არა

ისადა ვილიამ უარყო ჭორები..მერე გაადწყვეტილი არაფერიაო..კაროჩე მძიმე ზაფხული გველის
* * *
საკმარისია, დიადმა გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩი წააგოს და მაშინვე შემადგენლობის გადახალისებაზე იწყება ხოლმე საუბარი. “ბარსელონამ” ჩემპიონთა თასის მფლობელის უფლებამოსილება მოიხსნა და გაჩნდა ინფორმაცია, რომ დავიდ ვილიას “კრიზისში მყოფი გოლიათისთვის” წინააღმდეგობის გაწევა მობეზრა.
ესპანურ საინფორმაციო საშუალებებს თუ დავუჯერებთ, სახელგანთქმული ბომბარდირი ზაფხულში ბლაუგრანას მაისურს მოირგებს. დავიდს, არაერთხელ უთქვამს, რომ მშობლიურად ქცეული კლუბის დატოვება არ სურს, მაგრამ ბოლო დრო ისიც მრავალჯერ განაცხადა, ჩემს კარიერაში ცვლილებებია მოსალოდნელიო.
გასულ ზაფხულს, ყველას ეგონა, რომ პერესმა პირველმა იპოვა არგუმენტები ფეხბურთელისთვის, ხოლო ვალებში ჩაფლული კლუბისთვის ფული. მაგრამ, როდესაც “ბარსელონას” საშუალება მიეცა, “რეალისთვის” დაენახვებინა თუ რაოდენ კარგად შეუძლია მოლაპარაკებების წარმოება, ვილიას უკვე სხვა ესპანურ ქალაქში ელოდნენ. მასმედიის საშუალებები “მანჩესტერსაც” არ ივიწყებდნენ, მაგრამ დავიდს არაერთხელ უთქვამს, სამშობლო ძალიან მიყვარს და აქ მირჩევნია თამაშიო.
ეს პატარა დავიდი
ნებისმიერი ფეხბურთელის (ისევე როგორც ადამიანის) ლაფში ამოსვრა შეიძლება, მაგრამ ვილიას მიმართ აუგი სიტყვა, ალბათ არავის დასცდება. უფრო მეტიც, ხმამაღლა შეიძლება იმის თქმა, რომ დავიდი მსოფლიოს ტოპ-ჩემპიონატებში ყველაზე სტაბილური ფორვარდია.
არ გჯერათ? არსებობს ფიბონაჩის (შუასაუკუნეების იტალიელი მათემატიკოსი) რიცხვების თანმიმდევრობა, ჰოდა არაფერი დაშავდება, ვილიას თანმიმდევრობაც თუ იქნება: 20-20-20-18-27-21-22-30-28. მათემატიკური თვალსაზრისით, სისულელეა, ხოლო საფეხბურთო თვალსაზრისით, დაუჯერებელი მაჩვენებელი. ეს ციფრები ვილიას მიერ გატანილი გოლებია სეზონების მიხედვით, თანაც 28 მიმდინარე სეზონის მაჩვენებელია. სეგუნდაში ჩატარებულ ორ სეზონს თუ არ ჩავთვლით, მაშინ საშუალოდ, დავიდს 23 გოლი გააქვს ბოლო შვიდი სეზონის მანძილზე.
აღსანიშნავია, რომ მის შედეგიანობას შავი ღრუბელი არასდროს დასდგომია თავზე და არც ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონია როდესმე. თვალი არ ეცეს და, ჯერ სერიოზული ტრავმაც არ მიუღია.
კაკას შემთხვევაში, ბასეინსა და ტრავმაზე შეიძლება მოვყვეთ, რომელმაც რიკი კინაღამ დააინვალიდა. ვილიას კი, ასეთი საზარელი ისტორიები არ გადახდენია თავს, მაგრამ მის კარიერას ჯერ კიდევ ბავშვობაში შეიძლებოდა დასმოდა წერტილი. ცხრა წლის ასაკში ვილიამ, ბანალური, მაგრამ ამავდროულად თეძოს სერიოზული ტრავმა მიიღო, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის კინაღამ ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცა. შემდეგ იყო “სპორტინგი” და “სარაგოსა”, სადაც ვილია ისეთად იქცა, როგორის ნახვასაც ჩვენ ვართ შეჩვეულნი.
“ვალენსიაში” 12 მლნ. ევროდ გადასვლა, “ღამურებისთვის” იღბლიან გარიგებად უნდა ჩაითვალოს. მათ არამხოლოდ ძირითადი შემადგენლობის მზა ფეხბურთელი შეიძინეს, არამედ ლიდერი ხუთი სეზონისთვის. დავიდი ესპანეთის ნაკრებშიც კარგად თამაშობს, სადაც მისი შედეგიანობის საშუალო კოეფიციენტი ერთ მატჩში 0.65 გოლს უტოლდება.
ყველამ კარგად ვიცით, რომ გოლებს არამარტო კონფედერაციის თასზე, არამედ ევროპის წამყვანი ნაკრებების კარშიც უპრობლემოდ იტანს. დელ ბოსკეს გუნდის ოპტიმალურ კომპლექტაციას თუ გავითვალისწინებთ, ტორესისა და ბარსელონური საძმოს თამადობით, ნაკრებში არიან ფეხბურთელები ვისაც გოლების გატანა ეხერხებათ, მაგრამ ვილია ყველა მათგანზე მოხერხებულია. დავიდი იმ კომპანიის ნაწილი თუ გახდება, რომელიც ლურჯ-შინდისფერ მაისურს წითელ-ყვითელით წარმატებულად ცვლის ხოლმე, ეს ნაკრებისთვის პლიუსი იქნება – გუნდი უფრო მეტად შეთამაშდება.
ეს დიადი დავიდი
“ვალენსიაზე”, მის პრობლემებსა და წარმატებებზე დიდხანს შეიძლება ვისაუბროთ, ამიტომ აჯობებს ამ თემას ცალკე მასალაში თუ შევეხებით. ნათელია, რომ ვილიას გარეშე “ღამურებს” უფრო გაუჭირდებათ, ხოლო რამდენად წაადგება იგი ბლაუგრანას, ამაზე ქვემოთ ვიმსჯელოთ. აბსოლუტურად არასწორია იმის თქმა, რომ ვილია ეტო’ოს შემცვლელია. კამერუნელი უფრო ცენტრფორვარდია, კლასიკური გაგებით, ვილიას კი ფლანგებზე თამაშიც იზიდავს და საკუთარი გუნდის შეტევების წამოწყებაც ეხერხება.
აქედან გამომდინარე, “ბარსელონასგან” ჩვეულ თამაშს უნდა ველოდოთ, უბრალოდ მესისა და იბრაჰიმოვიჩს სწრაფი ვილია შეეშველება. თუმცა, ისიც საეჭვოა, რომ პედრომ ძირითად შემადგენლობაში იოლად დაუთმოს ადგილი ვალენსიელს. ასე თუ მოხდა, შვედი რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ასეთი ვარიანტი გამორიცხული არ არის. თავის დროზე ანრიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდში, ხოლო მიმდინარე სეზონში სათადარიგოთა სიაში ჩაეწერა და სავსებით მოსალოდნელია, ზაფხულში ნავთსაყუდელი გამოიცვალოს.
ვილიას საფეხბურთო ინტელექტში ეჭვის შეტანა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ის მეტად მრავალმხრივი და შრომისმოყვარე ფორვარდია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია, რაც “ვალენსიაში” არაერთხელ გაუკეთებია. ამ კომპონენტში ეტო’ოსა და ზლატანს აშკარად სჯობია. კამერუნელს არერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, როგორც საშინაო, ასევე ევროასპარეზზე, იბრაჰიმოვიჩი კი ნელ-ნელა უშინაურდება პრიმერას კიპერებს, მაგრამ სეზონს მთლიანობაში თუ გადავხედავთ, თვალწინ არაერთი გამოუყენებელი საგოლე მომენტი წარმოგვიდგება.
იმის მტკიცება, რომ ვილია შესაძლებლობების მესამედის რეალიზებას ახდენს, არ შეიძლება, რადგან ეს არაჩვეულებრივი მაჩვენებელი იქნებოდა, მაგრამ ესპანელზე იმასაც ვერავინ იტყვის, საგოლე მომენტებს ფლანგავსო.
ლაპორტასთვის, ვილიას ტრანსფერი, პერესისთვის ალიყურის უკანასკნელად გაწვნის საშუალებაა. თავად ფეხბურთელისთვის კი, ბლაუგრანაში გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ პრიმერადივიზიონში პირველ-მეორე ადგილოსან გუნდებსა და მესამეადგილოსან შორის ქულათა სხვაობა, სარეკორდოა – 24.
ლევანტელების თრევით, ვილია დაიღალა, “ვალენსია” კი მის ტრანსფერში დიდ ფულს აიღებს – 40 მლნ. ევროს. ამბობენ, კატალონიელები გლებსა და კრკიჩსაც დაუმატებენ “ღამურებსო”. თუმცა, ახალგაზრდა ფორვარდთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გაურკვეველი სიტუაციაა. გაჯიქება ბელორუსსაც შეუძლია, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. ისევე როგორც იმაზე მსჯელობა თუ როგორ აპირებს გვარდიოლა მოედანზე ერთდროულად მესის, ზლატანის, პედროსა და ვილიას გაყვანას. აგერ პიკეც ჩაეწერა თავდამსხმელებში.
სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ესპანეთის საფეხბურთო ცაში გამოკიდული ვილიას ტრანსფერი, როგორც ჩანს, მალე მიწაზე დაეშვება – დასაშვებად აეროპორტიც შერჩეულია უკვე – კოხტა ბარსელონა.
www.soccer.ru
მიწისქვეშეთში მძინარე მეფეთა ასულები მომიტაცებია. ტრებონის კარიბჭეები გადამიწვავს. ფელურიანთან ღამე გამიტარებია, თუმცა არც სიცოცხლე დამიკარგავს და არც ჭკუიდან შევშლილვარ. . მისაუბრია ღმერთებთან, მყვარებია ქალები და ისეთი სიმღერები შემითხზავს, მენესტრელებსაც უღვრიათ ცრემლი