ლივერმენ არა, ფანი ნამდვილად არ, მუჰამედას ძმაკაცი იყო

---
3 აპრილს, "ფულჰემის" სტადიონ, "კრეივენ კოტიჯზე" მაიკლ ჯეკსონის ნატურალური ზომის, ფერად ქანდაკებას გახსნიან. ეს ინიციატივა ლონდონური კლუბის მეპატრონეს მოჰამედ ალ ფაედს ეკუთვნის. ალ ფაედი 2009 წელს გარდაცვლილ პოპ-ვარვსკვლავთან მეგობრობდა.
ქანდაკება მდინარე ტემზას გადაჰყურებს. ის სანაპიროსა და სტადიონის ჰემერსმიტის ტრიბუნის შორის თითის წვერებზე დგას - ფულჰემში ამას ჯეკსონის ლეგენდარული პოზა უწოდეს. ქანდაკებას შავი ტყავის შარვალი და ბრწყინავი ქურთუკი ეცმება.
თავიდან ალ ფაედს ჯექსონის ძეგლის დადგმა "ჰეროდსის" წინ უნდოდა - მაგრამ მას მერე, რაც ის გაყიდა, საუკეთესო ადგილად "კრეივენ კოტიჯი" მიიჩნია. "ფულჰემის" მეპატრონემ თქვა:
"დღეს სიტყვა ლეგენდას ძალიან ხშირად იყენებენ. ცდილობენ ამ სიტყვით ესა თუ ის ვარვსკვლავი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადონ. აი, მაიკლ ჯეკსონი კი ნამდვილი ლეგენდაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გარდა ამისა ის ჩემი მეგობარი იყო. მასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და გული მწყდება, რომ ასე უდროოდ გარდაიცვალა."
საინტერესოა, რომ პრეზიდენტის აზრი "ფულჰემის" ერთ-ერთი გამორჩეული ფანის, გულშემატკივართა ვებ-გვერდის ავტორ დევიდ ლოიდის აზრს არ ემთხვევა. ლოიდი წერს:
"ჩემთვის რომ ეკითხათ, მინდა თუ არა "კრეივენ კოტიჯზე" მაიკლ ჯეკსონის ძეგლი რომ იდგეს, არას ვუპასუხებდი. სხვა საქმეა, რომ ჩვენ, "ფულჰემის", ფანები პრეზიდენტს ძანლიან დიდ პატივს ვცემთ და თუ მას ამ ძეგლიდ დადგმა ძალიან სურს, დაე იყოს ასე."
"ლელო" 18.03.11
მიმაგრებული სურათი