ცუდათ იმოქმედა ფეხბურთელებზე , მათ უკვე შემდეგ შეხვედრაშივე სურდათ რეაბილიტირება რომელიც ჯენოასთან უწევდათ . სამწუხაროდ მათ ეს არ გამოუვიდათ , გენუელებმა მატჩის ბოლო წამს შესძლეს წარმატების მოპოვება , მატჩი მათი გამარჯვებით 3-2 დასრულდა . იყო ასევე იტალიური დერბი ინტერთან რომელიც 1-1 დასრულდა .
ბოლო ორი შეხვედრა კი ბებერმა ქალბატონმა ჩაატარა ორ აუტსაიდერთან და ორივესთან ერთი და იგივე შედეგით დაასრულა მატჩი - 2-2 . საუბარია ლეჩესა და რეჯინაზე . ეს იყო ბოლო წვეთი ფეხბურთელებისათვის , რომლებსაც ნერვებმა უმტყუნეს , ხოლო ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრდა მწვრთნელის შეცვლაზე .
იუვენტუსი ვერა და ვერ ახერხებს ამ მომენტისათვის ჩვეული ფორმის აღდგენას . არადა კლუბი ცოტახნის წინ ყველა ფრონტზე წარმატებულად იბრძოდა . გაურკვეველია რა მეთოდებით გამოდის კლუბი კრიზისიდან , მაგრამ ბიანკონერის გარშემო ჭორები მატულობს .
ამბობენ რომ გუნდის პირველი ნომერი , გენიალური ჯანლუიჯი ბუფონი დატოვებს ზაფხულში კლუბს . ჟურნალისტები დაჟინებით აცხადებენ რომ რანიერი დატოვებს იუვენტუს . ქომაგებმა დაიწყეს საყვარელი კლუბის სტვენა , მოითხოვენ რა ცვლილებებს . შეიძლება ხელმძღვანელობას უკვე აქვს გადაწყვეტილებები მიღებული მომავლისათვის , მაგრამ ეხლა კლუბი უბრალოდ ცვლილებების გარეშე დაასრულებს სეზონს .
გუნდების ბოლო შეხვედრები
” მილანი “
3 მაისსი კატანია 0-2 მილანი
26 აპრილი მილანი 3-0 პალერმო
19 აპრილი მილანი 5-1 ტორინო
11 აპრილი კიევო 0-1 მილანი
5 აპრილი მილანი 2-0 ლეჩე
” იუვენტუსი ”
3 მაისსი იუვენტუსი 2-2 ლეჩე
26 აპრილი რეჯინა 2-2 იუვენტუსი
18 აპრილი იუვენტუსი 1-1 ინტერი
11 აპრილი ჯენოა 3-2 იუვენტუსი
5 აპრილი იუვენტუსი 3-3 კიევო
სატურნირო მონაცემები კლუბების
” მილანი “
ადგილი - 2
თამაში - 34
გამარჯვება - 21
ფრე - 7
მარცხი - 6
ბურთები - 64 - 29
ქულა - 70
ბომბარდირი - კაკა ( 15 ბურთი 7 პენ )
” იუვენტუსი “
ადგილი - 3
თამაში - 34
გამარჯვება - 19
ფრე - 9
მარცხი - 6
ბურთები - 61 - 34
ქულა - 66
ბომბარდირი - ამაური ( 12 ბურთი )
ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან
” მილანი “
ალესანდრო ნესტა , კახა კალაძე , მარკო ბორიელო , ჯენარო გატუზო და კრისტიან აბიატი სეზონის ბოლომდე გამოაკლდნენ გუნდს . დანიელე ბონერა და ლუკა ანტონინი ასევე ვერ მიიღებენ მონაწილეობას შეხვედრაში . ნელსონ დიდა ტრავმის რეციდივის გამო გამოტოვებს შეხვედრას . თავის პირველ შეხვედრას მიმდინარე სეზონში გამართავს ჟერკო კალაჩი მილანის შემადგენლობაში . ალეშანდრო პატო კი სავარაუდოდ მოედანზე იქნება .
ფლამინიმ მოიხადა უკვე დისკვალიფიკაცია და შესძლებს მონაწილეობის მიღებას , რომელიც მოედანზე მარჯვენა მცველის პოზიციაზე იასპარეზებს .
” იუვენტუსი “
როგორც ყოველთვის იუვეს საკმაოდ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს : კლაუდიო მარკიზიო , ჰასან სალიჰამიჯიჩი , მომო სისოკო , დარიო კნეჟევიჩი , კრისტიანო მოლინარო , ალბინ ეკდალი . თუმცა არის სასიამოვნო ინფორმაციაც დაცვის ცენტრში ითამაშებენ ლეგროტალიე - კიელინის დუეტი.
ოლაფ მელბერგი და პაველ ნედვედი დისკვალიფიცრებულნი არიან .
ვისთვის ღირს თვალყურის დევნება
” მილანი “
ფილიპო ინძაგი ამ მომენტისათვის ევროპაში ერთ ერთ საუკეთესოდ ფორვარდათ ითვლება . თავდასხმელი განაგრძობს ბრწყინვალე საგოლე სერიას . კაკა ლიდერობს საკუთარ გუნდში ბომბარდირთა დავაში , მის ანგარიშზე 15 გოლია , თუმცა ბრაზილიელი ამაზე გაჩერებას არ აპირებს .
” იუვენტუსი “
მასპინძლების მცველებს ფრთხილად მოუწევთ ამაურისთან თამაში . იუვეს მერვე ნომერის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია და რამდენიმე საგოლე გადაცემა ყველაფერთან ერთად ფორვარდმა უკვე აიღო მილანელთა კარი თან ორჯერ , 14 დეკემბერს . ჯანლუიჯი ბუფონმა 11 ბურთი გაუშვა ბოლო ხუთ შეხვედრაში , ამიტომ ფეხბურთელს მოუწევს სასწრაფოდ სიტუაციის შეცვლა .
მილანი
4 - 3 - 1 - 2
კალაჩი
ფლამინი - ფავალი - მალდინი - ძამბროტა
ბექჰემი - პირლო - ამბროზინი
კაკა - პატო
ინძაგი
” იუვენტუსი “
4 - 4 - 2
ბუფონი
ძებინა - ლეგროტალიე - კიელინი - დე ჩელიე
მარკიონი - ძანეტი - პოულსენი - ჯიოვინკო
ამაური - იაკინტა