ამ საკითხზე იქ ასე წერენ:
სავარაუდოდ ვისენტე ვალინსიისათვის უკვე ვეღარაფერს გააკეთებს.
უკვე ერთი თვეა რა არ უთამაშია ძირითადში, ბოლოს მალიორკასთან შემოვიდა 10 წუთით შეცვლაზე. ალბათ მისი და ემერის ურთიერთდამოკიდებულება არ იყო საუკეთესო, რის შედეგსაც ამჟამად ვხედავთ.
დარჩა მხოლოდ 6 ტური რომელშიც ვისენტეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის ღირსია კონტრაქტის გაგრძელებისა, რაც სიზმარს უფრო ჰგავს.
ყველას ახსოვს ის ავადსახსენებელი შეხვედრა ბრემენში, 2004 წლის 29 სექტემბერს მიღებულმა ტრავმამ როგორც ჩანს ვისენტეს კარიერა ნაადრევად დაასრულა.
დაგვრჩება მხოლოდ მოგონენები: ევროპის საუკეთესო მარცხენა გარემარბის წოდება, 2 ლა ლიგა, ერთი უეფას თასი და ევროპის საკლუბო სუპერთასი.
რა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალ ფეხბურთელს რომელიც ვისენტეზე არანაკლებად გაუთქვამს ვალენიას სახელს ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე.
უახლოეს ინტერვიუში ვისენტე საუბრობდა ისე, თითქოს ეთხოვებოდა გულშემატკივარს, გრძნობს, რომ კლუბი კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს და თითქოს სურვილი აქვს ბედი სცადოს სხვა ლიგაში, ისწავლოს სხვა ენა. სავარაუდოდ ინგლისში ან გერმანიაში ისურვებდა კარიერის გაგრძელებას. არ გაამხილა თუ რომელი კლუბები არიან დაინტერესებულები. მას შეეძლო წინასწარ გაეფორმებინა უკვე კონტრაქტი, მაგრამ არ იჩქარა კლუბ ვალენსიას უდიდესი პატივისცემის გამო.
აღნიშნა, რომ ალბათ ჯობდა უკეთ გამოეყენებინა ემერის ნდობა. თვლის ლოგიკურად, რომ მწვრთნელი მართალია როცა უპირატესობას აძლევს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელს. გაავლო პარალელი და აღნიშნა, რომ მატა დიდი ფეხბურთელია, არის მსოფლიო ჩემპიონი, რომ მისი და მატას ეტაპი ვალენსიაში აგონებს ახალგაზრდა ვისენტეს და კილი გონსალესის ბრძოლას ძირითადისთვის.
* * *
მიმაგრებული სურათი