Blunt
From Paris with Love

        
ჯგუფი: Members
წერილები: 33615
წევრი No.: 93806
რეგისტრ.: 17-June 09
|
#21538270 · 11 Sep 2010, 14:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩეზენა პატარა ქალაქია იტალიის ჩრდილოეთით, ემილია-რომანიის რეგიონში, რომლის მოსახლეობა 100 ათასსაც ვერ უტოლდება, მაგრამ ქალაქისავე სახელწოდების მქონე კლუბის 24-ათასიანი სრადიონი “დინო მანუცი” დღეს ალბათ პირთამდე გადაივსება. ჩეზენაში განსაკუთრებული სტუმარი ჩადის, “მილანი”, თავისი ახლადშეძენილი ვარსკვლავებით - იბრაჰიმოვიჩითა და რობინიოთი და ამ ორი ძვირადღირებული შემტევის დებიუტიც სერია A-ს დებიუტანტთან იგეგმება. “მილანის” ქომაგებისთვის აქ ერთი აქტუალური კითხვა ისმის: მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ორივე მათგანს თუ ათამაშებს? წინასწარი შეხედულებით, სკამზე დასაჯდომად რობინიო უნდა გაიწიროს, იბრაჰიმოვიჩი კი ძირითად ცენტრფორვარდად მოიაზრება. “მილანს” სულ ცოტა კიდევ ორი უმაღლესი დონის მოიერიშე ჰყავს - რონალდინიო და პატო და ალბათ ყველას ადგილი ვერ გამოიძებნება სასტარტო. (თუმც კლუბის პატრონსა და იტალიის პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონის აზრით ოთხივეს ერთდროულად თამაშითაც არაფერი დაშავდება). “ფეხბურთელები თამაშისთვის მზად არიან და ახლა მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელ მათგანს დასვამს სკამზე, ორს ათამაშებს, სამს თუ ოთხს” - ვალმოხდილი კაცის ინტონაციით ამბობს “მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, რომელმაც პირადად იმუშავა ორივე მაღალპროფილიანი ახალწვეულის კლუბში მიყვანაზე. ასეა თუ ისე, “მილანს” შეტევაში პრობლემა არ უნდა შეექმნას. სათქმელია, რომ არც იბრას და რობინიოს გარეშე გაუჭირდა წინა ტურში “ლეჩეს” 4:0 განადგურება. ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
|