საინტერესოა ფიორენტინას განათხოვრებული ფეხბურთელების სია
რამოდენიმე მათგანი საკმაოდ პერსპექტიულიც არის და ძალიან კარგია რო განათხოვრების შედეგად მათ პრაქტიკა ექნებათ
16 ფეხბურთელიდან 7თავდამსხმელია

1 მეკარე, სამი მცველი
matthias lepiller ფრანგი 21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ჯერ ციურიხში, შემდეგ K.A.S. Eupen-ში იქნა განათხოვრებული. 26 თამაშში 11 გოლი.

ასევე გამოვარჩევდი Nikola Gulan-ს, 20 წლის სერბ ფეხბურთელს, რომელიც სერბეთის U21ის წევრია და 21 მატჩი აქვს ჩატარებული. ჯერ მიუნხენ 1860ში იყო, ახლა ემპოლიშია, ჯამში 15 მატჩი ითამაშა. თავის დროზე ისიც პარტიზანიდან გადმოვიდა

Jan Hable - 21 წლის ჩეხი ჩამშლელი ნახევარმცველი. ჩეხეთის ნაკრების U16, U17, U18, U19 და U21 ნაკრების წევრი. ამჯერად ასკოლის რიგებში ირიცხება

Ondřej Mazuch - 20 წლის ასევე ჩეხი მცველი, რომელიც U19ის წევრია და ამჟამად ანდერლეხტშია განათხოვრებული. 17 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და საკმაოდ იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება
მიმაგრებული სურათი