რეალურად, პატიოსნად და ობიექტურად ვიტყვი ამას ერთხელ და ისევ დავუბურნდები ნეტარი ფერგის გინებას.
1. ფერგი არ არის FA-სთან შეკრული
2. დანარჩენი 19 გუნდი არ ცდილობს არსენალის ფეხბურთელების დალეწვას.
3. არსენალი არის, ვიმეორებ ა რ ი ს! ჩელსის და მანიუს ტოლფასი (უკეთესი თუ არა) გუნდი, თუმცა პრობლემები აქვს დაცვაში. ზოგადად კი იმდენად თანაბარია ძალები რომ კონკრეტულ დღეს გააჩნია ვის უფრო წაუვა თამაში.
4. ჩელსის არ ენძრევა. ტერი, კოული, ჩეხი, ესიენი, მალუდა, ივანოვიჩი, მიკელი და ბოსინგვა ჯერ 30 არ არიან, ასე რომ ამ ხალხს კარიერა ჯერ არ დაუმთავრებიათ და ბევრ უმაგრეს თამაშებს ჩაატარებენ. +აბრამვიჩი ფულში იხრჩობა და გახსნის ამ დედააფეთქებულ საფულეს ზაფხულში. მომავალი 2 სეზონის მანძილზე ჩელსი საგრძნობლად შეიცვლება და გაძლიერდება.
5. ჩელსის ისევე როგორც მანიუს პრობლემა აქვს კრეატივის საკითხში.
6. სამივე გუნდს აქვთ საკუთარი პრობლემები. უპრობლემო არავინ არ არის. მაგრამ სამივე გუნდს აქვს ამ პრობემების დაძლევის რესურსებიც, ძალაც და სურვილიც.
7. მანიუს რაც შეეხება, ოკ, რუნი წელს სუპერი იყო, მაგრამ რუნსი გარდა ამ გუნდს ყავს სხვა სერიოზული ფეხბურთელებიც: ევრა, ფლეტჩერი, სკოულზი, ვალენსია, პარკი, გიგზი და თუნდაც ნანი და ბერბატოვი.
8. ლივერპული. ტორესი ზაფხულში წავა 99,9% გარანტირებულია ეგ ამბავი. ჯერარდისგან აჩრდილიღა დარჩა, და კარაგერი სუპერ პენისია, მაგრამ სამაგიეროდ ლუკასი გმირად გეზრდებათ და აკვილანი ტოპ კლასია
პ.ს. გულიტის და ვიალის დროინდელი ჩელსი ამ ჩელსის შეჭამდა და მოჯვავდა პირველივე ტაიმში
This post has been edited by SIDCFC on 22 Mar 2010, 02:21