1998 წლის მუნდიალის ფინალისტები - საფრანგეთი და ბრაზილია ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. მატჩი 9 თებერვალს, "სტად დე ფრანსზე" ჩატარდება. "სელესაოს" დამრიგებელმა, მანუ მენეზეშმა მომავალი დაპირისპირებისთვის ევროპულ ჩემპიონატებში მოთამაშე 23 ფეხბურთელს უხმო.
გამოძახებულთა შორისაა "ინტერის" კიპერი ჟულიო სეზარი, რომელსაც ტრავმის გამო იტალიის ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი გაუცდა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელებული კაკას მიწვევისგან მენეზეშმა თავი შეიკავა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა რიგებში ვერ ითამაშებს ბრაზილიის ამომავალი ვარსკვლავი ნეიმარიც, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, პერუში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში სათამაშოდ ემზადება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, ბრაზილიელებს ფრანგებთან უარყოფითი ბალანსი აქვთ -
"სელესაომ" "მამლების" დამარცხება უკანასკნელად 1992 წელს მოახერხა. მას შემდეგ, ამ გუნდებს შორის ჩატარებული 5 შეხვედრიდან, 3 ფრანგებმა მოიგეს, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
მენეზეში ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას შემდეგი ფეხბურთელებით ეცდება:
მეკარეები: ჟულიო სეზარი ("ინტერი", იტალია), გომეში ("ტოტენჰემი", ინგლისი), ნეტო ("ფიორენტინა", იტალია);
მცველები: დანიელ ალვეში ("ბარსელონა", ესპანეთი), რაფაელი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), მარსელო ("რეალი", ესპანეთი), ანდრე სანტოსი ("ფენერბაჰჩე", თურქეთი), ბრენო ("ბაიერნი", გერმანია), დავიდ ლუიზი, ლუიზაო (ორივე "ბენფიკა", პორტუგალია), ტიაგო სილვა ("მილანი", იტალია);
ნახევარმცველები: ლუკას ლეივა ("ლივერპული", ინგლისი), რამირესი ("ჩელსი", ინგლისი), სანდრო ("ტოტენჰემი", ინგლისი), ელიაში ("ატლეტიკო", ესპანეთი), ერნანესი ("ლაციო", იტალია), ანდერსონი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), რენატო აუგუსტო ("ლევერკუზენი", გერმანია), ჟადსონი ("შახტარი", უკრაინა);
თავდამსხმელები: რობინიო, პატო (ორივე "მილანი", იტალია), ანდრე ("დინამო", კიევი, უკრაინა), ჰალკი ("პორტუ", პორტუგალია).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=15617&lang=1უნდა მოვუგოთ

თან ზიზუ არ ეყოლებათ
babaiaroანდერსონი მეც მომწონს, მარა არ მგონია მანომ რამირესი-ლუკასი ამოაგდოს
არა ისე პრინციპში ყველაფერია მოსალოდნელი მაგისგან, ჯერ ვერ გავიგე რა უნდა მაგ მწვრთნელს, რა სტილს აწვება