გუშინდელმა თამაშმა, ასე თუ ისე, ბევრი რამ გამოაჩინა.
ყველაზე მთავარი პრობლემა, ეს არის ფანტაზიის არქონა. ნაკრებს არ ჰყავს ფეხბურთელი, ვისი მინდორზე ყოფნაც გუნდს სოლიდურობას, ფანტაზიას, კლასს, ჭკუას, ქარიზმას შესძენს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სამწუხაროდ, მაესტრო გამოტრაპატონოსაკობის გზას შეუდგა. ისე, თვით ტრაპიც კი, ფანტაზისტას ვერ ელეოდა თავის სქემებში. რაც არ უნდა მაგარი მწვრთნელი იყო, ასეთის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატზე უმაღლესი მიზნის მიღწევა ძნელია, თუ წარმოუდგენელი არა.
დღეს კი, ნაკრების "იმედი" დი ნატალეს მოედანზე შესვლაა, რომ, მან დაალაგოს თამაში და რაღაც "ისეთი" ითავოს. "ისეთს" კი, ეს ნეაპოლელი გლეხი ვერასდროს ითავებს. გუშინ, მეორე ტაიმში რომ შევიდა და ერთი-ორი ვითომ "პროფესორული" პასი გააკეთა, არ დაგიმალავთ და გულის რევა ვიგრძენი და ლაპტოპს საკმაო დისტანციაზე დავშორდი. თან, ათი ნომერი

ეს ხო საერთოდ, ცალკე თემაა. თითქოს წვრილმანობაა ერთი შეხედვით, რა მნიშვნელობა აქვს ნომერს? მაგრამ, აქვს! ეს ფეხბურთია და ასეთი სიმბოლოებისთვისაც გვიყვარს ის.
კარგი მეკარეა მარკეტი, მაგრამ ამ პოზიციის ბედი გადაწყვეტილია და ბევრი არაფერია სათქმელი.
დაცვაში გუშინ ბოკეტი დარბოდა, რომელიც არანაირად არ უნდა იყოს ძირითადში და არც იქნება. გუშინ დაბნეულმა დაიწყო და მხოლოდ მას მერე, რაც მისმა ცხოველმა მეწყვილემ ერთი-ორი წიხლი უთავაზა მეტოქეებს, გათამამდა და ფერზე მოვიდა. თუმცა, დირკაა.
კიელინიზე არაფერს ვიტყვი. მე არასდროს მომწონდა ეს ტიპი და არც ეხლა მომწონს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კარგი მცველი არ არის. კანავარო-კიელინი ძირითადი და ბონუჩი პირველი შემცვლელი.
მარცხენა ფლანგზე ძამბროტა დაძუნძულებდა გუშინ, თან კაპიტნის სამკლავურით

ამ ტიპის ფართონაბიჯიან ძუნძულს ყოველთვის ავიტან, რაც არ უნდა ბებერი იყოს

თან, კრიშიტო, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოთამაშეა, გამოცდილება არ აქვს და ძაან მობავშვო ელემენტია.
მარჯვენა ფლანგზე გუშინ ისევ ის მაჯო ვიხილე, ჩემი გამოზრდილი და კარგად ნაცნობი

საოცარი ენერგიით, სირბილით და შეტევაში ჩართვებით. მაგრამ, არც ტექნიკა მომატებია მას მერე, რაც გენუა დატოვა და არც ჭკუა და არც არაფერი. საშინლად ბევრი ჩაწოდება გააფუჭა და ქარს გაატანა კარგი მომენტები. ეს ასე იქნება მსოფლიოზეც. ირბენს აუარებას მთელი თამაში, გაიხსნება ბევრჯერ, ბევრი მომენტი შეექმნება, საიდანაც 20/1 შეფარდებით გაიტანს, ანუ, მსოფლიოს მცირეხნიანობიდან გამომდინარე საერთოდ ვერ გაიტანს

და იმედია, ჩაწოდებები უკეთ წაუვა.
ჯენარო გატუზო ისევ ის ბიჭია, სასაცილოდ ბრაზიანი და მუშტებშეკრულად მორბენალი. რამდენიმე თამაშს ასე ყოველტვის ითამაშებს და მისი წაყვანაც, უფორმობის მიუხედავად, ამიტომაც არ ყოფილა დიდი ტრაგედია და უნამუსობა.
პალომბომ ჩვეულად ითამაშა 6,5-ზე. სულ რო ხორცსაკეპში შეაგდო მაინც ადგება და ითამაშებს, ისეთი ცხოველია. რამდენიმე ძალიან კარგი დიაგონალი გააკეთა გუშინ.
მონტოლივოზე არაფერს ვიტყვი. ბევრჯერ მითქვამს. ბუტაფორიაა.
ნახევარდაცვის ცენტრში პირლო დიდი დანაკლისი იქნება. დე როსი აკლდა გუშინ თამაშს.
კუალიარელა ისევ ისეთი ავ-კარგიანად გაუგებარია. კოსუ კოსუობის კვალობაზე ცუდი არაა, მაგრამ კოსუა რა.
ის რაღაცა რომ შემოიყვანა, შვიდი ნომრით, ნუ, რა უნდა ვთქვა. ფალოსი აღმატებითი სიტყვა იქნება.
იაკინტამ, ამას წინად გაზეტას უთხრა, როლს გარეთ ვთამაშობ მარჯვენა შემტევად, მაგრამ ეს რომ ლიპის ვუთხრა - არასწორად მათამაშებ, ნაკრებიდან გამაგდებსო და ნუ, რა უნდა ელაპარაკო, ან შეგირდს და ან მასწავლებელს. გუშინ კი შეიყვანა მარცხენა მხარე მაგრამ დრო არ ეყო, თორემ დაგვამახსოვრებდა თავს
პაცინიმდე ბურთი იშვიათად აღწევდა და ესეც, ძირითადად "მუშაობდა". ისე, ამ უფანტაზისტობის პირობებში, ზურგსუკან ჩექმები რომ დარბიან და პასს ვერავინ გაწვდის ნორმალურს, წინ პაცოს მაგივრად ჯილას მოთხოვნილება მქონდა თამაშის განმავლობაში. ის უფრო "რაღაცნაირია" და ასე თუ ისე "სულიერ საზრდოს" მოგვიციცქნიდა, რაიმე სექსუალურს გვანახებდა
მოკლედ, ასეთია დღევანდელი ნაკრები და ალბათ, რაც მე მინახავს დიდ ტურნირებზე, ყველაზე სუსტი. ალბათ კი არა, ყველაზე სუსტი. ჰოდა, თუ ესენი გაქაჩა გამობერებულმა მარჩელომ, ქედს მოვიხრი მის წინაშე
მიმაგრებული სურათი
On the 8th day, God created whiskey to keep the Irish from taking over the world!