
შენ ჯერ სხვა გუნდების ფორმები არ გინახავს

ბარსელონა როგორც ყოველთვის კლოუნების ფორმაა ჩემიი იმენა ფერების შეხამება ნოლია...რასა გაავს მაგათი მომავალი წლის ფორმა უნდა ნახო
მადრიდის “რეალი” და კატალონიური “ბარსელონა” ორი მცველისთვის დიდ ბრძოლას გააჩაღებენ.
როცა პეპემ დეკემბერში უმძიმესი ტრავმა მიიღო, მადრიდელთა ხელმძღვანელობა შეშფოთდა და დაიწყო პორტუგალიელის შემცვლელის ძებნა. თუმცა, პეპე მალე დაუბრუნდება გუნდს. მიუხედავად ამისა, “სამეფო კლუბი” მაინც აპირებს მცველების დამატებას.
ეს მცველები არიან ნევენ სუბოტიჩი (“დორტმუნდი”, 21 წლის) და დავიდ ლუისი (“ბენფიკა”, 23 წლის). სუბოტიჩს გერმანულ კლუბში 65 მატჩი აქვს გამართული და 9 გოლია მის ანგარიშზე, ხოლო ბრაზილიელ მცველს “არწივებში” 64 მატჩში 5 გოლი აქვს ანგარიშზე. მას როგორც დაცვის ცენტრში, ასევე ფლანგზეც შეუძლია თამაში.
Cadena Ser-ის ცნობით, ეს მცველები არამარტო “რეალის”, არამედ “ბარსელონას” თვალთახედვის სფეროშიც მოექცნენ.
ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვიტყვით, რომ ეს ორი მცველი რომელიმე ესპანური კლუბის მაისურს მოირგებს, მაგრამ მათი შეძენა რთული რომ იქნება, ეს აშკარაა.
ინფორმაციის წყარო: Fichajes.com
geomadridista.com
აუუ ნევენიი ი ლოვ უუუ

მაგრად მინდაა ეგ ბიჭი რეალში