Killuminater
მანკუნიანელი

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6287
წევრი No.: 120891
რეგისტრ.: 11-September 10
|
#22518066 · 15 Nov 2010, 00:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მეორე სეზონი გადის მას შემდეგ რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთმა თუ სულაც საუკეთესო ფეხბურთელმა - კრისტიანო რონალდომ დატოვა. სწორედ ორი წლის წინ გაიყო პორტუგალიელი ფეხბურთელისა და ინგლისური კლუბის გზები. დრო გავიდა, ნელ-ნელა ყველა შეეგუა "მანჩესტერ იუნაიტედს" რონალდოს გარეშე და რონალდოს "იუნაიტედის" გარეშე, არადა ამ ფეხბურთელმა მანჩესტერულ კლუბში ზუსტად ექვსი წელი გაატარა, ექვსი უბრწყინვალესი წელი, სადაც მან ყველაფერი მოიგო და სრულიად სამართლიანად მიიჩნეოდა კიდეც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად, ის ახლაც მიიჩნევა, თუმცა ბევრი აღნიშნავს რომ რონალდო სწორედ "იუნაიტედისთვის" იყო შექმნილი, ისევე როგორც საერთოდ ინგლისის პრემიერლიგისთვის და ინგლისური ფეხბურთისთვის. ძნელია ამ ვინც ამას აღნიშნავს არ დაეთანხმოთ, რონალდომ მართლაც დაუვიწყარი სეზონები და შეხვედრები ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგაში და თავისი ისტორიაც კი შექმნა, მან 100-ზე მეტი გოლი გაიტანა და "იუნაიტედის" ქომაგთა გულებში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა რონალდოს წასვლა როდის ნიშნავდა იმას რომ ის უკან არასდროს დაბრუნდებოდა, ეს ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, თუმცა როგორც ჩანს არც ასეა საქმე.
დღეს კრისტიანო მადრიდის "რეალშია", იმ კლუბში რომელიც მის ოცნების კლუბად ითვლება, ამის შესახებ რონალდოს არაერთხელ უსაუბრია და განუცხადებია, რომ იგი ბავშვობიდან ოცნებობდა მადრიდულ კლუბში თამაშზე, როგორც ჩანს მისი წასვლის მიზეზი "იუნაიტედიდანაც" ეს გახდა. ის რომ კრისტიანოს მანჩესტერში ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობდნენ ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ რონალდო მაინც არ დარჩა, თუ ფული არა მაშინ რა იყო ამის მიზეზი? ის რომ რონალდოს ოცნება მართლაც ყოველთვის იყო ეთამაშა "რეალის" მაისურით და აი მან ეს ოცნება აიხდინა, დღეს ის მადრიდელია და ისეთივე წარმატებით ირჯება როგორც ყოველთვის, თუმცა როგორც ჩანს მას არ გააჩნია ის რაც სურს რომ ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში ამაზე ისაუბრა მან დღეს ინგლისური პრესის წინაშე. თუ რაზე და როგორ ამას ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი წინასტყვიერად ავღნიშნავთ რომ როგორც ჩანს რონალდოს ის დაემართა რაც ადამიანებს ხშირად ემართებათ - მას ოცნება შეეცვალა, შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კრისტიანომ დღეს პრესასთან ძალიან ემოციურად ისაუბრა და "იუნაიტედის" მონატრებას შეეხო, არამარტო "მანჩესტერ იუნაიტედის", არამედ მთლიანად ინგლისური ფეხბურთის, ამით კი ალბათ კიდევ ერთხელ ყველას გაახსენა მისი უნაკლო თამაში "ალისფერ ეშმაკებში".
მოდით ახლა რონალდოს დღევანდელ განცხადებას გავეცნოთ სიტყვა-სიტყვით, როდესაც იგი თავისი ყოფილი კლუბის თემას ეხება: "სიმართლე რომ გითხრათ ინგლისის პრემიერლიგა არანორმალურად მენატრება, მენატრება "მანჩესტერ იუნაიტედიც", მენატრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც "იუნაიტედში: დავტოვე, მენატრება სერ ალექს ფერგიუსონი, ინგლისში ყველაფერი მენატრება, იქაური გარემო, ამინდიც კი, მოკლედ არასოდეს იცი რა მოხდება ფეხბურთელის კარიერაში, ამიტომ მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ინგლისში სიამოვნებით დავრუნდებოდი და "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისგან კვლავაც მივიღებდი სიამოვნებას. სერ ალექს ფერგიუსონი ჩემთვის მეორე მამაა, მან ამ ექვსი წლის განმავლობაში როცა "იუნაიტედში" ვთამაშობდი ძალიან ბევრი რამ მასწავალა, არამარტო საფეხბურთო კუთხით, არამედ ყოველი მხრივ, მისგან ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, ის დიდებული ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია. მე დღეს "რეალში" ვთამაშობ, რადგან აქ უდიდესი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, დარწმუნებული ვარ წელს ბევრ ტიტულს მოვიგებთ, რა იქნება მერე? ეს არავინ იცის, არც მე, თუმცა ხშირად მახსენდება ის დღეები როდესაც "ოლდ ტრაფორდზე" ვიყავი, სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად ჩემი თანაგუნდელები მენატრებიან, "იუნაიტედში" ექვსი დაუვიწყარი წელი გავატარე, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".
როგორც ხედავთ საკმაოდ ემოციურად ისაუბრა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ვერ ვიტყვით რომ ეს მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების გარანტიაა, თუმცა ერთგვარი ნიშანი კი ნამდვილად არის, რა თქმა უნდა ერთია რონალდოს სრუვილი, თუნდაც "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებისა, მაგრამ მეორეა შესაძლებლობა, დაიბრუნებს კი მას "იუნაიტედი"? მოდით შევთანხმდეთ რომ ყველანაირი გზით ფერგი ამას გააკეთებს, თუ თავად ფეხბურთელი მოინდომებს დაბრუნებას, რატომ? იმიტომ რომ რონალდო სერ ალექსის უსაყვარლესი ფეხბურთელია, კრისტიანომ ტყუილად არ აღნიშნა, სერ ალექს ფერგიუსონის დამსახურება მის მიმართ, სერ ალექსმა მართლაც აღმოაჩინა რონალდო და მისგან მსოფლიო დონის ვარსკვლავი დააყენა, ამ ყველაფერს როგორც ჩანს თავად ფეხბურთელიც დიდად აფასებს და სწორედ ამიტომ ახსენდება მისი მანჩესტერული წლები, თავის მხრივ "იუნაიტედის" მთავარი წარმატებები სწორედ რონალდოს დროს უკავშირდება. სწორედ რონალდოს მეთაურობით და ლიდერობით გახდა გუნდი 2008 წელს ყველაფრის გამარჯვებული, როდესაც რონალდომ 42 გოლი გაიტანა, ეს უბრალოდ დიდებული შედეგი იყო, როდესაც ყველამ დაინახა რომ კრისტიანო დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ეს კიდევ დიდი ხანი იქნება ასე.
საინტერესოა არა ალბათ როგორ შეხვდებიან რონალდოს ის რომ პრემიერლიგას დაუბრუნდეს, რა თქმა უნდა "იუნაიტედის" ფანები მას დიდებულად დაუხვდებიან, როგორც ეს ფეხბურთელი იმსახურებს, რადგან იგი გარდა გატარებული შესანიშნავი ექვსი წელისა ძალიან ღირსეულად წავიდა გუნდიდან და გულშემატკივრები ამასაც აფასებენ, ალბათ ყველას ახსოვს ცნობილი მანჩესტერული სიმღერა "Viva Ronaldo", რომელსაც მთელი "ოლდ ტრაფორდი" - 76 000 მანჩესტერელი ერთ ხმაში მღეროდა, ასეთი მხარდაჭერა ფეხბურთელის მიმართ დიდი იშვიათობა იყო, რადგან რონალდო მანჩესტერში ძალიან უყვარდათ, უყვართ ახლაც, შესაბამისად მისი დაბრუნება "იუნაიტედის" ქომაგებისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება, რაც შეეხება სხვა გუნდის გულშემატკივრებს, ეს კი მათ ნამდვილად არ მოეწონებათ, პირდაპირ ვთქვათ ინგლისში რონალდო არ უყვართ, ბევრი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, რეალურად კი იმიტომ არ უყვართ რომ ამ ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში ინგლისში ყველას უჭირდა, შესაბამისად იმ ექვს წელში რაც მან "ოლდ ტრაფორდზე" გაატარა არაერთი დიდებული შეხვედრა ჩაატარა და არაერთი მეტოქე დაამარცხა კრისტიანომ თავისი ტექნიკური და შედეგიანი თამაშით, შეუძლებელია თუ არა რონალდოს დაბრუნება "იუნაიტედში" უახლოეს მომავალში? აი ეს კითხვა აწუხებთ "იუნაიტედის" ქომაგებს - შეუძლებელი არაფერია, ხოლო თუ რონალდოს განცხადებებს დავეყრდნობით, ეს შეუძლებელი მოვლენა შესაძლოა მართლაც უახლოეს მომავალში აშკარა რეალობად იქცეს".
წყარო: "The Daily Telegraph"
ავტორი: [D][B][9] | 14 ნოე 2010 | ნანახია: 1310 [146]
დაბრუნდება რონალდო ?
|