მენეზესს კი ვაგინებთ და ზოგჯერ სრულიად დამსახურებულად მაგრამ მარტო მენეზესი არ არის ამ ნაკრების პრობლემა.
ყველა თამაშში ვიღაც აკეთებს ისეთ შეცდომას რაც ცხოვრებაში არ დაუშვია.
წინაზე ალვეში და დაცვის ცენტრი ჩავარდა.
დღეს ჟულიო სეზარმა მოაწყო ღია კარის დღე.
მაიკონი ალვეშზე უკეთესს ფორმაშია და დღეს ის იმსახურებს ძირითადს.
აი რობინიო სულ ტყუილად ისვენებდა მეორე თამაშში.
მის გარეშე შეტევას სიმწვავე და კრეატივი აკლია.
რობინიო-განსი-ნეიმარი-პატო არის ოპტიმალური შემტევი ოთხეული.
ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლით. მათ არ შეუძლიათ მეტოქისთვის ბურთის ართმევა კარგად. ფიზიკურად ოთხივე სუსტია, ხოლო ორგანიზებულ პრესინგს ჯერ კარგად ვერ თამაშობენ შეუთამაშებლობის გამო.
არადა განსაკუთრებით რობინიოს და ნეიმარს მონდომებას ვერ დავუკარგავთ და სწორედ ამ უბურთოთ სირბილში კარგავენ მნიშვნელოვან ენერგიას. ამიტომაც იყო ჩაგდებული მეორე ტაიმი ვენესუელასთან, თორემ პირველში გოლი არ გავიდა თორე საკმაოდ ნორმალურად ითამაშეს.
გუშინ განსხვავებული ვითარება იყო. ეკვადორს მოგება ჭირდებოდა ამიტომ სწრაფად გადმოდიოდნენ ჩვენ ნახევარზე და ბედს შეტევებში ეძებდნენ. იქ უკვე დაცვით ექვსეულს აწყდებოდნენ, რომელიც ართმევდა მათ ბურთს და ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ არც ისე ისევ უბრუნებდა ამ ოთხეულს.
შესაბამისად უბურთოთ ნაკლები სირბილი მოუწიათ არ დაღლილან და ჩვენ მეორე ტაიმში რიგ ეპიზოდებში მართლა ვნახეთ საკმაოდ კარგი დონის ბრაზილიური ფეხბურთი ანუ ის რის გამოც ამ გუნდს ვგულშემატკივრობთ.
ანუ ამ ტაქტიკით და ამ ფეხბურთელებით ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეიძლება. გახსნილ თამაშში, ან მაშინ როცა გუნდი ყრუ დაცვიდან გვეთამაშება გრზელი პასებით მხოლოდ კონტრშეტევის იმედად ეს შემადგენლობა საკმაოდ ნორმალური ვარიანტია.
მაგრამ ვინემემ რო ბურთის დაჭერა გადაწყვიტოს ვენესუელასავით. ბევრი პასი საკუთარ მოედანზე, მოკლე გათამაშებები, ბურთის გაფრთხილება (ამ კოპაზე ეს შეუძლიათ არგენტინას, ჩილეს და კოლუმბიას) უკვე 20-25 წუთისთვის სელესაოს მოუწევს ინიციატივის დათმობა და თუ მეტოქე ვენესუალზე ოდნავ მაღალი დონის არის მაშინ უშანსოდ ვართ.
გამოსავალი ორია
ან უნდა მოხდეს ართმევაზე კარგად მოთამაშე ფეხბურთელის შემოყვანა რაც შეტევას დაამძიმებს და კრეატივს შემაცირებს.
ჟადსონი/ელანო პარაგვაისთან.
ან საყრდენები უნდა იყვნენ მგლები, რომ თავის თავზე აიღონ ის ტვირთი რასაც მოედნის ცენტრის მოგება ქვია.
ლუკასი-რამირესი არიან ესეთები ?
ვაი რომ არა.
ესე იგი დაგვენძრა
ის ვისაც შეეძლო ამის გაკეთება იტალიაშია ან რომელიმე კურორტზე.
ჩემი აზრით ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა სწორედ სილვა-მელოს დუეტი ამ ზონაში.
ხოლო სილვას ადგილზე ლუისიც კარგად ითამაშებდა.
ეს გამორიცხულია.
ის კი არა სანდროსაც ტრამვა აქვს.
ამიტომ ამ ნაკრების წარმატებაში უკვე ძალიან მეპარება ეჭვი.
და კიდევ ჯობია უბალეშიკოთ ნაკრებს იმის იმედი ტყულათ გაქვთ რომ მოხსნიან

ეს ძალიან იშვიათად ხდება რომ წარუმეტებელი კოპას მერე ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი იცვლებოდეს.
ბოლო 20 წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ გამოვადრა ბრაზილია 1/4 ფინალიდან და არცერთი წყვრთნელი არ მოუხსნიათ.
სამაგიეროდ ლუქსემბორგოს გუნდმა ძალიან კარგ სტილში მოიგო 99 წლის კოპა მაგრამ ერთი წლის მერე მაინც გაუშვეს.
იცოდა მეჭეჭმა, დუნგამაც და პერეირამაც რომ მეორე შანსი აუცილებლად ექნებოდათ, ამიტომაც იყო რომ სამივემ თავს უფლება მისცა საკმაოდ საეჭვო ექსპერიმენტები ეტარებინათ.