საინტერესო სტატისტიკა
ახლა დავსერჩე ამ თემაში და უცებ გადავავლე პოსტებს თვალი
შვაინშტაიგერი - სულ ნახსენებია 2-ჯერ (ვიღაცამ +1 რომ დაუწერა და ,,დააქუოტა" არ ვთვლი)
ხავი ნახსენებია რამდენჯერმე და ნახევარზე მეტი იმის გარკვევაა ჩავია თუ ხავი
ხავიზე ილაპარაკეს ასევე სულ 2 პოსტში
დელ ბოსკე ნახსენებია 1 პოსტში
ლიოვი ასევე 1 პოსტში
ვილია ნახსენებია რამდენჯერმე და მიდის გარჩევა იყო თუ არა თამაშგარე
კლოზე რ ა მ დ ე ნ ჯ ე რ მ ე ა ნახსენები, გიხაროდენ, მაგრამ გააჩნია როგორ

პოდოლსკი ორჯერ, იმათ მიერ ვინც სხვები ახსენეს თავის პოსტში
ოზილი ახსენეს 2-ჯერ, და ისიც იმათ ვინც სხვები ახსენებს (ქუოტები და პლიუს ერთები არ ითვლება, ასევე ხელმწორეში რომ აქვთ კლოზე ოზილი თუ ინიესტა)
პიკე - ზუსტად ერტხელ ახსენეს (ვინც სხვები ახსენა იმან)
ლამი ასევე ერთ პოსტშია
ინიესტა ახსენეს ორჯერ, ერთმა ბურთს დაახევს თავზეო და მეორემ შანსი აქვსო?
ყველაზე მეტჯერ ნახსენებია ,,მსაჯი" ,,თამაშგარე" ,,ძულთ" და ა.შ.
და ა.შ.
ვერაფერს იტყვი, ირჩევა მომავალი თამაში მართლაც რომ ტაქტიკოსების და ექსპერტების მიერ

სამწუხარო ისაა რომ რაც თავი მახსოვს ყველა თემაში იგივე ხდება

ნებისმიერი ვინც შეეცდება რამე გარჩევის მაგვარი დაწეროს, მომდევნო აუცილებლად მიაგეგებებს ,,LOL" ან ,,ბოღმაა" ანაც ,,პრაფესურა" და გავა თემიდან