გუნდი თამაშობდა მეორე ნომერით.
ბავარია ძლაიან ენერგიული და მობილური მომეჩვენა და საბოლოოდ მართლაც ასე იყო.
კარგი ახალგაზრდობა ჰყავთ. და 2 3 წელიწადში კაი გუნდი ეყოლებათ.
ჩვენზე შემიძლია ვთქვა რო ვაკავებდით და კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.
ჩვენს შემადგენლობას რო დაგეხედა იტყოდი უეჭველი წავაგებთო მაგრამ გამოჩნდა რო ფერგი მაგარია ძააააალიან ტაქტიკაშიც.
ანუ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ მაგრამ შედეგი მოიტანეს პენალტებამდე მივიდნენ. ეს მარტლა კარგი შედეგია.
დაინახეთ ალბათ რო იცინოდა უკვე გაუსწორდა რო ჩანაფიქრმა გაამართლა და იმედი ქონდა რო ახალგაზრდა ფეხბურთელები ვერ გაუძლებდნენ ზეწოლას. გაუძლეს. გერმანელები არიან. ამაში მაგრები არიან. სწორედაც რო ვერ გაუძლო ევანსმა რომელიც აშკარად ერთერთი საუკეთესო იყო არა მარტო მანჩოს შემადგენლობაში.
დარწმუნებული ვარ რონალდო რო ყოფილიყო გუნდში რომელიღაცა ახალბედა გერმანელი გამაზავდა.
ხოდა რაც მთავარია ეს არ უნდა იქცეს ტენდენციად რადგან აქ მართლა არის დამარხული ჩვენი სისუსტე.
ცოტა მაინც გვაჯობეს. 55 - 45 იყო.
მე კატკარტიც მომეწონა 20 წლის ბიჭის კვალობაზე კარგი კორპუსი და რეაქცია აქ. თან უმნიშვნელოვანეს მომენტში გამოიყვანა. ბოლო 15 წუთში. ანუ იმ პერიოდში რა პერიოდშიც მოიგო დღეს დინამომ