დღეს ბაიერნს ვგულშემატკივრობ, რაც ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია. მიზეზი მარტო ის არ არის, რომ ბარსას ქომაგი ვარ... უბრალოდ მგონია, რომ მაურინიოს სტილის ფეხბურთში გამარჯვება, სპორტის ამ სახეობას არ არგებს. იცით ალბთ, რომ ეგრეთ წოდებულ მოდას ლიგის და მსოფლიოს გამარჯვებულები აკანონებენ. ჰოდა არ მინდა ფეხბურთი დახურული სქემების დოღად გადაიქცეს, სადაც მთავარი ტაბლო იქნება. თუ თამაშმა სიამოვნება არ მომანიჭა, მაშინ რა აზრი აქვს ფეხბურთს ვუყურებ თუ დავუშვათ სვარკას, საიდანაც ამ განცდის მიღება დამეთანხმებით ძალიან ძნელია.

)) თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვან გაალი ჩვენებურია (ანუ ბარსელონელი). მაურინიოსგან განსხვავებით, მან ბარსას სული შეითვისა, ჟოზემ კი პირიქით. რომ იტყვიან კაცობაზე ხელი აიღო და... რას დაკუნტრუშებდა ნოუ კამპზე ერთი მაინტერესებს. არავისგან არ მოუსმენია და ან არ უნახავს, როცა ესა თუ ისე ფეხბურთელი ან მწვრთნელი, რომ ამბობს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თუ წარმატებას მივაღწევ ემოციურად არ ავღნიშნავო? მაგრამ მას დიდი ადამიანობა სჭირდება, ეგ კიდე რაც არ უნდა მოიგოს ამ ქვეყნად, ასეთად ვერასოდეს იქცევა.