ჩემპიონშიფის საუკეთესო გუნდებსაც ჭირდებათ გაძლიერება პრემიერ ლიგაში ამოსვლამდე.
აი ნოტინგემ ფორესტს ძალიან ჭირდებოდა გაძლიერება, რადგან ამ გუნდს ჰყავდა ჩემპიონშიფის სტანდარტითაც კი ცუდი შემადგენლობა. რაც ამ გუნდმა შეძლო, ესაა გაცისკვრა. სასწაულია ამ შემადგენლობით და ამ ჩამორჩენით ამოსვლა.
ფორესტს ძირითადი შემადგენლობის 5 საკვანძო მოთამაშე ჰყავდა ნათხოვარი სხვა გუნდებისგან. დროებით ნათხოვარი ფეხბურთელებით ააწყო გუნდი სტივ კუპერმა და მოაგებინა პლეიოფი
ჯედ სპენსი - მიდრლსბროდან განათხოვრებული. ვერ გამოისყიდოს, რადგან ტოტენჰემში გაყიდვის ვარიანტი გაეჩითა ბოროს.
ჯეიმს გარნერი - მანჩესტერ იუნაიტედის ნიჭიერი ნახევარმცველი. გარნერი იყო საკვანძო მოთამაშე ფორესტის გასულ სეზონში. და ტენ ჰაგმა აღარ გამოუშვა ფორესტში
ზინკერნაგელი - ფორესტის გამთამაშებელი ათიანი, რომელიც უოტფორმა ოლიმპიაკოსში გაყიდა.
კირან დევისი - ნათხოვარი ძირითადის ფორვარდი ფორესტისთვის ასტონ ვილიდან.
სტივ კუკი - ბორნმუთიდან. ამის შენარჩუნება შეძლეს.
ნოტინგემის ახალი ტრანსფერებიტაივო ავონი - ფორვარდი კირან დევისის შემცველად ბერლინ უნიონიდან. ჯანიანი და სწრაფი. ცუდი ტექნიკით
ნიკო უილიამსი - მარჯვენა მცველი, ჯერ სპენსის შემცვლელად. პერსპექტივაზე გათვლილი ტრანსფერია. ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ფიზიკურად იმდენს ვერ გაქაჩავს რამდენსაც სპენსი აკეთებდა.
ნიახატე - ამ ფორესტის დონისთვის ეს არის მაგარი ტრანსფერი. ათლეტური სენეგალელი ცენტრალური მცველი. დაახლოებით კალიდო კულიბალის იაფიანი ვერსია.
ჯესი ლინგარდი დაუმატეს - 1 წლით. თუ ვერ დარჩებიან პრემიერ ლიგაში. შეეძლება წასვლა.
ბიანკომე - ფრანგი მარჯვენა, მგონი უფრო ცენტრალური მცველი.
ომარ რიჩარდსი - ბაიერნიდან გამოყვანილი მარცხენა მცველი, რომელიც ხშირად ტრავმირებულია. ჯანმრთელი თუ იქნა კარგი უნდა იყოს.
ის ზანგი მეკარე - სამბა ლენსში გაყიდეს და ჰენდერსონი მოიყვანეს. დარწმუნებული არ ვარ რომ ეს გაუმჯობესებაა. რადგან ჰენდერსონს ახასიათებს შეცდომები არასწორ დროს.
გარდა ამისა იყიდეს ო'ბრაიენი - ნახევარმცველი გარნერის შემცვლელად. ბელგიელი ჩამშლელი მანგალა

კუპერმა თქვა რომ კიდევ იქნებიან წამსვლელები და მომვლელებიო.
სეზონის პირველ ნახევარში ნოტინგემი აშენებს ახალ გუნდს. დიდი რისკია , მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. იმ გუნდს შანსი არ ექნებოდა
სანამ დალაგდებიან პრემიერ ლიგაში მოუწევთ ბრძოლა და რაღაც დონეზე მზად უნდა იყვნენ.
ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდებათ პირველი ტურები, მძიმედ დაიწყებენ და მუნდიალის შემდეგ გამოიხედებიან თვალებში.
საშუალო დონის ნაღდი ნოტინგემელი გუნდში ორი კაცი. კაპიტანი - ჯო ვორალი და უელსელი ვარსკვლავბიჭუნა - ბრენანი ჯონსონი